რეკონსტრუქციული ოპერაციები პერიფერიულ არტერიებზე

რეკონსტრუქციული ოპერაციები პერიფერიულ არტერიებზე

რეკონსტრუქციული ოპერაციები პერიფერიული არტერიებზე, კიდურების არტერიების  ენდარტექტომია, კიდურების არტერიების  ანევრიზმის რეზექცია, პერიფერიული არტერიების  ანევრიზმის დროს ენდოპროტეზირება, თრომბოექტომია პერიფერიული არტერიებიდან, პერიფერიული არტერიის ლიგირება, პერიფერიული არტერიის სეგმენტის პროთეზირება, პერიფერიული არტერიების დილატაცია, სტენტირება >>>

რეკონსტრუქციული ოპერაციები პერიფერიული არტერიებზე  – ეს არის გადაუდებელი ან სასწრაფო ქირურგიული ღონისძიებები, რომელიც მიმართულია დაზიანებული სისხლძარღვის რეკანალიზაციისა და იშემიური კიდურების რევასკულარიზაციისაკენ. რეკონსტრუქციული ოპერაციები პერიფერიულ არტერიებზე ტარდება  პერიფერიული სისხლძარღვოვანი კალაპოტის ათეროსკლეროზული, ანევრიზმული, თრომბოემბოლიური, ტრავმული დაზიანებისას, ოპერაციის ტიპი დამოკიდებულია დაზიანების სახეზე და სიმძიმეზე, გავრცელებასა და ხანგრძლივობაზე. წვრილი პერიფერიული არტერიების ტრავმული დაზიანების შემთხვევაში ტარდება მიკროქირურგიული ოპერაციები.

პერიფერიული სისხლძარღვის ანევრიზმული დაზიანებისას ახდენენ მის რეზექციას ან ენდოპროთეზირებას. ოკლუზიურსტენოზური დაზიანებისას მიმართავენ ენდარტერექტომიას, დილატაცია, სტენტირება და პერიფერიული არტერიის დაზიანებული სეგმენტის პროთეზირებას. თრომბოემბოლიის  დროს ნაჩვენებია თრომბექტომია, ტრავმებისას კი – რეკონსტრუქციული მიკროქირურგიული ოპერაციები

კიდურების არტერიების  ენდარტერექტომია

ენდარტერექტომია ათეროსკლეროზული ბალთის ქირურგიული მოცილებაა სისხლძარღვის შიდა კედელთან (ინტიმა) ერთად. ენდარტერექტომია ნაჩვენებია არტერიის სეგმენტური ოკლუზიის დროს 7-9 სმ-ის სიგრძეზე და საშუალებას იძლევა აღდგეს სისხლის მიმოქცევა დაზიანებული კიდურის დისტალურ ნაწილებში. ენდარტერექტომია  შეიძლება ჩატარდეს ღია და ნახევრადდახურული ფორმით. პირველ შემთხვევაში ტარდება ობლიტერირებული სისხლძარღვის გასწვრივი არტერიოტომია, ნახევრად დახურული წესით კი ენდარტერექტომია ხდება არტერიის მცირე განივი განაკვეთიდან.

კიდურების არტერიების  ანევრიზმის რეზექცია

კიდურების სისხლძარღვის ანევრიზმის  შემთხვევაში ხდება სისხლძარღვის გაგანიერებული უბნის ამოკვეთა და დეფექტის ჩანაცვლება პროთეზის მეშვეობით. კიდურების ანევრიზმა ვითარდება ტრავმების, ათეროსკლეროზული დაზიანების, ანთების ან არტერიის კედლის აროზიის შედეგად. ანევრიზმა ქმნის თრომბოემბოლიისა და არტერიის კედლის გასკდომის საფრთხეს. ქირურგიული ტაქტიკა ანევრიზმის შემთხვევაში მოიცავს  ანევრიზმის ამოკვეთას და არტერიის შესაბამისი უბნის ჩანაცვლებას სინთეზური ან აუტოვენოზური პროთეზით.

პერიფერიული არტერიების  ანევრიზმის დროს ენდოპროთეზირება

ეს არის მცირედინვაზიური რენტგენოქირურგიული მკურნალობის მეთოდი, რომლის დროსაც ხდება სისხლძარღვის შიგნით ენდოპროთეზის ჩადგმა. ენდოპროთეზის იმპლანტაციის შემდეგ ანევრიზმულად შეცვლილი არტერიის უბანი არ იმყოფება არტერიული წნევის ზემოქმედების ქვეშ, რაც გამორიცხავს ანევრიზმის გასკდომას.

თრომბექტომია პერიფერიული არტერიებიდან

პერიფერიული არტერიიდან თრომბის მოცილებაში ძირითადი როლი ეკისრება თრომბექტომიის არაპირდაპირ მეთოდს. არტერიოტომიისა და სისხლძარღვის სანათურის გახსნის შემდეგ მასში ხდება ფოგარტის ბალონური კათეტერის  შეყვანა, რომლის ბალონური მანჟეტის მეშვეობით ხდება თრომბული  მასების მოცილება.

პერიფერიული არტერიის ლიგირება

პერიფერიული არტერიის ლიგირება გულისხმობს კიდურების არტერიებზე ლიგატურის დადებას. პერიფერიული არტერიის ლიგირება ნაჩვენებია იმ შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია სისხლძარღვის გამავლობის დროებითი ან მუდმივი აღდგენა (ქსოვილების მოცულობითი დეფექტების,  სიცოცხლისათვის საშიში სისხლდენის დროს). პერიფერიული არტერიის შეხვევის უსაფრთხოების პირობას წარმოადგენს კოლატერალური სისხლის მიმოქცევის  კომპენსაცია, რომლის განსაზღვრისათვის ტარდება ლექსერის სინჯი (გადახვევა ითვლება უსაფრთხოდ, თუ აღინიშნება მოპულსირე სისხლის რეტროგრადული ნაკადი პერიფერიული არტერიის მოკვეთილი ბოლოდან)

პერიფერიული არტერიის სეგმენტის პროთეზირება

პერიფერიული არტერიის სეგმენტის პროთეზირება  მოიცავს დაზიანებული უბნის რეზექციას   და მის ჩანაცვლებას აუტოვენოზური ან სინთეზური სისხლძარღვოვანი ტრანსპლანტატით. პერიფერიული არტერიის სეგმენტის პროთეზირება  ნაჩვენებია სისხლძარღვის ოკლუზიურსტენოზური დაზიანებისას განსაზღვრულ უბანზე. აუტოვენოზური პროთეზირება ხორციელდება დიდი კანქვეშა ვენის სეგმენტის გამოყენებით. მსხვილი არტერიის დეფექტის დროს გამოიყენება სინთეზური პროთეზები.

პერიფერიული არტერიების დილატაცია, სტენტირება

არტერიული სისხლძარღვის სანათურის გაფართოების მიზნით ბალონური ანგიოპლასტიკა და სისხლძარღვშიდა სტენტის ჩაყენება. დილატაცია და სტენტირება ნაჩვენებია პერიფერიული არტერიის ლოკალური შევოწროებისა და ოკლუზიის. პროცედურა ტარდება ბარძაყის არტერიის ან  იღლიისქვეშა არტერიის პუნქციური ჩხვლეტით. დაზიანებული სისხლძარღვის შიგნით ხდება სპეციალური ბალონური კათეტერის შეყვანა, რომელიც სტენოზის  მიდამოში იბერება და შევიწროებულ უბანს აფართოებს. სისხლძარღვის დილატაცია შესაძლებელია შერწყმული იყოს ენდოვასკულური სტენტის იმპლანტაციასთან, რომელიც წარმოადგენს მავთულის ბადისებრ მილს , რომელიც მაგრდება და ინარჩუნებს არტერიის გამავლობას.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988