აზერბაიჯანიდან პაციენტების მოზიდვის ინფორმაცია ქართული სამედიცინო დაწესებულებებისათვის!

პაციენტები აზერბაიჯანიდან!

გთხოვთ მიაწოდოთ ეს ინფორმაცია ქართულ  კლინიკებს საქართველოში, რომლებსაც აქვთ სურვილი და რესურსები დაიკაონ ადგილი აზერბაიჯანის სამედიცინო ტურიზმის ბაზარზე. დიდ, უნივერსალურ კლინიკებთან ერთად, შეიძლება საინტერესო იყოს პატარა კლინიკებიც, რომლებსაც აქვთ თავიანთი პროფესიული ნიშა. პერსპექტიულია Top-ექიმების მიერ შექმნილ მცირე კლინიკებთან, ლაბორატორიებთან და დიაგნოსტიკურ ცენტრებთან თანამშრომლობაც.
! ყურადღებით იქნება იმ დიდი კლინიკების მომართვა განხილული, რომლებსაც სურთ თავიან კლინიკასთან გახსნან “აზერბაიჯანში მარკეტინგის განყოფილება” >>>

აზერბაიჯანიდან პაციენტების მოზიდვის ინფორმაცია ქართული სამედიცინო დაწესებულებებისათვის!

მიმდინარეობს სამუშაოები წარმატებულ ქართულ კლინიკებში აზერბაიჯანიდან პაციენტთა მოსაზიდად. საუბარია იმ მიმართულებებზე, რომლებშიც საქართველოს კლინიკები რეალურად დაწინაურებულნი, კონკურენტუნარიანი არიან.

აზერბაიჯანიდან ქართულ კლინიკებში პაციენტების მოზიდვის  პროექტი ქართულ კლინიკებსა და ცალკეულ სპეციალისტებს მოუწოდებს შეისწავლონ შესაძლო თანამშრომლობის საკითხი!

პროექტის  მიზანია:
1.1. აზერბაიჯანიდან საქართველოში პაციენტთა ჩამოსვლა გახადოს უფრო ორგანიზებული, მასიური და კომფორტული.
1.2.  პოტენციურ პაციენტებსა და სამედიცინო ტურისტულ სააგენტოებს მიაწოდოს  სრული, ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს სამკურნალო დაწესებულებების  შესახებ, გაუკეთოს მათ რეკლამა და ხელი შეუწყოს პაციენტთა საქართველოში გადმოდინებას.
1.3. თანდათან დანერგოს “სამკურნალო საგზურების” სისტემა.
1.4. მოამზადოს ფონი მომავალში ქართული კლინიკების აზერბაიჯანის სადაზღვევო (ან ეკვივალენტი) და სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობისათვის.

პროექტის ფარგლებში  უკვე არის ამ მიმართულებებით მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯები.

მიმდინარე ეტაპზე
პერმანენტულად მიმდინარეობს აზერბაიჯანში პროექტში ჩართული ქართული კლინიკების ფართომასშტაბიანი პიარ და სარეკლამო კამპანია. ქვემოთ ჩამოთვლილია ზოგიერთი ღონისძიება, რომელშიც ქართულ კლინიკებს შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა:
2.1  მზადდება სპეციალური რუსულ და აზერბაიჯანულ ენოვანი საიმიჯო ვებ–გვერდები , რომელიც საქართველოს  სამკურნალო დაწესებულებების  შესახებ ინფორმაციას მიაწვდის  აზერბაიჯანის  მოსახლეობასა და  კლინიკებს.
2.2 ბაქოს სამედიცინო დაწესებულებათა ცნობარის მე–17 გამოცემაში კეთდება სპეციალური ჩანართი “თბილისის კლინიკები”. ეს მუშა ცნობარია, რომეიც 16 წელია გამოდის. შეგიძლიათ ინფორმაცია თქვენს შესახებ ჩართოთ ამ ცნობარში.
2.3 მზადდება ვიდეორგოლების სპეციალური ნაკრები  საქართველოს კლინიკების შესახებ. შემუშავებულია მათი გავრცელების ეფექტური სქემები.
2.4 ბაქოში ვიწვევთ ქართველ ტოპ–ექიმებს ტრენინგების, მასტერ–კლასების, ოპერაციების, სამკურნალო ციკლების ჩასატარებლად. მოავლინეთ თქვენი თანამშრომლები ბაქოში, ისინი შეიძენენ ფასეულ კონტაქტებს, მოხდება თქვენი კლინიკის პრეზენტირება.
2.5   ქართული კლინიკების გასაცნობად და მათთან ხელშეკრულებების დასადებად თბილისში შეგიძლიათ მიიწვიოთ     აზერბაიჯანული ფირმები  და ფიზიკური პირები, რომლებიც წარმატებით მუშაობენ  ”სამკურნალო ტურიზმის”  სფეროში  და ჩატარებული პიარ და სარეკლამო კამპანიის შედეგად, ინტერესს  გამოხატავენ პროექტში ჩართული კლინიკების მიერ შეთავაზებული ნოზოლოგიების მიმართ.

დაინტერესებულ კლინიკებს შეუძლიათ მოგვმართონ ელფოსტაზე caumednet@gmail.com . წერილში   სასურველია  ზუსტად მიუთითოთ ის ნიშა (აპარატი, მეთოდი, ნოზოლოგია), რომლითაც უნდა მოხდეს აზერბაიჯანელი პაციენტების დაინტერესება.

პასუხები შემოსულ კითხვებზე და კომენტარები:

1. რამდენად რეალურია აზერბაიჯანიდან პაციენტების მოზიდვა?
ნუ წარმოიდგენთ, რომ აზერბაიჯანელებმა არ იციან სად იმკურნალონ.
აზერბაიჯანი არის მდიდარი, ეკონომიკურად მზარდი ქვეყანა. მის სამედიცინო ბაზარზე თქვენ კონკურენცია
მოგიწევთ ირანის, თურქეთის, რუსეთის, ისრაელის, გერმანიის კლინიკებთან.
მიუხედავად ამისა, პაციენტების მოზიდვა აბსოლუტურად რეალურია, ჩამოდიან კიდეც საკმაოდ ბევრი. ამ ეტაპზე უბრალოდ ფართოვდება ბაზარი და სამედიცინო ტურიზმის ნაკადები ხდება მოწესრიგებული.

2. რა  ტიპისაა აზერბაიჯან–ქართული სამედიცინო ტურიზმის  ჩვენი პროექტი?

ჩვენი პროექტი არის მაღალპროფესიული მარკეტინგული მომსახურების პროექტი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იმ ექიმებისა და კლინიკებისათვის, ვისაც სურს ჩაერთოს ამ ბაზრის კონკურენციაში.
დაინტერესებულმა კლინიკამ თუ ცალკეულმა ექიმმა უნდა იყიდოს (შეუკვეთოს) ჩვენი საკონსულტაციო, მარკეტინგული და საინფორმაციო მომსახურებები, თუკი ასეთი გჭირდებათ.
ჩვენი მიდგომა  ინფრასტრუქტურულია, ანუ ვატარებთ მიზნობრივ სამუშაოებს აზერბაიჯანში თქვენი კლინიკის ბრენდირებისათვის და პაციენტების დიდი ნაწილი  უშუალოდ მოგმართავენ თქვენ . ჩვენის მხრიდან შეუძლებელია იმის კონტროლი რამდენი კაცი “მოვიდა ჩვენგან” . ეს არის სქემა, რომლითაც აზერბაიჯანში მუშაობს მრავალი ქვეყნის სოლიდური კლინიკები. ცხადია, იგი არ გამორიცხავს ადგილზე “საკონტაქტო წერტილის არსებობას “  რომელიც ხელს უწყობს თქვენს ბრენდირებას, ესაუბრება პაციენტს და ა.შ.
ჩვენი პროექტი არაა ქართული კლინიკების ფინანსური დახმარების პროექტი და ნუ მოგვმართავთ “წინადადებებით” აზერბაიჯანულმა მხარემ დააფინანსოს თქვენი პიარი, გადაიღოს თქვენი კლიპები, დაგიქირაოთ კონსულტანტები, საეთერო დრო, დაგიმზადოთ სავიზიტო ბარათები და ა.შ.

3. თუ კლინიკას და ცალკეულ ექიმებს, არა აქვთ სურვილი დააფინანსოს  თავისი ბრენდირებისათვის საჭირო  მიმდინარე სამუშაოები
როცა  კლინიკას და ცალკეულ ექიმებს, არა აქვთ სურვილი დააფინანსონ მათთვის ჩასატარებელი მიმდინარე სამუშაოები – ვერ ვხედავთ ჩვენთვის მომართვის პერსპექტივას.
გთხოვთ ურთიერთობებს, ანუ “კლიენტი მოიყვანე და მერე ჰონორარს მოგცემ”  ნუ შემოგვთავაზებთ.

4. ცალკეულ ექიმებს შეუძლიათ თუ არა სამედიცინო ტურიზმის ქართულ–აზერბაიჯანულ პროექტში მონაწილეობა?
ექიმს შეუძლია დამოუკიდებლად მოგვმართოს, თუკი იგი მზადაა გაიღოს მისი ბრენდირებისათვის საჭირო ხარჯები.   ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ რჩევა მოგცეთ, როგორ იპოვოთ სპონსორი.

5. თუკი თქვენ  დამოუკიდებლად  შექმენით მარკეტინგული სტრატეგია
ჩვენ ხშირად მოგვმართავენ კლინიკები თანხების დაზოგვის მიზნით, გამოყენებულ იქნეს მათი მარკეტინგული პროდუქცია. უმეტესად ესაა პროდუქცია (კლიპები, ბუკლეტები, იდეები) , რომელმაც საქართველოში არ იმუშავა და გაუგებარია რატომ იმუშავებს ის აზერბაიჯანში?
ყველა ასეთი წინადადების  განხილვამ დროის ფუჭ კარგვამდე მიგვიყვანა.
მოგვმართეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი აზერბაჯანში მარკეტინგი გსურთ შეგვიკვეთოთ მთლიანად ჩვენ.

6. რითი იწყება  დიალოგი აზერბაიჯანიდან პაციენტების მოზიდვის შესახებ ?
2.1. გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ ამ წერილს
2.2 ელფოსტაზე caumednet@gmail.com  უნდა გამოგვიგზავნოთ წერილი .
მასში ზუსტად უნდა ჩამოაყალიბოთ:
–  რა ნიშაზე გსურთ მუშაობა, რაში ხართ რეალურად კონკურენტუნარიანი?
– დაადასტუროთ, რომ მზადა ხართ გაიღოთ აზერბაიჯანში ბრენდირების ხარჯები.

7. თუკი თქვენ ვერ აყალიბებთ რა ნიშა გაქვთ, რა ასპექტები და როგორ უნდა წამოსწიოთ წინ
მიმართეთ სპეციალისტ– მარკეტოლოგს, რომელიც გააკეთებს თქვენი კლინიკის მარკეტინგულ აუდიტს და აზერბაიჯანის ბაზრის სპეციფიკის გათვალისწინებით მოგცემთ შესაბამის ბიზნეს, მარკეტინგულ და პიარ გეგმას. ცხადია, ამგვარი მომსახურება ღირს ძვირი. თბილისში საკმაოდ ბევრი ამგვარი ჯგუფია და ნებისმიერს შეგიძლიათ მიმართოთ. ერთ–ერთი ამგვარი ჯგუფია medgeo.net -თან ასოცირებული სპეციალისტთა ჯგუფი.

8. ავიღებთ თუ არა პასუხისმგებლობას რომ თქვენთან ჩამოვლენ პაციენტები ?
გარკვეულ პირობებში  ავიღებთ. განხილვის საგანია.

 

ბმები: ექიმები დისტანციურად

..