პანიკური შეტევა

პანიკური შეტევა

პანიკური შეტევა წარმოადგენს ფსიქო-ნევროლოგიურ დარღვევას, რომლის  დროსაც პაციენტს უეცრად უვითარდება უძლიერესი გაუკონტროლებელი შიშის შეტევა. ამ დროს ადგილი აქვს პანიკური შეტევის ისეთ გამოვლინებებს, როგორც გართულებული სუნთქვა, მტკივნეულობა მზის წნულის მიდამოში და მუცელში მოძრაობის შეგრძნება.

ყველაზე ხშირად პანიკური შეტევა ვითარდება ახალგარზდა ქალებში, თუმცა არც კაცებში არ  წარმოადგენს გამონაკლისს. პანიკური შეტევა, როგორც წესი, ვითარდება სრულიად მოულოდნელად, აშკარა მიზეზების გარეშე, თუმცა შესაძლებელია გამოწვეული იყოს უძლიერესი ემოციურ-ფსიქიური შოკით, ალკოჰოლის ჭარბი მიღებით ან ფიზიკური გადაძაბვის შედეგად. ზოგიერთ შემთხვევაში პანიკური შეტევა შესაძლებელია განვითარდეს  ღია სივრცისადმი ძლიერი შიშის გამო.

რამ შეიძლება დააპროვოციროს პანიკური შეტევის განვითარება.

–         ძლიერი სტრესი ან ემოციური შოკი;

–         კონფლიქტები და ჩხუბი ახლობლებთან და მეგობრებთან;

–         ინტენსიური კაშკაშა შუქი ან ძალიან ხმამაღალი ბგერები;

–         მრავალხალხიანი ადგილები;

–         ჰორმონალური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების მიღება;

–         ორსულობის ყველა ვადაზე;

–         ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა;

–         მზეზე ხანგრძლივად ყოფნა;

–         სიგარეტის მწეველობა და ალკოჰოლის ჭარბად მიღება;

–         მძიმე ფიზიკური შრომა.

 რით ვლინდება პანიკური შეტევა

პანიკური შეტევა ვლინდება უეცრად, რამოდენიმე წამში. პანიკური შეტევის სიმპტომატიკა ძირითაში ვლინდება:

–         შიშის შეგრძნება, რომელიც, როგორც წესი, გრძელდება  30 წუთამდე, და რომელთანაც შეუძლებელია გამკლავება;

–         ძალიან ძლიერი გულისცემის რითმი;

–         უჟანგბადობის შეგრძნება, ღრმა ჩასუნთქვის გაკეთრების შეუძლებლობა, ძლიერი ქოშინი, შესუნთქული ჰაერის მცირე მოცულობა;

–         წყვეტილი სუნთქვა;

–         კრუნჩხვები და თავბრუსხვევა;

–         სისუსტე ფეხებში;

–         გონების დაკარგვის და  ლეტალური შედეგამდე მიმყვანი ქმედების ჩადენის  შიში;

–         სიკვდილის შიში;

–         მუცელში და გულმკერდში ტკივილის შეგრძნება, გულისრევის შეგრძნება;

–         სხეულის ტემპერატურის სწრაფი ცვლილება, შემცივნება;

–         აგრესია გარშემომყოფთა მიმართ.

პანიკურმა შეტევამ შესაძლებელია მიუსროს ადამიანს 7 დღეში რამოდენიმეჯერ. შეტევის ჩამთავრების შემდეგ მდგომარეობა უმჯობესდება, ვითარდება ძილიანობა.

პანიკური ეტევების მქონე ადამიანები, როგორც წესი, მიმართავენ კარდიოლოგებს ან პულმონოლოგებს, რადგან ეჭვობენ რომ მათ შეიძლება ქონდეთ გულსისხლძარღვა დაავადებები ან ასთმა.

რაში მდგომარეობს პანიკური შეტევის მკურნალობა

პანიკური შეტევა შესაძლებელია განვითარდეს ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი სიმპტომების სახით, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში  შესაძლებელია მეტყველებდეს ნებროლოგიურ დარღვევებზე. უკანასკნელ შემთხვევაში, პანიკური შეტევის თერაპია მდგომარეობს პანიკის გამომწვევი დაავადების მკურნალობაში.

პანიკური შეტევის მკურნალობისას ძალზედ სასარგებლოა სუნთქვითი ვარჯიშები. სუნთქვითი ვარჯიშები ხელს უწყობენ რელაქსაციას, სულიერი ბალანსის და წონასწორობის მიღწევას. იმისათვის, რომ გაუმკლავდე პანიკურ შეტევას აუცილებელია ნელი და ღრმა სუნთქვა ისე, რომ ერთი ამოსუნთქვის დრო უდრიდეს ორ ჩასუნთქვას. პანიკური შეტევების მქონე ადამიანებისათვის რეკომენდებულია მუცლით სუნთქვის სწავლა, რადგან ეს წარმოადგენს უკონტროლო შიშის დაძლევის ყველაზე ეფექტურ გზას.

პანიკური შეტევის დაძლევა ხანდახან შესაძლებელი განხორციელდეს პარკში სუნთქვის მეშვეობით. ამისათვის აუცილებელია აიღო ქაღალდის პარკი, ნელა შეისუნთქო მასში არსებული  ჰაერი, შეიკავო სუნთქვა, ამოისუნთქო ისევ პარკში. ასეთი ვარჯიშის რამოდენიმე წუთის განმავლობაში შესრულებისას პანიკური შეტევა წყდება.

პანიკური შეტევის დაძლევისათვის ასევე რეკომენდებულია ფსიქოთერაპიის კურსების გავლა მაღალკვალიფიციურ ფსიქოთერაპევტთან. უფრო ეფექტური რეზულტატის მისღწევად ხდება ფსიქოთერაპიის და სამკურნალწამლო პრეპარატების კომბინირებული დანიშნვა.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com
ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია
ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988