ვენური სისტემის დაავადებების კონსერვატიული მკურნალობა

ამ გვერდიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ და გამოიწეროთ კომპრესიული (ელასტიკური) წინდები ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”.  იხილეთ ქვემოთ, ამავე ფერის ტექსტები.

ვენებში სისხლის მიმოქცევა მნიშვნელოვნად განსხვავდება არტერიებში სისხლის მიმოქცევისაგან. ვენურ სისტემაში სისხლის მიმოქცევა ხდება ზედაპირული ვენებიდან ღრმა ვენებისაკენ, პერფორანტული ვენების მეშვეობით, ღრმა ვენებიდან კი გულისაკენ. სისხლის უკუდინებას  ეწინააღმდეგება ვენების სარქვლოვანი სისტემა.
ვენების დაავადებების შემთხვევაში სარქვლების დაზიანების შედეგად დარღვეულია სისხლის მიმოქცევა და სისხლის უკუდინების გამო ვითარდება ვენური სისტემის დაავადებებისათვის დამახასაითებელი კლინიკური ნიშნები – შეშუპება, ტკივილი, ვენების გაგანიერება და ა.შ.


♦♦ კომპრესიული წინდები ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონზე” >> Compression Socks



მკურნალობის კომპრესიული მეთოდი

სისხლის მიმოქცევის აღდგენის მიზნით ვენების დაავადებების საწყის ეტაპზე მიმართავენ მკურნალობის კონსერვატიულ მეთოდებს, მათ შორის   კომპრესიულ თერაპიას.
კომპრესიული მეთოდები (ელასტიკური წინდები) განაპირობებს ზეწოლას ვენებზე და ხელს უშლის სისხლის უკუდინებას ღრმა ვენებიდან ზედაპირული ვენებისაკენ, შესაბამისად ამცირებს სისხლის შეგუბებასა და ქსოვილების შეშუპებას, ტკივილს, ეწინააღმდეგება ვენების ვარიკოზულ გაგანიერებას.
კომპრესიული მეთოდები გამოიყენება ქრონიკული ვენური უკმარისობისას, ვენების ვარიკოზული გაგანიერებისას, ღრმა ვენების თრომბოზის დროს, როგორც დამოუკიდებლად საწყის ეტაპებზე, ასევე კომპლექსურ თერაპიაში.

მედიკამენტოზური მკურნალობა

ვენური სისტემის დაავადებების მკურნალობის კონსერვატიულ მეთოდს წარმოადგენს მედიკამენტოზური მკურნალობა, რომელსაც მიმართავენ ვენური სისტემის დაავადებების ყველა სტადიაზე.
მედიკამენტოზური მკურნალობის მიზანია სისხლის შედედების ნორმალიზაცია, თრომბოციტების აგრეგაციის შემცირება, რაც ამცირებს  სისხლის სიბლანტეს, აუმჯობესებს ვენებში სისხლის მიმოქცევას, ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას. სისხლის რეოლოგიური თვისებების გაუმჯობესების მიზნით გამოიყენება

ანტიკოაგულაციური საშუალებები

უკვე წარმოქმნილი თრომბების  დაშლის მიზნით ტარდება თრომბოლიზური თერაპია.
ვენური სისტემის დაავადებების მკურნალობისას ფართოდ გამოიყენება პერიფერიული სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებელი საშუალებები, ფლებოპროტექტორები, რომლებსაც აერთიანებთ საერთო თვისება: ვენის კედლის სტრუქტურული კომპონენტების სტაბილიზაცია და მისი ტონუსის მატება. მათ შორის ყველაზე კარგადაა შესწავლილი ბიოფლავონოიდები.

სიმპტომური მკურნალობა

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი საშუალებებისა ვენური სისტემის დაავადებების დროს საჭირო ხდება სიმპტომური მკურნალობის ჩატარება. ინფიცირებული, ტროფიკული წყლულების სამკურნალოდ – ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები, დერმატიტების დროს – ანტიჰისტამინური პრეპარატები  და სხვ.
გამოიყენება ტოპიკური სამკურნალო საშუალებები, რომელთაც გააჩნიათ პროტექტორული თვისებები, აუმჯობესებენ მიკროცირკულაციას, ამცირებენ კაპილარების განვლადობას, ზრდიან ვენების ტონუსს.


ვენური სისტემის დაავადებების მკურნალობალალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩸 ვენებში სისხლის მიმოქცევა მნიშვნელოვნად განსხვავდება არტერიებში სისხლის მიმოქცევისაგან.
📍 ვენურ სისტემაში სისხლის მიმოქცევა ხდება ზედაპირული ვენებიდან ღრმა ვენებისაკენ, პერფორანტული ვენების მეშვეობით, ღრმა ვენებიდან კი გულისაკენ.
⭕️ სისხლის უკუდინებას ეწინააღმდეგება ვენების სარქვლოვანი სისტემა.
🩺 ვენების დაავადებების შემთხვევაში სარქვლების დაზიანების შედეგად დარღვეულია სისხლის მიმოქცევა და სისხლის უკუდინების გამო ვითარდება ვენური სისტემის დაავადებებისათვის დამახასაითებელი კლინიკური ნიშნები:
📎 შეშუპება;
📎 ტკივილი;
📎 ვენების გაგანიერება და ა.შ.
🩹 სისხლის მიმოქცევის აღდგენის მიზნით ვენების დაავადებების საწყის ეტაპზე მიმართავენ მკურნალობის კონსერვატიულ მეთოდებს, მათ შორის კომპრესიულ თერაპიას.
🧦 კომპრესიული მეთოდები (ელასტიკური წინდები) განაპირობებს ზეწოლას ვენებზე და ხელს უშლის სისხლის უკუდინებას ღრმა ვენებიდან ზედაპირული ვენებისაკენ, შესაბამისად ამცირებს სისხლის შეგუბებასა და ქსოვილების შეშუპებას.
👉 გაიგეთ მეტი ლალი დათეშიძის სტატიიდან – https://bit.ly/3A2KR8F
#ვენურისისტემისდაავადებები #ვენურიუკმარისობა #ვენურიუკმარისობისნიშნები #ვენურიუკმარისობისსიმპტომები #ვენურიუკმარისობისმკურნალობა #ვარიკოზულივენები #შეშუპება #ფეხებისშეშუპება #ფეხებისტკივილი #სიმძიმისშეგრძნება #მოუსვენარიკიდურისსინდრომი #ფეხისკრუნჩხვები #ფეხისსპაზმი #კანისქავილი #კომპრესიულიწინდები #ელასტიკურიწინდები #ბანდაჟები #ვენებისგაგანიერება #სისხლისშეგუბება #ქსოვილებისშეშუპება #ლალიდათეშიძე #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ ორთოპედიული საქონელი >>

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები


  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.