კავა ფილტრის იმპლანტაცია


კავა ფილტრი წარმოადგენს სპეციალურ ლითონის მოწყობილობას, რომელიც იმპლანტირდება ქვემო ღრუ ვენის სანათურში, თრომბების შეკავების მიზნით, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის პროფილაქტიკისათვის.

კავა ფილტრის ჩადგმის ჩვენებებია: ანამნეზში ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის  ეპიზოდები, ქვემო კიდურების ღრმა ვენების თრომბოზი მოციმციმე არითმიის, გულის იშემიური დაავადების ან გულის უკმარისობის ფონზე, ასევე გულზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ, როგორიცაა: სტენტირება, გულის სარქვლების პროტეზირება, და ა. შ.

კავა ფილტრის იმპლანტაცია არ საჭიროებს ღია ოპერაციულ ჩარევას,  ხორციელდება ენდოვასკულური მეთოდიკის გამოყენებით, თეძოს არტერიიდან შეყვანილი კათეტერის მეშვეობით. კავა ფილტრის ჩადგმა ძირითადად ხორციელდება თირკმლის ვენების შესართავიდან ოდნავ ქვევით.

კავა ფილტრის იმპლანტაციის შემდეგ  არსებობს ინფექციური გართულებების, ალერგიული რეაქციების განვითარებისა და სისხლძარღვის დაზიანების რისკი. გარდა ამისა  შესაძლებელია კავა ფილტრი თვითონ გახდეს სისხლძარღვის დახშობის მიზეზი – დაზიანდეს, დაითრომბოს, მოწყდეს მიმაგრების ადგილს და მოხვდეს გულში, ფილტვის არტერიაში, თუმცა აღნიშნული გართულება ძალზედ იშვიათია.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები


  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.
Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..