სამკურნალოდ კვიპროსში

სამკურნალოდ  კვიპროსში

კვიპროსი – ლეგენდებითა და გამოცანებით სავსე  ქვეყანა , სადაც დაიბადა სიყვარულის ქალღმერთი-აფროდიტე. მიუხედავად იმისა რომ კვიპროსის ისტორია საუკუნეებს ითვლის, დღემდე შემონახულია ძველრომაული ამფითიატრების, ძველბერძნული ტაძრების, უამრავი სამლოცველოსა და ეკლესიის ნაშთები რითაც ერთიანობაში საუცხოო ანტიკური  გარემო იქმნება.  უნდა აღინიშნოს  წარმართული ღმერთებისთვის მიძღვნილი (მაგ. დიონისე- ღვინის ღმერთი, მის საპატივსაცემოდ ადგილობრივები აღნიშნავენ ღვინის დღეს) მრავალი დღესასწაული  და საზეიმო ღონისძიება.

კვიპროსის სპა კურორტები ყოველთვის სარგებლობდნენ   ტურისტებს შორის პოპულარობით, ხოლო მედიცინის განვითარებამ -უახლესი სამედიცინო ტექნიკის დანერგვამ  და მაღალკვალიფიცირებული მედპერსონალი მომსახურეობამ  კიდევ უფრო მეტი პოპულარობა შესძინა კუნძულს. კვიპროსის პოპულარიზების ზრდას  ხელი შეუწყო ასევე ლეგენდამ აფროდიტას შესახებ  და  ამიტომაც კუნძული უფრო მეტად   ვალდებულია ყველა თავის სტუმარს  აჩუქოს სილამაზე და ჯანმრთელობა.

დღესდღეობით უამრავი ტურისტი სტუმრობს კვიპროსის კლინიკებს მკურნალობისა და დასვენებისთვის. მათ ჯანმრთელობის აღდგენაში  ეხმარება  კვიპროსის  სტუმართმოყვარე მზე თუ  ზღვა, ხოლო  ქვეყნის მთავრობამ თავის მხრივ ხელი შეუწყო ამ პროცესს მრავალი სპეციალიზირებული კლინიკის, სანატორიუმისა და სამედიცინო ცენტრის გახსნით, სადაც ტარდება  სრულიად განსხვავებული სამკურნალო პროცედურები.

კვიპროსის თითქმის ყველა   კლინიკის მედპერსონალი ფლობს რუსულ ენას, რუსულენოვან ტურისტებისთვის ენობრივი ბარიერის მოხსნისა და მათთვის უკეთესი სამედიცინო მომსახურეობის შესათავაზებლად. აქ შესაძლებელია გულ-სისხლძარღვთა  სერიოზული დაავადებების მკურნალობა, ესთეტიკური ქირურგიისა და სტომატოლოგიის  დარგში არსებული პათოლოგიების ჩათვლით.

კვიპროსის სუფთა ეკოლოგიური გარემო შესანიშნავი კლიმატის ჩათვლით ხელს უწყობს  უკეთესი მკურნალობის შედეგების მიღწევას რაზეც მეტყველებს პაციენტთა შთაბეჭდილებები.

________________________________________

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..