ქრონიკული ვენური უკმარისობა

ამ გვერდიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ და გამოიწეროთ კომპრესიული (ელასტიკური) წინდები ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”.  იხილეთ ქვემოთ, ამავე ფერის ტექსტები.

ქრონიკული ვენური უკმარისობა სისხლძარღვოვანი სინდრომია, რომელიც ხასიათდება ღრმა ვენების სარქვლების უკმარისობით და ხშირად ვითარდება ღრმა ვენების თრომბოზის გადატანის შემდეგ.

ეტიოლოგია, პათოგენეზი

ღრმა ვენების თრომბოზის შემთხვევაში დროთა განმავლობაში მიმდინარეობს ე.წ. რეკანალიზაცია, თუმცა  ვენები კარგავენ ელასტიკურობას, აღინიშნება ფიბროზული გადაგვარება. დაზიანებული სარქვლები ვეღარ ეწინააღმდეგება  ვენური სისხლის უკუდინებას, რაც განაპირობებს ვენებში წნევის მატებას, იზრდება სისხლძარღვის გამავლობა, ვითარდება  შეშუპება.
ამასთან შეშუპების გამო  აღინიშნება ზეწოლა წვრილ სისხლძარღვებზე და მათი შესაბამისი უბნის იშემია, შედეგად კი წარმოიქმნება ტროფიკული წყლულები –  ქრონიკული ვენური უკმარისობის ერთერთი მთავარი ნიშანი.


♦♦ კომპრესიული წინდები ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონზე” >> Compression Socks 



სიმპტომები, მიმდინარეობა

  • ქვემო კიდურების შეშუპება
  • ტკივილი, რომელიც ძლიერდება ხანგრძლივი დგომისას და სუსტდება მოსვენების პერიოდში
  • წვივის კუნთების კრუნჩხვები ღამის საათებში
  • წვივის ქვედა ნაწილში კანის ჰიპერპიგმენტაცია
  • ლოკალური ანთებითი პროცესი, დერმატიტები
  • ვენების ვარიკოზული გაფართოება
  • ტროფიკული წყლულები, განსაკუთრებით კოჭის მიდამოში

დიაგნოსტიკა

ქრონიკული ვენური უკმარისობის დიაგნოზი ძირითადად ეყრდნობა კლინიკურ სურათსა და ულტრაბგერით კვლევას, კერძოდ კი დუპლექს სკანირება და დოპლეროგრაფია.  კვლევის დამატებით მეთოდებს მიეკუთვნება   რენტგენოკონტრასტული მეთოდი – ფლებოგრაფია, რადიონუკლიდური კვლევა.

მკურნალობა

ქრონიკული ვენური უკმარისობის მკურნალობის მიზანია: ქვემო კიდურის ვენური სისტემის ნორმალური ფუნქციის აღდგენა და მეორადი პროფილაქტიკა.
ქრონიკული ვენური უკმარისობის საზოგადოდ მიღებული მეთოდებია მედიკამენტოზური მკურნალობა, კომპრესიული თერაპია, სკლეროთერაპია და მკურნალობის ქირურგიული მეთოდები – ვარიკოზულად გაგანიერებული ვენების თერმული აბლაცია, ფლებექტომია, ვენების შუნტირება, ვენების დაზიანებული სარქვლის აღდგენა.

 


ქრონიკული ვენური უკმარისობალალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 ქრონიკული ვენური უკმარისობა – სისხლძარღვოვანი სინდრომი, რომელიც ხასიათდება ღრმა ვენების სარქვლების უკმარისობით და ხშირად ვითარდება ღრმა ვენების თრომბოზის გადატანის შემდეგ
⭕️ ღრმა ვენების თრომბოზის შემთხვევაში დროთა განმავლობაში მიმდინარეობს ე.წ. რეკანალიზაცია, თუმცა ვენები კარგავენ ელასტიკურობას, აღინიშნება ფიბროზული გადაგვარება

🔵 დაზიანებული სარქვლები ვეღარ ეწინააღმდეგება ვენური სისხლის უკუდინებას, რაც განაპირობებს ვენებში წნევის მატებას, იზრდება სისხლძარღვის გამავლობა, ვითარდება შეშუპება
🔎 ქრონიკული ვენური შეშუპების დროს აღინიშნება შემდეგი სიმპტომები:
➡ ქვემო კიდურების შეშუპება;
➡ ტკივილი, რომელიც ძლიერდება ხანგრძლივი დგომისას და სუსტდება მოსვენების პერიოდში;
➡ წვივის კუნთების კრუნჩხვები ღამის საათებში;
➡ წვივის ქვედა ნაწილში კანის ჰიპერპიგმენტაცია;
➡ ლოკალური ანთებითი პროცესი, დერმატიტები;
➡ ვენების ვარიკოზული გაფართოება;
➡ ტროფიკული წყლულები, განსაკუთრებით კოჭის მიდამოში
👉 გაიგეთ მეტი ქრონიკულ ვენურ უკმარისობაზე ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან – https://bit.ly/3E1VzPu
#ვენურიუკმარისობა #ქრონიკულივენურიუკმარისობა #ფეხებისტკივილი #ფეხებისსიმძიმე #მოუსვენარიფეხებისსინდრომი #ფეხისკრუნჩხვები #ფეხისსპაზმი #კანისქავილი #ვენებისგაფართოება #ვარიკოზულივენები #ვარიკოზულივენებისგაფართოება #ტროფიკულიწყლულები #ქვემოკიდურებისშეშუპება #დერმატიტი #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ ორთოპედიული საქონელი >>

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები


  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.