წინამდებარე ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევა

წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატის) ულტრაბგერითი კვლევა

წინამდებარე ჯირკვლის ულტრაბგერითი კვლევა წარმოადგენს მამაკაცის სასქესო სფეროს დაავადებების (პროსტატიტი, პოტენციის დარღვევები, ტკივილი შორისის მიდამოში, უნაყოფობა) დიაგნოსტიკის მეთოდს.

წინამდებარე ჯირკვლის ულტრაბგერითი კვლევა უნდა ჩატარდეს ისეთი სიმპტომების  არსებობისას, როგორიცაა გახშირებული შარდვა, შარდვის გაძნელება, შარდის ბუშტის არასრულად დაცლის შეგრძნება,  პოტენციის დაქვეითება. გარდა ამისა წინამდებარე ჯირკვლის ულტრაბგერითი კვლევა ინიშნება იმ შემთხვევაშიც, როდესაც რექტალური გამოკვლევისას ექიმის მიერ  ისინჯება წინამდებარე ჯირკვლის ზომებში მატება ან გამკვრივება.

წინამდებარე ჯირკვლის ულტრაბგერითი კვლევა, როგორც წესი ხორციელდება ტრანსრექტალურად – სწორი ნაწლავის გავლით. ეს მეთოდი შესაძლებლობას იძლევა მოხდეს წინამდებარე ჯირკვლის სტრუქტურის დეტალურად გამოკვლევა. ასევე არსებობს წინამდებარე ჯირკვლის გამოკვლევის მეორე მეთოდიც – ტრანსაბდომინალური ულტრაბგერითი კვლევა, თუმცა აღნიშნული მეთოდი უფრო საორიენტაციოა, რადგანაც არ იძლევა ისეთ მკვეთრ სურათს, როგორსაც ტრანსრექტალური ულტრაბგერითი კვლევა.

წინამდებარე  ჯირკვლის ულტრაბგერითი კვლევის მეშვეობით ფასდება პროსტატის სტრუქტურა, ზომები, სიმკვრივე, ერთგვაროვნება, წარმონაქმნის არსებობა, შესაძლებელია გამოვლინდეს შემდეგი პათოლოგიები:

პროსტატის ადენომა პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია, რომელსაც თან ახლავს წინამდებარე ჯირკვლის ზომებში მატება, რაც ვლინდება ულტრაბგერითი კვლევით, ასევე  შესაძლებელია წინამდებარე  ჯირკვლის ქსოვილში ადენომატოზური კვანძების აღმოჩენა.

წინამდებარე ჯირკვლის კიბოწინამდებარე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე, რომლის დროული გამოვლენის მიზნით აუცილებელია 50 წელს ზევით მამაკაცების ყოველწლიური გამოკვლევა.

პროსტატიტი  – წინამდებარე ჯირკვლის ანთებითი დაავადებაა, რომლის ძირითადი ნიშნებია დისკომფორტი და წვის შეგრძნება შარდვისა და ეაკულაციის დროს, გახშირებული შარდვა და სქესობრივი ფუნქციის დარღვევა. ულტრაბგერითი კვლევით ვლინდება წინამდებარე ჯირკვლის ზომებში მატება და სტრუქტურის ცვლილება.

წინამდებარე ჯირკვლის კისტაწინამდებარე ჯირკვლის პათოლოგია, რომელიც ხასიათდება  წინამდებარე ჯირკვლის ქსოვილში მცირე სითხით სავსე წარმონაქმნის არსებობით, რაც როგორც წესი ვითარდება ქრონიკული პროსტატიტის ფონზე. ულტრაბგერითი კვლევით ისაზღვრება კისტის მდებარეობა და ზომები.

_______________________________________

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com
ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია
ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com
ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

გაფრთხილება

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
..