წინამდებარე ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევა

წინამდებარე ჯირკვლის ულტრაბგერითი კვლევა წარმოადგენს მამაკაცის სასქესო სფეროს დაავადებების (პროსტატიტი, პოტენციის დარღვევები, ტკივილი შორისის მიდამოში, უნაყოფობა) დიაგნოსტიკის მეთოდს. წინამდებარე ჯირკვლის ულტრაბგერითი კვლევა უნდა ჩატარდეს ისეთი სიმპტომების  არსებობისას, როგორიცაა გახშირებული შარდვა, შარდვის გაძნელება, შარდის ბუშტის არასრულად დაცლის შეგრძნება,  პოტენციის დაქვეითება. გარდა ამისა წინამდებარე ჯირკვლის ულტრაბგერითი კვლევა ინიშნება იმ შემთხვევაშიც, როდესაც რექტალური გამოკვლევისას ექიმის მიერ  ისინჯება წინამდებარე ჯირკვლის ზომებში მატება ან გამკვრივება.


საქართველოდან ბევრი მიმართავს უცხოურ კლინიკებს, დიაგნოზის გადასამოწმებლად, კონსულტირებისა და თუ აუცილებელია – სამკურნალოდაც. განსაკუთრებით ხშირია დიაგნოზის გადამოწმება. უცხო ქვეყნების სამედიცინო ინფრასტუქტურაში გარკვევა, კლინიკებისა და ექიმების არჩევა, რომლებიც ყველაზე უკეთ და მისაღებ ფასებში გადაჭრიან თქვენს პრობლემებს, საკმაოდ რთულია. ამაში დაგეხმარებიან სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული ფირმები. შეკითხვები უნდა გააგზავნოთ სპეციალური ფორმიდან. საკონტაქტო ფორმაზე გახვალთ ამ ტექსტზე დაკლიკებით. წერილს მიიღებენ სამედიცინო ტურიზმის წამყვანი ფირმები. პირველი შეკითხვაზე პასუხი უფასოა. ენა ქართული. შეეცადეთ შეკითხვა და თქვენი მდგომარეობა ჩამოაყალიბოთ ზუსტად: რა პრობლემა გაქვთ და რა მოთხოვნები გაქვთ კლინიკის მიმართ.


წინამდებარე ჯირკვლის ულტრაბგერითი კვლევა, როგორც წესი ხორციელდება ტრანსრექტალურად – სწორი ნაწლავის გავლით. ეს მეთოდი შესაძლებლობას იძლევა მოხდეს წინამდებარე ჯირკვლის სტრუქტურის დეტალურად გამოკვლევა. ასევე არსებობს წინამდებარე ჯირკვლის გამოკვლევის მეორე მეთოდიც – ტრანსაბდომინალური ულტრაბგერითი კვლევა, თუმცა აღნიშნული მეთოდი უფრო საორიენტაციოა, რადგანაც არ იძლევა ისეთ მკვეთრ სურათს, როგორსაც ტრანსრექტალური ულტრაბგერითი კვლევა.

წინამდებარე  ჯირკვლის ულტრაბგერითი კვლევის მეშვეობით ფასდება პროსტატის სტრუქტურა, ზომები, სიმკვრივე, ერთგვაროვნება, წარმონაქმნის არსებობა, შესაძლებელია გამოვლინდეს შემდეგი პათოლოგიები:

პროსტატის ადენომა – პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია, რომელსაც თან ახლავს წინამდებარე ჯირკვლის ზომებში მატება, რაც ვლინდება ულტრაბგერითი კვლევით, ასევე  შესაძლებელია წინამდებარე  ჯირკვლის ქსოვილში ადენომატოზური კვანძების აღმოჩენა.

წინამდებარე ჯირკვლის კიბო – წინამდებარე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე, რომლის დროული გამოვლენის მიზნით აუცილებელია 50 წელს ზევით მამაკაცების ყოველწლიური გამოკვლევა.

პროსტატიტი  – წინამდებარე ჯირკვლის ანთებითი დაავადებაა, რომლის ძირითადი ნიშნებია დისკომფორტი და წვის შეგრძნება შარდვისა და ეაკულაციის დროს, გახშირებული შარდვა და სქესობრივი ფუნქციის დარღვევა. ულტრაბგერითი კვლევით ვლინდება წინამდებარე ჯირკვლის ზომებში მატება და სტრუქტურის ცვლილება.

წინამდებარე ჯირკვლის კისტა – წინამდებარე ჯირკვლის პათოლოგია, რომელიც ხასიათდება  წინამდებარე ჯირკვლის ქსოვილში მცირე სითხით სავსე წარმონაქმნის არსებობით, რაც როგორც წესი ვითარდება ქრონიკული პროსტატიტის ფონზე. ულტრაბგერითი კვლევით ისაზღვრება კისტის მდებარეობა და ზომები.  ანალიზები, დიაგნოსტიკა >>


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.