პარანოიდული სინდრომი

პარანოიდული სინდრომი

პარანოიდული სინდრომი – მეტყველებს საკმაოდ ღრმა ფსიქიკური დარღვევის შესახებ, რომელიც მოიცავს სულიური მხრის ყველა სფეროს, რაც ცვლის ავადმყოფის ქცევას. სინდრომი ხასიათდება  ბოდვის დომინირებით, რომელიც მჭირდოდ არის დაკავშირებული სმენით ჰალუცინაციებთან, შფოთვასთან და დათრგუნულ გუნება-განწყობასთან.

დობვა შესაძლებელია განვითარდეს განათების მსგავსად და არ მოითხოვს ფაქტებით დასაბუთებას. როდესაც ავადმყოფს ყველაფერი ირგვლივ ეჩვენება ფარული აზრით აღსავსე (მხოლოდ მისთვის გასაგები), მაშინ საუბარი არის განსაკუთრებული ხასიათის ბოდვაზე.  თუ ავადმყოფს გონია, რომ უცნობი ხალხი ქუჩაში აქცევს მას ყურადღებას,  „მიუთითებენ“ რაღაცაზე, მრავალაზრიანად  გადახედავენ ერთმანეთს, მაშინ საუბარია უფრო ურთიერთობების ბოდვასთან. ბოდვითი იდეების შერწყმა ნებისმიერი ტიპის ჰალუცინაციებთან  წარმოქმნის ხშირად შემხვედრ ჰალუცინატორულ-პარანოიდალურ სინდრომს. პარანოიდალური სინდრომი შესაძლებელია იყოს მწვავეც და ქრონიკულიც. მწვავეს დროს უფრო მეტად არის გამოხატული აფექტური დარღვევები და ნაკლებად  სისტემატიზირებული ბოდვა. პარანოიდალური სინდრომით ვლინდება  მრავალი ფსიქიკური დარღვევა: ალკოჰოლიზმი (ალკოჰოლური პარანოიდი), პრესენილური ფსიქოზები (ინვოლუციური პარანოიდი), ეკზოგენური (ინტოქსიკაციური, ტრავმული პარანოიდი) და ფსიქოგენური დარღვევები (რეაქტიული პანაროიდი), ეპილეფსია (ეპილეპტიური პანაროიდი) და ასე შემდეგ.

ფსიქიკური დაავადებები

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.