პარაონკოლოგიური დერმატოზები

პარაონკოლოგიური დერმატოზები

პარაონკოლოგიური დერმატოზები (სინონიმი: პარანეოპლასტიური დერმატოზები) – კანის დაავადებაა, რომელიც ვითარდება ორგანიზმზე სიმსივნური პროცესის მოქმედებით. უმეტესწილად მათ განვითარებას განაპირობებს შინაგანი ორგანოების ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები და ლეიკოზების სხვადასხვა ფორმები.

პარაონკოლოგიური დერმატოზები ვლინდება სიმსივნური პროცესის ზემოქმედების შედეგად ორგანიზმზე ნივთიერებათა ცვლის, ენდოკრინული, ტოქსიურ-ალერგიული, აუტოიმუნური და სხვა მექანიზმების ზემოქმედებით. პარაონკოლოგიური პროცესები შესაძლოა განვითარდეს ავთვისებიანი პროცესების კლინიკური სიმპტომების გამოვლინებამდე, მათთან ერთად, ან შედარებით მოგვიანებით. პარაონკოლოგიური და დერმატოზებისა და შინაგანი ორგანოების ახალწარმონამნების კავშირის სასარგებლოდ მეტყველებს კანის სიმპტომების ალაგება სიმსივნის ამოკვეთის შემდეგ.

გამოყოფენ პარაონკოლოგიური დერმატოზების ობლიგატურ, ფაკულტატურ და ჭეშმარიტ ფორმებს. ობლიგატურ პარაონკოლოგიურ დერმატოზებს, რომლებიც ძირითადად გვხვდება შინაგანი ორგანოებისა კიბოსა და ლეიკოზების დროს, მიაკუთვნებენ კანის პიგმენტურ დვრილოვან დისტროფიას, გემალას მომრგვალო, უცაბედად განვითარებულ ერითემას, ბაზეკსის ფსორიაზიფორმულ აკროკერატოზს, დერმატომიოზიტს.

კანის პიგმენტური დვრილოვანი დისტროფია ხასიათდება ჰიპერპიგმენტირებული (მორუხო-მოშავო ფერის) დაზიანების კერების განვითარებით, გამოხატული დვრილოვანი წარმონაქმნებით ზედაპირზე. ისინი ლოკალიზდება კანის ჭეშმარიტ ნაოჭებზე (მაგალითად, იღლიები, საზარდული), კისრის გვერდით ზედაპირებზე. აღინიშნება უპირატესად კუჭის, ნაწლავების, კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოს დროს, იშვიათად – ფილტვის კობოს დროს.

გემალას მომრგვალო, უცაბედად განვითარებული ერითემა ხასიათდება მქავანა, ზოლისებური, გირლიანდისმაგვარი ერითემატოზული გამონაყარით, რომელიც მცირედ აქერცვლადია და აქვს ტენდენცია გენერალზაციისკენ. უხშირესად აღინიშნება პირებში, რომელთაც აქვთ ზედა სასუნთქი სისტემის, სარძევე ჯირკვლების, სასქესო ორგანოების კიბო.

ბაზეკის ფსორიაზიფორმული აკროკერატოზი ხასიათდება ლაქოვან-აქერცვლადი, იისფერი შეფერილობის, სიმეტრიულად განლაგებული კერებით თითების, ხელებისა და ტერფების კანზე, ასევე ცხვირზე და ყურის ნიჟარებზე. უპირატესად უვითარდებათ 40 ზელს გადაცილებულ მამაკაცებს, რომელთაც აქვთ საყლაპავის, ხახის, ხორხის, ფილტვების, ნუშურა ჯირკვლების კიბო.

ფაკულტატურ პარაონკოლოგიურ დერმატოზებს მიაკუთვნებენ რგოლისებურ ერითემას, შეძენილ იქთიოზს, შეზენილ ჰიპერტრიქოზს, დიურინგის დაავადებას, ბულოზურ პემფიგოიდს, განგრენოზულ სარტყლისებურ ლიქენს, მრავლობით კერატო აკანტომუის და სხვ.

ჭეშმარიტ პერაონკოლოგიურ დერმატოზებს მიეკუთვნება კანის სხვადასხვა დაავადებები, რომელთაც აქვთ ატოპიური მიმდინარეობა. მაგ, ტორპიდულად მიმდინარე ჭინჭრის ციება, განგრენოზული პიოდერმია, კანის ქავილი, არასპეციფიური ერითროდერმია მიუთითებს შინაგანი ორგანოების კიბოს შესაძლებლობაზე. პარაონკოლოგიური დერმატოზის მქონე პაციენტი აუცილებლად უნდა გაიგზავნოს ონკოლოგიურ გამოკვლევაზე. მკურნალობა მიმართული უნდა იყოს ძირითად დაავადებაზე. ავთვისებიანი ახალწარმონაქმნის წარმატებულ მკურნალობაზე მეტყველებს პარაონკოლოგიური დერმატოზების უკუგანვითარება.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988