შარდის ბუშტის ულტრაბგერითი გამოკვლევა

შარდის ბუშტის ულტრაბგერითი კვლევა საშუალებას იძლევა განისაზღვროს მისი ზომა, ფორმა, მდებარეობა, სტრუქტურის ცვლილებები. ამასთან ერთად შესაძლებელია მისი ფუნქციური მდგომარეობის შესწავლა.

შარდის ბუშტის ულტრაბგერითი კვლევის  ძირითადი ჩვენებებია:

  • შარდის გამოყოფასთან დაკავშირებული ყველა შესაძლო დარღვევები (მაგალითად, გახშირებული შარდვა, შარდში სისხლის არსებობა, შარდის შეკავება)
  • ნორმიდან გადახრა საშარდე სისტემასთან დაკავშირებულ ლაბორატორიული და კლინიკური გამოკვლევებში.

საქართველოდან ბევრი მიმართავს უცხოურ კლინიკებს, დიაგნოზის გადასამოწმებლად, კონსულტირებისა და თუ აუცილებელია – სამკურნალოდაც. განსაკუთრებით ხშირია დიაგნოზის გადამოწმება. უცხო ქვეყნების სამედიცინო ინფრასტუქტურაში გარკვევა, კლინიკებისა და ექიმების არჩევა, რომლებიც ყველაზე უკეთ და მისაღებ ფასებში გადაჭრიან თქვენს პრობლემებს, საკმაოდ რთულია. ამაში დაგეხმარებიან სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული ფირმები. შეკითხვები უნდა გააგზავნოთ სპეციალური ფორმიდან. საკონტაქტო ფორმაზე გახვალთ ამ ტექსტზე დაკლიკებით. წერილს მიიღებენ სამედიცინო ტურიზმის წამყვანი ფირმები. პირველი შეკითხვაზე პასუხი უფასოა. ენა ქართული. შეეცადეთ შეკითხვა და თქვენი მდგომარეობა ჩამოაყალიბოთ ზუსტად: რა პრობლემა გაქვთ და რა მოთხოვნები გაქვთ კლინიკის მიმართ.


შარდის ბუშტის ულტრაბგერითი კვლევით შესაძლებელია გამოვლინდეს შემდეგი პათოლოგიები:

  • შარდის ბუშტში ქვების არსებობა, მისი ზომა და შემადგენლობა
  • სიმსივნის არსებობა, მისი ზომებისა და ბუნების დადგენა
  • შარდის ბუშტში უცხო სხეული
  • შარდსაწვეთში  შარდის პასაჟის დარღვევა
  • შარდის ბუშტის კედლის დივერტიკულოზი
  • ანთებითი პროცესის არსებობა

შარდის ბუშტის ულტრაბგერითი კვლევის ჩატარების აუცილებელი წინა პირობაა დიდი რაოდენობით სითხის მიღება და გადავსება. გამოკვლევა ტარდება ტრანსაბდომინალური მეთოდით, ულტრაბგერითი გადამწოდის მუცლის წინა კედელზე მოთავსებით. ასევე გამოიყენება გამოკვლევის ტრანსრექტალური მეთოდი, სწორ ნაწლავში  გადამწოდის მოთავსებით.  ანალიზები, დიაგნოსტიკა >>


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.