პერიორალური დერმატიტი

პერიორალური დერმატიტი

პერიორალური დერმატიტი (როზაცეასმაგვარი დერმატიტი) – სახის კანის თავისებური დერმატიტია, რომელიც უპირატესად ვითარდება პირის ირგვლივ და მოიცავს ცხვირ-ტუჩის ნაოჭს, ნიკაპს, იშვიათად – ცხვირის კანს და ქუთუთუებს (არ ზიანდება კანის წვრილი ზოლი, რომელიც ეხება ტუჩის წითელ ზოლს).

პათოლოგიის სხვა სახელწოდებები, რომელსაც შეიძლება შევხვდეთ ლიტერატურაში: პერიორალური დერმატიტი ანუ სტიუარდესების დაავადება. მხოლოდ ბოლო წლებში დაუკვირდნენ, რომ არსებობს დერმატიტის განსაკუთრებული სახეობა, რომელიც მხოლოდ ქალებს ემართებათ.

რა იწვევს სახის როზაცეასმაგვარი დერმატიტის პროვოცირებას?

თავდაპირველად დაავადება ცნობილი იყო დერმატოლოგებს შორის, როგორც სტიუარდესების დერმატიტი. აღნიშნული ჯგუფის ქალებისათვის ამ დაავადების განვითარება დაკავშირებული იყო ხშირად და დიდი რაოდენობით კოსმეტიკის გამოყენებასთან. დაავადება პტაქტიკულად არასოდეს ვითარდება როგორც ალერგიული რეაქცია სამკურნალო პრეპარატებზე. ხშირად ასეთ პაციენტებს აქვთ მომატებული მგრძნობელობა ციტრუსებზე, ზოგიერთი სახის კბილის პასტაზე, სარეცხ საშუალებებზე, საპონსა და კოსმეტიკურ ნაწარმზე.

პათოგენეზი. რა ხდება სახის როზაცეასმაგვარი დერმატიტის დროს?

დერმატიტის ამ ფორმის დროს დაზიანების კერები განლაგდება განსაზღვრულ ადგილებში: პირის გარშემო, ცხვირ ტუჩის ნაოჭთან, ნიკაპის მიდამოში, ლოყებზე, ცხვირის წვერზე, შუბლზე და იშვიათ შემთხვევებში ქვედა ქუთუთოს მიდამოში. პათოლოგიური გამონაყარის ნიშნები ამ დროს საკმარისად თავისებურია: ერთის მხრივ მოგვაგონებს დერმატიტს, ხოლო მეორეს მხრივ – როზაცეას.

სახის კანზე ისინი ყოველთვის განლაგებულია სიმეტრიულად მარჯვენა და მარცხენა ნახევრებზე. უხშირესად ესაა საშუალო ზომის კვანძები, რომელსაც აქვს კანის ზედაპირის სიმაღლეზე განლაგებული ნახევარსფეროების ფორმა. გამონაყარი ელემენტის ცენტრში ჩნდება პატარა ზომის ჩირქოვანი თავი. ზოგჯერ ელემენტები განლაგდება გაწითლებული კანის უბანზე, ყოველთვის რამოდენიმეა და  მიდრეკილნი არიან შეჯგუფებისაკენ, თუმცა ერთმანეთს არასოდეს არ ერწყმიან. შეხორცების შემდეგ კვანძების ზემოთ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს აქერცვლას.

პაციენტი ამ დროს არ განიცდის არანაირ სუბიექტურ შეგრძნებებს და ექიმთან მისვლისასაც არ აქვს ჩივილები. დაავადების ყველა ნიშნალი ვითარდება საკმაოდ სწრაფად და გამოჯანმრთელების შემდეგ ხშირია განმეორებითი შემთხვევების არსებობა.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988