პიგმენტაციის დარღვევები

პიგმენტაციის დარღვევები

კანის ნორმალური პიგმენტაციის ფორმირებას ახორციელებს დერმისა და ეპიდერმისის 4 პიგმენტი. ესენია:

  1. ოქსიგენირებული (წითელი) ჰემოგლობინი არტერიებსა და კაპილარებში;
  2. დეოქსიგენირებული ჰემოგლობინი (ცისფერი) ვენულებში;
  3. კაროტინოიდები, ყვითელი პროდუქტების არასრული მეტაბოლიზმის პროდუქტები (ყვითელი);
  4. ეპიდერმული მელანინი.

ჩამოთვლილ პიგმენტებს შორის მელანინი ყველაზე დიდი ხარისხით განაპირობებს კანის შეფერილობის ფორმირებას მელანინის სინთეზის და რაოდენობის გზით, განლაგებულია რა კანში არსებულ მელანოციტებსა და კერატინოციტებში. ღია ფერის კანის მქონე ადამიანებისათვის დამახასიათებელია ღია-ყავისფერი მელანინი (ფეომელანინი) და მისი რაოდენობა უმნიშვნელოა მელანოციტ კერატინოციტებში. მექკანიანებში კი პირიქითაა, მათ აქვთ მუქი-ყავისფერი მელანინი – ეუმელანინი, რომელიც დიდი რაოდენობითაა მელანოციტებსა და კერატინოციტებში. კანის მთლიანი შეფერილობა დამოკიდებულია ღია და მუქი მელანინის თანაფარდობაზე.

ადამიანების უმეტესობას ცხოვრების განმავლობაში აქვთ ხოლმე პიგმენტაციის დარღვევები. საბედნიეროდ, ასეთი დარღვევების დიდი ნაწილი კეთილთვისებიანია, შეზღუდულია და უკუქცევადი. მაგალითად, პიგმენტაცის დარღვევის ყველაზე ხშირი ფორმა გვხვდება ხოლმე ანთებითი დერმატოზების შემდეგ ჰიპერ- ან ჰიპოპიგმენტაციის სახით და არსებობს რამოდენიმე თვის განმავლობაში.

გამოყოფენ პიგმენტაციის დარღვევის ორ ძირითად ფორმას:

  1. ლეიკოდერმა;
  2. მელანოდერმა.

ლეიკოდერმის დროს აღინიშნება ნორმალურ კანთან შედარებით ღია ფერის კანის უბნები, ხოლო მელანოდერმის დროს – შედარებით მუქი. გარდა ამისა, პიგმენტაციის დარღვევები იყოფა მათი მექანიზმისა და განვითარების მიხედვით: მელანოციტების დაზიანება ან მათი შემცველობის დარღვევა კანში.

პიგმენტური დარღვევების დიაგნოსტიკაშ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ანამნეზის საგულდაგულო შეკრება.. აუცილებელია განისაზღვროს დაავადების დასაწყისი (დაბადებიდან გამოვლინდა, ბავშვობაში თუ მოგვიანებით), ოჯახური ანამნეზი, ისეთი ფაქტორების ზემოქმედება, როგორიცაა შინაგანი ორგანოების პათოლოგიები, მედიკამენტების მიღება, ქიმიური და პროფესიონალური აგენტების ზემოქმედება, მზის სხივები, მაიონიზებელი რადიაცია. კანის გამოკვლევისას აუცილებელია შეფასდეს დაიზნების კერების ლოკალიზაცია, ფერი და მოხაზულობა. ფერი გვეხმარება განისაზღვროს სპეციფიური დაავადებების ჯგუფი (ანესთეზიური ლეიკოდერმის დროს შესაძლაო ეჭვი მივიტანოთ კეთრზე). ზოგჯერ ინფორმატიულია კერის მოხაზულობა (ფორმა). ხაზოვანი კერები (ხშირად ტრავმის ადგილას) გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ ვიტილიგო, ფოთლისებური ფორმა – ტუბეროსკლეროზი. ასევე მნიშვნელობა ენიჭება პიგმენტური დარღვევების ლოკალიზაციას. ზემო და ქვემო კიდურების სიმეტრიული დაზიანება ახასიათებს ვიტილიგოს. პირისირგვლივი, ხელის გულებისა და იღლიების მიდამოს ჰიპოპიგმენტაცია დაკავშირებულია ადისონის დაავადებასთან. დიაგნოსტიკის დროს გამოიყენება ასევე ვუდის ლამფა, კანის ბიოფსია, რომლის საშუალებითაც განისაზღვრება ეპიდერმალური მელანოცითების რაოდენობა, ლოკალიზაცია და ეპიდერმული და დერმული პიგმენტაციის გავრცელება. ვუდის ლამფას აქვს დასხივების ვიწრო სპექტრი სინათლის გრძელტალღიანი ულტრაიისფერიდან მოკლეტალღიან ხილულ სპექტრამდე. განათების დროს ჰიპოპიგმენტური უბნები ხდება მეტად ღია, დეპიგმენტირებული – თეთრი ფერის, ეპიდერმული ჰიპოპიგმენტაცია ხდება უფრო მუქი, ხოლო დერმალური – შეუცვლელია.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..