პიოალერგიდები

პიოალერგიდები

რა არის პიოალერგიდები?

პიოალერგიდებს უწოდებენ კანის ალერგიული ხასიათის მეორად დაავადებებს, რომლებიც ვითარდება ძალიან ხანგრძლივად მიმდინარე ღრმა პიოდერმიებისას.

რა იწვევს პიოალერგიდების პროვოცირებას?

პიოალერგიდები ანალოგიურია ტუბერკულოიდების, მიკიდების და სხვა მეორეული გამონაყარისა. ვითარდება კოკური ფლორის შესაძლებლობის შედეგად, აწიოს ორგანიზმის ალერგიული განწყობა. ფიოალერგიდების განვითარებას ხელს უწყობს გამღიზიანებელი საშუალებებით არასწორი გარეგანი მკურნალობა, იმუნობიოლოგიური პრეპარატების შეყვანა, თანმხლები დაავადებები.

პიოალერგიდების სიმპტომები:

პიოალერგიდები გამოვლინდება უცაბედად წითელი აქერცვლადი ლაქების, პაპულოვეზიკულების, პუსტულების სახით. ყველა ეს ელემენტი კანზე განლაგებულია სიმეტრიულად ტანსა და კიდურებზე. შესაძლოა განვითარდეს მკვრივი ბუშტუკები ხელისა და ფეხისგულებზე. პიოალერგიდების გამონაყარის გაჩენამდე ხდება ტემპერატურის მატება 38°С, პაციენტს აწუხებს თავის ტკივილი, სისუსტე, ტეხვა. გამონაყარის მიდამოში არის ქავილის შეგრძნება. გამონაყარს აქვს უნარი მოიცვას კანის დიდი მონაკვეთი. დაავადება მიმდინარეობს 1-2 კვირა.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988