ღვიძლის ულტრაბგერითი გამოკვლევა

ღვიძლის  ულტრაბგერითი გამოკვლევა  წარმოადგენს საკმაოდ ინფორმატიულ დიაგნოსტიკურ მეთოდს და ამასთან  სავსებით უსაფრთხოა და უმტკივნეულოა პაციენტისათვის.  ღვიძლის  ულტრაბგერითი გამოკვლევა საშუალებას იძლევა შეფასდეს მისი ფუნქცია, აღმოვაჩინოთ ცვლილებები როგორც ღვიძლში, ისე ნაღვლის ბუშტში.  ღვიძლის  ულტრაბგერითი გამოკვლევისას განსაკუთრებული ყურადღება  ექცევა ღვიძლის  სტრუქტურის ერთგვაროვნებას, ღვიძლის  ცალკეული წილების ზომას, ნაღვლის გამომყოფი გზებისა და მსხვილი სისხლძარღვების ზომასა და დიამეტრს.


საქართველოდან ბევრი მიმართავს უცხოურ კლინიკებს, დიაგნოზის გადასამოწმებლად, კონსულტირებისა და თუ აუცილებელია – სამკურნალოდაც. განსაკუთრებით ხშირია დიაგნოზის გადამოწმება. უცხო ქვეყნების სამედიცინო ინფრასტუქტურაში გარკვევა, კლინიკებისა და ექიმების არჩევა, რომლებიც ყველაზე უკეთ და მისაღებ ფასებში გადაჭრიან თქვენს პრობლემებს, საკმაოდ რთულია. ამაში დაგეხმარებიან სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული ფირმები. შეკითხვები უნდა გააგზავნოთ სპეციალური ფორმიდან. საკონტაქტო ფორმაზე გახვალთ ამ ტექსტზე დაკლიკებით. წერილს მიიღებენ სამედიცინო ტურიზმის წამყვანი ფირმები. პირველი შეკითხვაზე პასუხი უფასოა. ენა ქართული. შეეცადეთ შეკითხვა და თქვენი მდგომარეობა ჩამოაყალიბოთ ზუსტად: რა პრობლემა გაქვთ და რა მოთხოვნები გაქვთ კლინიკის მიმართ.


ღვიძლის  ულტრაბგერითი გამოკვლევა  უნდა ჩატარდეს:

  • ღვიძლის  ნებისმიერ ახალწარმონაქმნზე (ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი) ეჭვის მიტანისას კვლევის სხვა მეთოდების მონაცემებით
  • მუცლის ღრუს ტრავმების დროს
  • ღვიძლის  პარაზიტებზე და  აბსცესზე ეჭვის მიტანისას
  • გინეკოლოგიური დაავადებებისა და ჰორმონული კონტრაცეფციის საშუალებების შერჩევის დროს
  • მეტასტაზების ლოკალიზაციისა და რაოდენობის დიაგნოსტიკისათვის
  • პერიოდული პროფილაქტიკური შემოწმების მიზნით
  • და სხვა

ღვიძლის  ულტრაბგერითი გამოკვლევისათვის მომზადება

ღვიძლის ულტრაბგერითი გამოკვლევა უნდა ჩატარდეს დილით უზმოზე ან დღის მეორე ნახევარში 6-10 საათიანი შიმშილის შემდეგ. გადაუდებელი მდგომარეობების დროს შესაძლებელია ჩატარდეს ნებისმიერ დროს წინასწარი მომზადების გარეშე.

გარდა ამისა  ულტრაბგერითი გამოკვლევისათვის  ხელის შემშლელ ფაქტორს წარმოადგენს ნაწლავებში აირების დაგროვება, რის გამოც რეკომენდებულია კვლევის ჩატარებამდე რამდენიმე დღე სათანადო დიეტის დაცვა:  შეიზღუდოს უჯრედისით მდიდარი საკვები და აირების წარმოქმნის ხელშემწყობი პროდუქტები (ახალი ხილი და ბოსტნეული, გაზირებული სასმელები და სხვა).

ღვიძლის  ულტრაბგერითი გამოკვლევა  სიძნელეს წარმოადგენს პირებში გაცხიმოვნების მაღალი დონით. ასეთ შემთხვევაში კვლევამდე  რეკომენდებულია გამწმენდი ოყნა.

ღვიძლის  ულტრაბგერითი გამოკვლევით  შეიძლება გამოვლინდეს:

  • ქრონიკული და მწვავე ჰეპატიტი
  • მეტასტაზები  ონკოლოგიური დაავადებების დროს
  • კისტოზური წარმონაქმნები და კისტები
  • ღვიძლის  ციროზი
  • ჰემანგიომები
  • ღვიძლში კალციუმის ჩანართები
  • ბად -კიარის სინდრომი
  • პორტული ჰიპერტენზია
  • ჰეპატომა
  • სტეატოზი
  • და სხვა.

ღვიძლის  ულტრაბგერითი გამოკვლევის დიაგნოსტიკური ღირებულება საკმაოდ მაღალია, რის გამოც ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს დიაგნოსტიკაში და შემდგომი მკურნალობის მიმდინარეობის განსაზღვრაში.  ანალიზები, დიაგნოსტიკა >>


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.