პომფოლიქსი

პომფოლიქსი

ტერმინი „პომფოლიქსი“ (ბერძ. „ბუშტი“) აღნიშნავს დერმატიტს, რომელიც შეადგენს ხელის მტევნების დაზიანებათა 20%-ს. არსებობს ასევე ტერმინი „დისჰიდროზული ეგზემა“ (ანუ დისჰიდროზული დერმატიტი, რომელიც დაკავშირებულია საოფლე ჯირკვლების მომატებულ აქტივობასთან, რომლის წინასწარგანწყობაც არაა დაზუსტებული. ზოგიერთი ავტორი არ ცნობს ტერმინ „პომფოლიქსს“ და მის მაგივრად გამოიყენებენ დასახელებას „ხელის და ფეხისგულების ეპიზოდური ვეზიკულობულოზური ეგზემა“ ანუ „მტევნებისა და ტერფების ეგზემა“.

ტერმინი „მტევნების დერმატიტი“ გამოიყენება მტევნების დაზიანების აღსანიშნავად, რომელიც ვითარდება გამღიზიანებელი აგენტების, ალერგენების, ინფექციის ზემოქმედების შედეგად ატოპიური დერმატიტისას.

პომფოლიქსი გამოვლინდება ღრმად განლაგებული ვეზიკულებით, რომელიც მოგვაგონებს კრუპს. 80% შემთხვევებში ზიანდება თითების ორივე გვერდითი ზედაპირი; 10% შემთხვევაში პროცესში ჩაერთვება ფეხის გულებიც, ხოლო 10%-ში კი – დაავადება გამოვლინდება მხოლოდ ფეხის გულების დაზიანებით. გამონაყარის განვითარებას არც თუ იშვიათად თან ახლავს ტემპერატურის მატება, წვის და ჩხვლეტის შეგრძნება. ერითემა იშვიათად გვხვდება.

პომფოლიქსი შესაძლოა იყოს ატოპიური დერმატიტის, ნუმულარული, კონტაქტური დერმატიტის, მეტალებზე ალერგიული რეაქციის გამოვლინება (განსაკუთრებით ნიკელზე), ასევე ინფექციაზე. ემოციონალური სტრესი ზოგჯერ ამწვავებს დაავადების მიმდინარეობას, თომცა არაა მისი უშუალო გამომწვევი მიზეზი.

დერმატოზების „აფეთქებები“ სპონტანურად უკუგანვითარდება 1-3 კვირაში. მიუხედევად ამისა, მიზანშეწონილია სამკურნალო ღონისძიებების ჩატარება. ამისათვის გამოიყენება ალუმინის სუბაცეტატის (ბუროვის სითხე) საფენები, როგორც დამარბილებელი საშუალება.

მსხვილ ბუშტუკებს ადრენირებენ, ხოლო მეორადი ინფექციისას ნაჩვენებია ანტიბიოტიკოთერაპია. ძლიერი კორტიკოსტეროიდები (მათ შორის ოკლუზიური სახვევების სახით) ინიშნება მხოლოდ დერმატოზების მწვავე მიმდინარეობისას. იშვიათ შემთხვევებში რეკომენდებულია კორტიკოსტეროიდების პერორალური მიღება.

ალუმინის ქლორიდი (Drysol) ნაჩვენებია იმ შემთხვევაში, როდესაც აღინიშნება დაავადების გამწვავება გაძლიერებული ოფლდენით. დერმატოზების გაუარესება სტრესების ფონზე მეტყველებს დასვენებისა და სედატიური საშუალებების მიღების აუცილებლობაზე.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988