პროფესიული დერმატოზები

პროფესიონალური დერმატოზები

პროფესიონალური დერმატოზები კანის დაავადებაა, რომელიც განპირობებულია სხვადასხვა საწარმოო მავნე ნივთიერების ზემოქმედებით. კანის პათოლოგიებს შორის შეადგენს 1%-ზე ნაკლებს, სხვადასხვა ორგანოთა და სისტემების პროფესიონალურ დაავადებებს შორის – 35%-ს. პროფესიონალური დერმატოზები უნდა გავარჩიოთ პროფესიული მაგალითებისგან (სტიგმა), რომელიც გამოვლინდება ფიზიოლოგიური რეაქციის შედეგად მავნე ნივთიერებების ზემოქმედებით და არ უქმნის პაციენტს დაბრკოლებებს სამუშაოს შესრულებაში. მათ მიეკუთვნებათ: კანის მაზოლები, ნაწიბურები, პიგმენტაციის ცვლილებები და სხვ. გარდა ამისა, აუცილებელია მოვახდინოთ მათი დიფერენცირება კანის არაპროფესიონალური დაავადებებისაგან (მაგალითად, ნეიროდერმიტი, პიოდერმა, ტერფის მიკოზები), რომელიც მწვავდება საწარმოო ფაქტორების ზემოქმედებისას.

პროფესიონალური დერმატოზების კლასიფიკაცია ხდება ეტიოლოგიური პინციპების მიხედვით. ამასთან დაკავშირებით გამოყოფენ შემდეგ ჯგუფებს.

პროფესიონალური დერმატოზები, რომელიც გამოწვეულია ქიმიური ფაქტორებით: ობლიგატური გამღიზიანებლები (მჟავეები, ტუტეები, მძიმე და ტუტე მეტალთა მარილები) – ქიმიური დამწვრობები I, II და III ხარისხის, ფაკულტატური პირველადი გამღიზიანებლები (ორგანული გამხსნელები, საზეთი საშუალებები, ნავთობის გადამუშავებული პროდუქტები, ქვანახშირი) – ეპიდერმიტები, მარტივი კონტაქტური დერმატიტები, ცხიმოვანი ფოლიკულიტები, კანის და ლორწოვანი გარსების დაწყლულება, ჰიპერკერატოზები და კანის კიბო, ტოქსიური მელანოდერმია, ონიქია და პარონიქია; სენსიბილიზატორები (საწარმოო ალერგენები, მაგალითად პოლიმერები, სამკურნალო საშუალებები, ქრომი, ნიკელი, კობალტი და სხვა მეტალები, ასევე ფორმალინი, სკიპიდარი, პესტიცინები და სხვ) – ალერგიული დერმატიტები, ეგზემა, ტოქსიდერმია, ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება, ფოტოდინამიური ნაერთები (საშუალო და მძიმე ნახშირწყალბადები) – ფოტოდერმატოზები.

ნფექციური ეტიოლოგიის ფროფესიონალური დერმატოზები – ერიზიპელოიდი, მიკოზები (მაგალითად, ზოოანთროპონოზული ტრიქოფიტია, კანდიდომიკოზი) და სხვ.

პროფესიონალური დერმატოზები, რომლებიც გამოწვეულია ფიზიკური ფაქტორების ზემოქმედებით: მექანიკური (მაზოლები, ნახეთქები და სხვ.), თერმული (მაგალითად, თერმული დამწვრობები, მოყინვა), მაიონებელი დასხივება (კანის სხივური დაზიანება), ელექტრული დენი (ელექტროტრავმა).

პროფესიული დერმატოზები, რომელიც განპირობებულია მტვრის ფაქტორებით (არაორგანული და ორგანული ტრავმა, შუშაბოჭკოვანი, აზბესტი), – დერმატოკონიოზი, აზბესტი.

დიაგნოზის დასმისას ითვალისწინებენ შემდეგს: მონაცემები პროფესიულ მავნე ნივთიერებებთან კონტაქტის შესახებ, დერმატოზის კლინიკურად გამოვლინების ვადები (პირველ რიგში კი დაზიანების კერების ლოკალიზაცია გამღიზიანებელ ნივთიერებებთან კონტაქტის ადგილებში), ისეთ საწარმოში მუშაობის დაწყება და დაზიანების გამოვლენა, სადაც არის პროფესიული მავნე ნივთიერებები. სამუშაოზე დროებითი შესვენებების დროს რემისიების არსებობა. საწარმოო გამღიზიანებლებთან კონტაქტის გამორიცხვა, კანის დაავადების მასიური გამოვლინება ერთსა და იმავე საწარმოში, თანდართული პროფესიული სტიგმის არსებობა, დამატებითი კვლევების შედეგები (კანის სინჯი, იმუნოლოგოური რეაქციები, კანის рН განსაზღვრა, კანის პათოლოგიური ნიმუშის ბაქტერიოსკოპია და სხვ.).

მკურნალობა ატარებს დერმატოლოგი და პროფპათოლოგი. დაავადების მკურნალობის პრონციპი ისეთივეა, როგორც არაპროფესიონალური დერმატოზების მკურნალობისა. გარდა ამისა, აუცილებელია კონტაქტის შეწყვეტა იმ საწარმოო ტრავმებთან, რომელიც იწვევს აღნიშნულ პროფესიულ დერმატოზს (მაგალითად, სხვა სახის სამუშაოზე გადასვლა).

პროფილაქტიკა მოიცავს ტექნოლოგიურ ღონსძიებებს (მვანე ნივთიერებებთან კონტაქტის შემცირებას ჰერმეტიზაციის გზით, საწარმოო პროცესების მექანიზაცია და ავტომატიზაცია, ტოქსიური ნივთიერებების შეცვლა და სხვ.); სანიტარულ ტექნიკურს (ეფექტური ვენტილაციის მოწყობილობა, საშხაპეების განთავსება, ცხელი წყლით უზრუნველყოფა, საწარმოოს ჰაერის სისტემატიური კონტროლი ტოქსიური ნივთიერებების შემცველობაზე, ინდივიდუალური სათავსოების არსებობა სამოსისა და სპეცტანსაცმლისათვის და სხვ.) და სანიტარულ-ჰიგიენური ზომების მიღება (საწარმოს დალაგება, საჰაერო სისტემების დანაგვიანებას, დამტვრიანებასა და ჰაერის დაბინძურებასთან ბრძოლა, სპეცტანისამოსის რეცხვა და რემონტი, მომუშავე პერსონალის უზრუნველყოფა საპნით, პირსახოცითა და მოვლის საშუალებებით), კანისა და ლორწოვანი გარსების მოვლის ინდივიდუალური საშუალებებით სარგებლობა (შესაბამისი ტანისამოსი და ფეხსაცმელი, რესპირატორები, დამზაცი მალამოები და პასტები, დასაბანი საშუალებები, მცირე ზომის ტრავმების დროული დამუშავება, ხელებისა და კანის სათანადო დამუშავება სამუშაოს შემდეგ). პროფესიული დერმატოზების პროფილაქტიკაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება წინასწარ და პერიოდულ სამედიცინო შემოწმებას, ასევე დისპანსერიზაციას.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..