ტრანსეზოფაგული ექოკარდიოგრაფია

ტრანსეზოფაგული  ექოკარდიოგრაფია ექოკარდიოგრაფიის ალტერნატივას წარმოადგენს, რომლის დროსაც გადამცემი თავსდება საყლაპავში, რის გამოც უფრო ახლოს მდებარეობს აორტასა და გულის  სტრუქტურებთან. ისეთი ხელის შემშლელი ფაქტორების არ არსებობის გამო, როგორიცაა დამატებითი ანატომიური სტრუქტურები და ჰაერით გადაბერილი სივრცეები, შესაძლებელი ხდება უფრო დეტალური და მკაფიო გამოსახულების მიღება.


საქართველოდან ბევრი მიმართავს უცხოურ კლინიკებს, დიაგნოზის გადასამოწმებლად, კონსულტირებისა და თუ აუცილებელია – სამკურნალოდაც. განსაკუთრებით ხშირია დიაგნოზის გადამოწმება. უცხო ქვეყნების სამედიცინო ინფრასტუქტურაში გარკვევა, კლინიკებისა და ექიმების არჩევა, რომლებიც ყველაზე უკეთ და მისაღებ ფასებში გადაჭრიან თქვენს პრობლემებს, საკმაოდ რთულია. ამაში დაგეხმარებიან სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული ფირმები. შეკითხვები უნდა გააგზავნოთ სპეციალური ფორმიდან. საკონტაქტო ფორმაზე გახვალთ ამ ტექსტზე დაკლიკებით. წერილს მიიღებენ სამედიცინო ტურიზმის წამყვანი ფირმები. პირველი შეკითხვაზე პასუხი უფასოა. ენა ქართული. შეეცადეთ შეკითხვა და თქვენი მდგომარეობა ჩამოაყალიბოთ ზუსტად: რა პრობლემა გაქვთ და რა მოთხოვნები გაქვთ კლინიკის მიმართ.


ტრანსეზოფაგული ექოკარდიოგრაფიის უპირატესობები

ტრანსეზოფაგული  ექოკარდიოგრაფიისას  შესაძლებელია გაირჩეს ისეთი სტრუქტურები, რომლებიც არ ვლინდება ტრანსთორაკალური ექოკარდიოგრაფიის დროს, მიიღება აორტის, ფილტვის არტერიის, გულის  სარქვლების, წინაგულების, ძგიდისა და კორონალური არტერიების უფრო მკაფიო გამოსახულება. ასევე მაღალი მგრძნობელობით გამოირჩევა მარცხენა წინაგულში თრომბების არსებობის მიმართ.

ტრანსეზოფაგული ექოკარდიოგრაფიის ნაკლოვანებები

  • აუცილებელია პაციენტის მშიერ დგომარეობაში გამოკვლევა
  • მოითხოვს სამედიცინო პერსონალის რამდენიმე კაციან ჯგუფს
  • საჭიროებს უფრო მეტ დროს ტრანსთორაკალურ ექოკარდიოგრაფიისთან  შედარებით
  • დისკომფორტს უქმნის  პაციენტს
  • შესაძლოა საჭირო გახდეს სედაცია ან ზოგადი ანესთეზია
  • არსებობს პროცედურასთან დაკავშირებული გარკვეული რისკი საყლაპავის პერფორაცია  – 1:10 000 და მედიკამენტებზე გვერდითი რეაქცია)

ტრანსეზოფაგული  ექოკარდიოგრაფიის კლინიკური გამოყენება

გარდა ამბულატორიული და სტაციონარული პირობებისა ტრანსეზოფაგული ექოკარდიოგრაფია გამოიყენება ანესთეზიოლოგების მიერ პერიოპერაციულ პერიოდში მდგომარეობის შეფასებისათვის, დიაგნოსტირებისა და მკურნალობისათვის. ყველაზე ხშირად გამოიყენება ღია გულზე პროცედურებისათვის, ასევე შეიძლება ჩატარდეს ნებისმიერი ოპერაციის დროს, თუ პაციენტის მდგომარეობა ამას საჭიროებს.

ტრანსეზოფაგული  ექოკარდიოგრაფიის უკუჩვენებები და გართულებები

ტრანსეზოფაგული ექოკარდიოგრაფია უკუნაჩვენებია სახის მასიური ტრავმის, ხერხემლის არასტაბილური კისრის ნაწილის, საყლაპავის კიბოს, მისი სტრიქტურის ან მემბრანული (კანდიდოზური)  ეზოფაგიტის დროს. ტრანსეზოფაგული  ექოკარდიოგრაფიის დროს იშვიათად შეიძლება განვითარდეს სიცოცხლისათვის საშიში გართულებები, როგორიცაა სასუნთქი სისტემის მხრივ – ლარინგოსპაზმი, ბრონქოსპაზმი, ჰიპოქსია, კარდიოვასკულური სისტემის მხრივ  – ტაქი- და ბრადიარითმიები, სტენოკარდია, გარდამავალი არტერიული წნევის ცვლილებები (ჰიპო-ან ჰიპერტენზია) და ასევე ფარინგეალური სისხლდენა, ბაქტერიემია.    ანალიზები, დიაგნოსტიკა >>


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.