სისხლძარღვების დუპლექს სკანირება

დუპლექს სკანირება კვლევის ორმაგ მეთოდს წარმოადგენს, რომლის დროსაც ხდება სისხლძარღვების როგორც  ტრადიციული ექოსკოპიური, ასევე ულტრაბგერითი გამოკვლევა დოპლერის ეფექტით. სისხლძარღვების დუპლექს სკანირება  საშუალებას იძლევა ერთდროულად მოხდეს სისხლძარღვის სტრუქტურის შეფასება  და მასში სისხლის ნაკადის მიმართულებისა და სიჩქარის განსაზღვრა.


საქართველოდან ბევრი მიმართავს უცხოურ კლინიკებს, დიაგნოზის გადასამოწმებლად, კონსულტირებისა და თუ აუცილებელია – სამკურნალოდაც. განსაკუთრებით ხშირია დიაგნოზის გადამოწმება. უცხო ქვეყნების სამედიცინო ინფრასტუქტურაში გარკვევა, კლინიკებისა და ექიმების არჩევა, რომლებიც ყველაზე უკეთ და მისაღებ ფასებში გადაჭრიან თქვენს პრობლემებს, საკმაოდ რთულია. ამაში დაგეხმარებიან სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული ფირმები. შეკითხვები უნდა გააგზავნოთ სპეციალური ფორმიდან. საკონტაქტო ფორმაზე გახვალთ ამ ტექსტზე დაკლიკებით. წერილს მიიღებენ სამედიცინო ტურიზმის წამყვანი ფირმები. პირველი შეკითხვაზე პასუხი უფასოა. ენა ქართული. შეეცადეთ შეკითხვა და თქვენი მდგომარეობა ჩამოაყალიბოთ ზუსტად: რა პრობლემა გაქვთ და რა მოთხოვნები გაქვთ კლინიკის მიმართ.


დოპლეროგრაფიის მეშვეობით ისაზღვრება სისხლის ნაკადის ცვლილებები, რაც თავის მხრივ დაკავშირებული შეიძლება იყოს სისხლძარღვების სპაზმთან, სტენოზთან, თრომბოზთან. ვლინდება სისხლძარღვოვანი ანომალიები, ათეროსკლეროზული ბალთების არსებობა, სისხლძარღვის დაზიანების ხარისხი, ხდება კოლატერალური სისხლის მიმოქცევის ეფექტურობის შეფასება.

ღრმა ვენების დოპლეროგრაფია საშუალებას იძლევა განისაზღვროს მისი გამავლობა, თრომბოზის არსებობა, შეფასდეს სარქვლოვანი აპარატის მდგომარეობა.

სისხლძარღვების დუპლექს სკანირება გამოიყენება შემდეგი დაავადებების დიაგნოსტირებისათვის:

  1. საძილე არტერიების ოკლუზიური დაავადებები (თავის ტვინისსისხლის მიმოქცევის დარღვევა);
  2. ქვემო კიდურების დაავადებები – მაობლიტირებელი ათეროსკლეროზი, არტერიების ანევრიზმა, ღრმა ვენების თრომბოზი;
  3. ზემო კიდურების დაავადებები – რეინოს დაავადება, ვენების თრომბოზი, გულმკერდის ზედა აპერტურის სინდრომი;
  4. აორტისა და თეძოს სისხლძარღვების ოკლუზიური დაავადება;
  5. ქვემო კიდურების ვენების ვარიკოზული გაგანიერება;
  6. აორტის ანევრიზმა;

სისხლძარღვების დუპლექს სკანირება  გამოიყენება არა მხოლოდ სადიაგნოსტიკოდ, არამედ მკურნალობის ეფექტურობის შესაფასებლად და  სამკურნალო ღონისძიებების ტაქტიკის (კონსერვატიული თუ ქირურგიული) შესარჩევად.  ანალიზები, დიაგნოსტიკა >>


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

..