ანგიოგრაფია

ანგიოგრაფია (ბერძ. angeion სისხლძარღვი + grapho წერა, ასახვა, სინონიმი: ვაზოგრაფია) სისხლძარღვების რენტგენოლოგიური გამოკვლევაა რენტგენოკონტრასტული ნივთიერების გამოყენებით. განასხვავებენ არტერიოგრაფიას (არტერიების ანგიოგრაფია), ვენოგრაფიას/ფლებოგრაფიას (ვენების ანგიოგრაფია) და ლიმფოგრაფიას (ლიმფური ძარღვების ანგიოგრაფია).


საქართველოდან ბევრი მიმართავს უცხოურ კლინიკებს, დიაგნოზის გადასამოწმებლად, კონსულტირებისა და თუ აუცილებელია – სამკურნალოდაც. განსაკუთრებით ხშირია დიაგნოზის გადამოწმება. უცხო ქვეყნების სამედიცინო ინფრასტუქტურაში გარკვევა, კლინიკებისა და ექიმების არჩევა, რომლებიც ყველაზე უკეთ და მისაღებ ფასებში გადაჭრიან თქვენს პრობლემებს, საკმაოდ რთულია. ამაში დაგეხმარებიან სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული ფირმები. შეკითხვები უნდა გააგზავნოთ სპეციალური ფორმიდან. საკონტაქტო ფორმაზე გახვალთ ამ ტექსტზე დაკლიკებით. წერილს მიიღებენ სამედიცინო ტურიზმის წამყვანი ფირმები. პირველი შეკითხვაზე პასუხი უფასოა. ენა ქართული. შეეცადეთ შეკითხვა და თქვენი მდგომარეობა ჩამოაყალიბოთ ზუსტად: რა პრობლემა გაქვთ და რა მოთხოვნები გაქვთ კლინიკის მიმართ.


შესაძლებელია ჩატარდეს ზოგადი ან შერჩევითი, სელექტიური ანგიოგრაფია. ამ უკანასკნელის დროს ხდება სისხლძარღვის ცალკეული ნაწილების შესწავლა. გარდა ჩვეულებრივი ანგიოგრაფიისა, შემუშავებულია ასევე გამოთვლითი ანგიოგრაფიის მეთოდი, რომლის დროსაც შესაძლებელია რენტგენის სურათის კომპიუტერული დამუშავება და დამატებითი ინფორმაციის მიღება სისხლძარღვების მდგომარეობისა და ჰემოდინამიკის შესახებ.

რენტგენოკონსტრასტული ნივთიერების შეყვანა ხდება სისხლძარღვის პუნქციის ან კათეტერიზაციის გზით.  ანგიოგრაფიისას გამოყოფენ არტერიულ, კაპილარულ და ვენოზურ ფაზას. არტერიული  ფაზის ხანგრძლივობისა და საკონტრასტო ნივთიერების სისხლძარღვიდან გამოსვლის მიხედვით მსჯელობენ რეგიონარულ ჰემოდინამიკაზე.

ანგიოგრაფია გამოიყენება სისხლძარღვების დაავადებებისა და განვითარების ანომალიების დიაგნოსტირებისათვის, ასევე სიმსივნური, პარაზიტული  და სხვადასხვა ორგანოების დაზიანების გამოსავლენად. ანგიოგრაფია საშუალებას იძლევა შევისწავლოთ სისხლძარღვების ტოპოგრაფიულ ანატომიური თავისებურებები, მათი ფუნქციური მდგომარეობა, სისხლის ნაკადის სიჩქარე, კოლატერალური სისხლის მიმოქცევა.

ანგიოგრაფიის ჩატარების უკუჩვენებებია

ავადმყოფის ზოგადი მძიმე მდგომარეობა, ფსიქიკური დარღვევები, გულის, ღვიძლის, თირკმლების ფუნქციის მნიშვნელოვანი დარღვევები, რენტგენოკონტრასტული ნივთიერების აუტანლობა. გართულებებს შორის უნდა აღინიშნოს  ალერგიული რეაქცია რენტგენოკონტრასტულ ნივთიერებაზე, გულის რითმის დარღვევები, პუნქციის შემდგომი სისხლდენა სისხლძარღვიდან, ჰემატომა, სპაზმი და სისხლძარღვების  თრომბოზი.

შესაძლებელია ჩატარდეს:

ანალიზები, დიაგნოსტიკა >>


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

..

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..