აორტოგრაფია

გულმკერდის აორტოგრაფია (გულმკერდის აორტისა და მისი ტოტების ანგიოგრაფია) ნაჩვენებია გულმკერდის აორტის ანევრიზმის დიაგნოსტირებისათვის, აორტის კოარქტაციისა   და განვითარების სხვა ანომალიების, ასევე აორტის სარქვლის უკმარისობის ამოსაცნობად. განასხვავებენ პირდაპირ და არაპირდაპირ გულმკერდის ანგიოგრაფიას. არაპირდაპირი ანგიოგრაფიის დროს რენტგენოკონტრატული ნივთიერება შეყავთ თეძოს ვენიდან მარჯვენა წინაგულში, მარჯვენა პარკუჭში ან ფილტვის არტერიაში. პირდაპირი გულმკერდის აორტოგრაფია ხორცილდება თეძოს ან ლავიწქვეშა არტერიის  კათეტერიზაციის მეშვეობით.


საქართველოდან ბევრი მიმართავს უცხოურ კლინიკებს, დიაგნოზის გადასამოწმებლად, კონსულტირებისა და თუ აუცილებელია – სამკურნალოდაც. განსაკუთრებით ხშირია დიაგნოზის გადამოწმება. უცხო ქვეყნების სამედიცინო ინფრასტუქტურაში გარკვევა, კლინიკებისა და ექიმების არჩევა, რომლებიც ყველაზე უკეთ და მისაღებ ფასებში გადაჭრიან თქვენს პრობლემებს, საკმაოდ რთულია. ამაში დაგეხმარებიან სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული ფირმები. შეკითხვები უნდა გააგზავნოთ სპეციალური ფორმიდან. საკონტაქტო ფორმაზე გახვალთ ამ ტექსტზე დაკლიკებით. წერილს მიიღებენ სამედიცინო ტურიზმის წამყვანი ფირმები. პირველი შეკითხვაზე პასუხი უფასოა. ენა ქართული. შეეცადეთ შეკითხვა და თქვენი მდგომარეობა ჩამოაყალიბოთ ზუსტად: რა პრობლემა გაქვთ და რა მოთხოვნები გაქვთ კლინიკის მიმართ.


მუცლის აორტისა და მისი ტოტების ანგიოგრაფია გამოიყენება რეტროპერიტონეალური ორგანოების დაზიანების, მუცლის ღრუში ან კუჭ ნაწლავის ტრაქტში სისხლდენის დროს. მუცლის აორტოგრაფია საშუალებას იძლევა გამოვლინდეს თირკმლის ჰიპერვასკულური სიმსივნები, ამავდროულად მეტასტაზები   ღვიძლში, მეორე თირკმელში, ლიმფურ კვანძებში, სიმსივნის  ჩაზრდა მეზობელ ორგანოებსა და ქსოვილებში.

რენტგენოკონსტრასტული ნივთიერების შეყვანა ხორციელდება აორტის  კათეტერიზაციით  თეძოს ან იღლიისქვეშა არტერიიდან. მუცლის აორტოგრაფიას მიმართავენ ასევე თერაპიული მიზნით, პერიტონიტისა და პანკრეატიტის დროს სამკურნალო ნივთიერების რეგიონული სისხლძარღვშიდა  ინფუზიისათვის.    ანალიზები, დიაგნოსტიკა >>


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..