ცერებრული (თავის ტვინის სისხლძარღვების) ანგიოგრაფია საშუალებას იძლევა გამოვლინდეს თავის ტვინის სისხლძარღვების ანევრიზმები, ჰემატომები, ქალასშიდა სიმსივნეები, სისხლძარღვების სტენოზი და თრომბოზი. საძილე არტერიების (კაროტიდული) ანგიოგრაფია გამოიყენება თავის ტვინის დიდი ნახევარსფეროების პათოლოგიური პროცესის დიაგნოსტირებისათვის. საძილე არტერიების ანგიოგრაფია ხორციელდება კისრის მიდამოში, კანის გავლით საერთო საძილე არტერიის პუნქციის ან თეძოს არტერიის კათეტერიზაციის მეშვეობით.
საქართველოდან ბევრი მიმართავს უცხოურ კლინიკებს, დიაგნოზის გადასამოწმებლად, კონსულტირებისა და თუ აუცილებელია – სამკურნალოდაც. განსაკუთრებით ხშირია დიაგნოზის გადამოწმება. უცხო ქვეყნების სამედიცინო ინფრასტუქტურაში გარკვევა, კლინიკებისა და ექიმების არჩევა, რომლებიც ყველაზე უკეთ და მისაღებ ფასებში გადაჭრიან თქვენს პრობლემებს, საკმაოდ რთულია. ამაში დაგეხმარებიან სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული ფირმები. შეკითხვები უნდა გააგზავნოთ სპეციალური ფორმიდან. საკონტაქტო ფორმაზე გახვალთ ამ ტექსტზე დაკლიკებით. წერილს მიიღებენ სამედიცინო ტურიზმის წამყვანი ფირმები. პირველი შეკითხვაზე პასუხი უფასოა. ენა ქართული. შეეცადეთ შეკითხვა და თქვენი მდგომარეობა ჩამოაყალიბოთ ზუსტად: რა პრობლემა გაქვთ და რა მოთხოვნები გაქვთ კლინიკის მიმართ.
ქალას უკანა ფოსოს მიდამოში პათოლოგიური პროცესის ამოცნობის მიზნით ტარდება ვერტებრობაზილური სისხლძარღვთა სისტემის (ვერტებრალური ანგიოგრაფია) გამოკვლევა ხერხემლის არტერიის კათეტერიზაციის მეშვეობით. შესაძლებელია ჩატარდეს სელექციური ცერებრული არტერიოგრაფია, რომლის დროსაც მორიგეობით ხდება ყველა იმ სისხლძარღვის კონსტრასტირება, რომლებიც მონაწილეობენ თავის ტვინის სისხლის მიმოქცევაში. მეთოდი ჩვეულებრივ ნაჩვენებია იმ ავადმყოფებისათვის, რომელთაც გადატანილი აქვთ სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა. ანგიოგრაფიის მიზანია სისხლდენის წყაროს აღმოჩენა (როგორც წესი არტერიული ან არტერიოვენური ანევრიზმა), ასევე კოლატერალური სისხლის მიმოქცევის შესწავლა თავის ტვინის იშემიის დროს.
სუპერსელქციური ცერებრული ანგიოგრაფია (თავის ტვინის შუა, უკანა და წინა არტერიების ცალკეული ტოტების კათეტერიზაცია) ჩვეულებრივ გამოიყენება დაზიანებული სისხლძარღვის აღმოსაჩენად და ენდოვასკულური ჩარევებისათვის (მაგ. ეფერენტული სისხლძარღვის ანევრიზმის მაოკლუზირებელი ბალონის მეშვეობით მისი სისხლის მიმოქცევიდან გამოთიშვა). ანალიზები, დიაგნოსტიკა >>
პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.
- გაფრთხილება
- წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.
..