ანგიოპულმონოგრაფია

ანგიოპულმონოგრაფია (ფილტვის არტერიებისა და მისი ტოტების ანგიოგრაფია) გამოიყენება ფილტვის სიმსივნებისა და განვითარების ანომალიაზე ეჭვის მიტანისას, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია დიაგნოსტირებისათვის. ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია დროს ანგიოპულმონოგრაფიას ატარებენ გადაუდებლად ინტენსიური რეანიმაციული ღონისძიებების ფონზე.


საქართველოდან ბევრი მიმართავს უცხოურ კლინიკებს, დიაგნოზის გადასამოწმებლად, კონსულტირებისა და თუ აუცილებელია – სამკურნალოდაც. განსაკუთრებით ხშირია დიაგნოზის გადამოწმება. უცხო ქვეყნების სამედიცინო ინფრასტუქტურაში გარკვევა, კლინიკებისა და ექიმების არჩევა, რომლებიც ყველაზე უკეთ და მისაღებ ფასებში გადაჭრიან თქვენს პრობლემებს, საკმაოდ რთულია. ამაში დაგეხმარებიან სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული ფირმები. შეკითხვები უნდა გააგზავნოთ სპეციალური ფორმიდან. საკონტაქტო ფორმაზე გახვალთ ამ ტექსტზე დაკლიკებით. წერილს მიიღებენ სამედიცინო ტურიზმის წამყვანი ფირმები. პირველი შეკითხვაზე პასუხი უფასოა. ენა ქართული. შეეცადეთ შეკითხვა და თქვენი მდგომარეობა ჩამოაყალიბოთ ზუსტად: რა პრობლემა გაქვთ და რა მოთხოვნები გაქვთ კლინიკის მიმართ.


ზოგადი ანგიოპულმონოგრაფიის დროს რენტგენოკონტრასტული ნივთიერება (ხშირად კათეტერის მეშვეობით) შეყავთ ზემო ღრუ ვენაში, მარჯვენა წინაგულში და პარკუჭში ლავიწქვეშა და თეძოს ვენის მეშვეობით. სელექციური ანგიოპულმონოგრაფიის დროს რენტგენის კონტროლით კათეტერი შეყავთ ზემო (სხეულის ზემო ნაწილის ვენებიდან)  ან ქვემო (თეძოს ვენის მეშვეობით) ღრუ ვენების მეშვეობით, მარჯევნა წინაგულში, პარკუჭში და ფილტვის ღეროში. კათეტერი შეიძლება შეყვანილ იქნეს მარჯვენა ან მარცხენა ფილტვის არტერიაში ან კიდევ უფრო მცირე კალიბრის სისხლძარღვში.

ანგიოპულმონოგრაფიისას საჭიროების შემთხვევაში ტარდება სამკურნალო პროცედურები, მაგალითად კათეტერის მეშვეობით ახორციელებენ ფილტვის არტერიიდან თრომბის მოცილებას ან მისი ფერმენტების საშუალებით მის დაშლას.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.