მუცლის ღრუს კომპიუტერული ტომოგრაფია

მუცლის ღრუს კომპიუტერული  ტომოგრაფია

მუცლის ღრუსა და რეტროპერიტონეალური სივრცის კომპიუტერული ტომოგრაფია წარმოადგენს შეუცვლელ და ინფორმატიულ მეთოდს თერაპიულ და ქირურგიულ პრაქტიკაში, ჩვეულებრივ ინიშნება რენტგენოლოგიური ან ულტრაბგერითი გამოკვლევის ჩატარების შემდეგ დიაგნოზის დაზუსტების მიზნით. მოიცავს მუცლის ღრუს ორგანოების – პანკრეასის, ელენთის, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის და რეტროპერიტონეალური ორგანოების – თირკმლების, თირკმელზედა ჯირკვლების, მუცლის ღრუს მსხვილი სისხლძარღვების, ლიმფოიდური ქსოვილის გამოკვლევას.

მუცლის ღრუსა და რეტროპერიტონეალური სივრცის კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარების ჩვენებები:

მუცლის ღრუს  კომპიუტერული ტომოგრაფია  შესაძლებელია ჩატარდეს კონტრასტის გამოყენების გარეშე, თუმცა უფრო ხშირად ტარდება კონტრასტით და დამიზნებით რომელიმე ორგანოს გამოკვლევა, მაგალითად ღვიძლის ან ჰეპატოპანკრეატოდუოდენალური ზონის კომპიუტერული ტომოგრაფია.

მუცლის ღრუს კომპიუტერული ტომოგრაფია წარმოდგენას გვაძლევს პარენქიმული ორგანოების სტრუქტურის თავისებურებებზე, მათში ანთებითი პროცესის, ნეკროზის, პერიფოკალური ანთების არსებობაზე, ზომებზე, მდებარეობასა და ფორმაზე. ასე მაგალითად ღვიძლის კომპიუტერული ტომოგრაფია საშუალებას იძლევა გამოვლინდეს პირველადი და მეორადი, კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნებისათვის (ჰემანგიომა, ჰეპატოცელულური კარცინომა) დამახასიათებელი ცვლილებები, ღვიძლის ქსოვილის სტრუქტურული ცვლილებები მისი სტეატოზის (ცხიმოვანი ჰეპატოზი) დროს, ჰემოქრომატოზისათვის  დამახასიათებელი სტრუქტურის გამკვრივება.

უფრო დეტალურ ინფორმაციას იძლევა პარენქიმული ორგანოების შესახებ მუცლის ღრუს  კომპიუტერული ტომოგრაფია კონტრასტირებით, თუმცა გააჩნია გარკვეული უკუჩვენებები: ალერგია იოდის პრეპარატებზე და ზღვის პროდუქტებზე, ღვიძლის, თირკმლების, გულ – სისხლძარღვთა სისტემის მძიმე დაავადებები.

განსაკუთრებით ინფორმატიულია კომპიუტერული ტომოგრაფია სისხლძარღვთა დაავადებების დიაგნოსტიკის მხრივ, კერძოდ კი (მუცლის აორტის ქრონიკული და განშრევებადი ანევრიზმის, მუცლის ღრუს სისხლძარღვების თრომბოზული დაზიანებისას (პორტული და მეზენტერიალური თრომბოზი). სისხლძარღვოვანი სისტემის გამოკვლევისას მიმართავენ კომპიუტერული ტომოგრაფიას ინტრავენური კონტრასტირებით.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988