სომატოფორმული მოშლილობები

სომატოფორმული დარღვევები

სომატოფორმული დარღვევები წარმოადგენს სომატურ სიმპტომებს, რომელთა ახსნა რთულია მხოლოდ ორგანული დაავადებების არსებობით და რომლებიც არ წარმოადგენენ მეორადს ანუ შედეგს სხვა უკვე აღწერილი ფსიქიკური სიმპტომატიკის ( მაგალითად, დეპრესია ან პანიკური შეტევა)  შედეგს.

კლასიფიკაცია

სომატოფორმული დარღვევები იყოფა 3 ჯგუფად: სომატიზირებული დარღვევები, სომატოფორმული ვეგეტატიური დისფუნქცია, იპოქონდრიული დარღვევები. რადგან ბევრ შემთხვევაში სომატიზირებული დარღვევები, ვეგეტატიური დისფუნქცია და იპოქონდრიის სიმპტომები ვლინდება სხვადასხვა კომბინაციით, სხვადასხვა ვისცერული სისტემების მოცვით, ავტორები, როგორც წესი, იფარგლებიან მათი ზოგადი განსაზღვრებით – სომატოფორმული დარღვევები. ცხადია, რომ ამით შესაძლებელია იმის ახსნა, რომ სომატოფორმული დარღვევების მქონე პაციენტების რაოდენობა პაციენტა საერთო  მასიადან შეადგენს 30-40 %.

ეტიოლოგია და პათოგენეზი

ამ დარღვევების მთავარ განმასხვავებელ ნიშანს წარმოადგენს პაციენტების მუდმივი ჩივილი ჯანმრთელობაზე, რომელიც გრძელდება სამედიცინო გამოკვლევების უარყოფითი შედეგების მიღების მიუხედავად.

რუსულ ფსიქიატრიაში სომატოტროფული დარღვევები განიხილება ფსიქოგენური დაავადებების და  კონსტიტუციონალურ-პიროვნული პათოლოგიის დინამიკის ჩარჩოებში. ხოლო ძირითად მნიშვნელობას მის გენეზში ანიჭებენ  ფსიქოგენურ (მათ შორის იატროგენულ) და კონსტიტუციონალურ ფაქტორებს.

სომატოფორმული დარღვევები მჭირდო კაბშირშია იპოქონდრიასთან, ასევე შიშის, დეპრესიის და ისტერიის განვითარებასთან. ამ დარღვევების ფართე გავრცელების მიზეზს წარმოადგენს ფსიქიკური დაავადებების და ზოგადად მედიცის მიღწევების პათომორფოზი, რომლის საშუალებითაც დიდი სანდოობით გახდა შესაძლებელი ფუნქციური სომატური დარღვევების ვერიფიცირების საშულება. ასეთ პაციენტებს ეძლევათ სხვადსხვა ნაკლებად სასიამოვნო ზედმეტი სახელები, ის რაც პერსონალის თვალსაზრისით პროვოცირდება იმედგაცრუებული გარემოებებით, რომელშიც ეს პერსონალი იმყოფება პაციენტის სურვილით არ დაუჯეროს ექიმის ახსნებს.

ასევე არ ღირს იმის დავიწყება, რომ სომატოფორმული დარღვევები განსხვავდება ფსიქომოტორულისაგან იმით, რომ მეორე არ ატარებს ფსიქოპათოლოგიური სინდრომის ხასიათს, პირველის დროს კი არ არის ვერიფიცირებული ორგანული დარღვევა ან პათფიზიოლოგიური პროცესი.

დიაგნოზი

მრავლობითი სომატოფორმული სიმპომების დიაგნოსტიკის დროს თავისებურებას წარმოადგენს ვეგეტატიური ნერვული სისტემის სომატოფორმული დისფუნქცია ქვეთემებით ცალკეული ვისცერული სისტემების მიმართ.

კლინიკური სურათი იწყობა ვეგეტატიური ნერვული სისტემის აქტიური ჩართვით, დამატეებითი არასპეციფიური სუბიექტური ჩივილები რომელიმე ორგანოზე ან ორგანოთა სისტემაზე როგორც დარღვევის მიზეზზე. როგორც წესი არ არის მონაცემები არსებით სტრუქტურულ ან ფუნქციურ დარღვევებზე იმ ორგანოს ან ორგანოთა სისტემის მხრივ, რომელიც აწუხებს პაციენტს.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com
ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია
ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988