ლიპიდური ცვლის მაჩვენებლები

,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
 დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

მაღალი ქოლესტერინის დროს გამოსაყენებელი საკვები დანამატები გამოწერით ,,ამაზონიდან”
ომეგა-3 ,,ამაზონზე”
სელის ზეთი
ქოლესტერინის გასაზომი აპარატი


ლიპიდური ცვლის მაჩვენებლები

ლიპიდური ცვლა ანუ ლიპიდების მეტაბოლიზმი წარმოადგენს რთულ ბიოქიმიურ და ფიზიოლოგიურ პროცესს, რომელიც მიმდინარეობს ცოცხალ ორგანიზმში და მოიცავს ლიპიდების დაშლასა და შეწოვას საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, მათ ტრანსპორტს ნაწლავებიდან ქილომიკრონების საშუალებით, ტრიგლიცერიდების, ფოსფოლიპიდების, ქოლესტერინის ცვლას, ლიპოგენეზს, ლიპოლიზს, ცხიმოვანი მჟავების კატაბოლიზმს.


ლიპიდური ცვლის დარღვევა  (დისლიპიდემია)

ხასიათდება  პირველ რიგში სისხლში მომატებული ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების  დონით, რაც თავის მხრივ წარმოადგენს  მნიშვნელოვან რისკ ფაქტორს ათეროსკლეროზისა და მასთან დაკავშირებული გულ – სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარებისათვის.
სისხლის პლაზმაში საერთო ქოლესტერინის ან  მისი ფრაქციების კონცენტრაცია მჭიდროდ კორელირებს  გულის იშემიური დაავადებით  განპირობებული ავადობისა და სიკვდილიანობის და ათეროსკლეროზის სხვა გართულებების მაჩვენებლებთან, ამიტომაც ლიპიდური ცვლის მაჩვენებლების განსაზღვრა წარმოადგენს აუცილებელ პირობას გულ – სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების ეფექტური პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის.
განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია ათეროგენეზში ქოლესტერინსა და ტრიგლიცერიდებს.

ლიპიდური ცვლის დარღვევის დიაგნოსტიკა

ლიპიდური ცვლის დარღვევის დიაგნოსტიკა ეფუძნება შემდეგ ძირითად მაჩვენებლებს:

მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდები
დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდები
ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდები


ლიპიდური ცვლის მაჩვენებლები – ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🧪 ლიპიდური ცვლა ანუ ლიპიდების მეტაბოლიზმი წარმოადგენს რთულ ბიოქიმიურ და ფიზიოლოგიურ პროცესს, რომელიც მიმდინარეობს ცოცხალ ორგანიზმში და მოიცავს:
➡️ ლიპიდების დაშლასა და შეწოვას საჭმლის მომნელებელ ტრაქტში;
➡️ მათ ტრანსპორტს ნაწლავებიდან ქილომიკრონების საშუალებით;
➡️ ტრიგლიცერიდების, ფოსფოლიპიდების, ქოლესტერინის ცვლას;
➡️ ლიპოგენეზს, ლიპოლიზს, ცხიმოვანი მჟავების კატაბოლიზმს.
🩺 ლიპიდური ცვლის დარღვევა (დისლიპიდემია) ხასიათდება პირველ რიგში სისხლში მომატებული ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების დონით.
🫀 ეს თავის მხრივ წარმოადგენს მნიშვნელოვან რისკ ფაქტორს ათეროსკლეროზისა და მასთან დაკავშირებული გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარებისათვის.
🩸 სისხლის პლაზმაში საერთო ქოლესტერინის ან მისი ფრაქციების კონცენტრაცია მჭიდროდ კორელირებს გულის იშემიური დაავადებით განპირობებული ავადობისა და სიკვდილიანობის და ათეროსკლეროზის სხვა გართულებების მაჩვენებლებთან.
✅ ამიტომაც ლიპიდური ცვლის მაჩვენებლების განსაზღვრა წარმოადგენს აუცილებელ პირობას გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების ეფექტური პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის.
👉 გაიგეთ მეტი ლალი დათეშიძის სტატიიდან –
#ლიპიდურიცვლისმაჩვენებელი #ლიპიდურიცვლისმაჩვენებლისგანსაზღვრა #ლიპიდურიცვლისდარღვევა #დისლიპიდემია #დისლიპიდემიისმიზეზები #დისლიპიდემიისგართულებები #ინსულტი #გულისკორონარულიდაავადება #პერიფერიულიარტერიულიდაავადება #ტრიგლიცერიდები #ლიპოგენეზი #ლიპოლიზი #ცხიმოვანიმჟავეისკატაბოლიზმი #ქოლესტერინი #ქოლესტერინისგანსაზღვრა #გულსისხლძარღვთადაავადებები #გულისდაავადებები #ქოლესტერინისდონესისხლში #ათეროსკლეროზი #ლალიდათეშიძე #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. . “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.