სტრესი

სტრესი

სტრესი წარმოადგენს ადამიანის ისეთ მდგომარეობას, რომელიც ვითარდება  გარემოს მხრიდან  ექსტრემალური მოქმედების საპასუხოდ და მოიცავს როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ და ქცევით  გამოვლინებებს. არახელსაყრელი ზემოქმედების სახეობიდან  გამომდინარე, სტრესი შესაძლებელია იყოს ფიზიოლოგიური, ან ფსიქიკური. თავის მხრივ ფსიქიკური სტრესი იყოფა ინფორმაციულ და ემოციურ სტრესად. ინფორმაციული სტრესის მიზეზს წარმოადგენს გადატვირთვა, როდესაც ადამიანს არ შეუძლია ამოცანათა ნაკადთან გამკლავება, ვერ ასწრებს სწორი გადაწყვეტილებების მიღებას მოცემულ ტემპში და არ შეუძლია პასუხი აგოს ამაზე. ემოციური სტრესის მიზეზი შესაძლებელია იყოს ნეგატიური გრძნობებიდან ერთ-ერთი: წყენა, შიში, მუქარა და ასე შემდეგ. ემოციური სტრესის მიმდინარეობა დამოკიდებულია მის ფორმაზე (იმპულსური, დამუხრუჭებითი, გენერალიზირებული). სტრესმა შესაძლებელია ადამიანი მიიყვანოს ორი საპირისპირო მდგომარეობისაკენ: არსებული პრობლემების გადასაწყვეტად ყველა ძალის მობილიზება და სრული დიზორიენტირება (დისტრესი).

გახანგრძლივებული სტრესული მდგომარეობა

რა არის გახანგრძლივებული სტრესული მდგომარეობის მიზეზი?

გახანგრძლივებულ სტრესს ყველაზე ხშირად ექვემდებარებიან საომარ მოქმედებაში მოხვედრილი ადამიანები, ასევე ისინი ვინც მუდმივად იმყოფებიან ძალადობის საშიშროების ქვეშ ან სტიქიური უბედურებების ზონაში მცხოვრები ადამიანები. მაგრამ საჭიროა გვახსოვდეს, რომ გახანგრძლივებული სტრესის მიზეზი შეიძლება გახდეს არამხოლოდ  მსოფლიოს მასშტაბის კატასტროფა არამედ გაჭიანურებული საყოფაცხოვრებო პრობლემა (სახლში ან სამსახურში). ყველაზე კარგად შესწავლილია გახანგრძლივებული სტრესის ზემოქმედება ადამიანის ფსიქიკაზე მსოფლიო ომის შედეგების მაგალითზე.

მეორე მსოფლიო ომმა, გარდა სხვა მძიმე შედეგებისა,  გამოიწვია ინვალიდთა რაოდენობის უზარმაზარი ზრდა. მილიონი ადამიანი გახდა დეპორტაციის მსხვერპლი, ასობით ათასმა გადაიტანა კონცენტრაციული ბანაკების  საშინელებები. უდიდესი მაწილი განწირული იყო შიმშილობისადმი. მრავალმა საკუთარ თავზე გამოცადა ფიზიკური და ფსიქიკური წამება. რასაც თან ახლავდა შიში ახლობლების სიცოხლეზე, მომავალზე. სტრესის ძალა, რომელიც გადაიტანეს ამ ადამიანებმა, შეუდარებელია აქამდე ცნობილ განცდებთან. თავდაპირველად ამ სიმპტომთა კომპლექსი აღინიშნებოდა როგორც «astenia progressiva gravis» (მძიმე პროგრესირებადი ასთენია), მოგვიანებით მიიღეს ტერმინი „კკ სინდრომი“ (კონცლაგერი კომპლექსი).

როგორია სტრესული მდგომარეობისათვის დამახასიათებელი ძირითადი სიმპტომები?

დამახასიათებელია როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქიკური სიმპტომატიკა. ხშირად ასევე აღინიშნება სისხლის მიმოქცევის, საჭმლის მომნელებელი, ენდოკრინული სისტემის, ცვლითი პროცესების დარღვევა ასევე კანის დაავადებები, რევმატიზმი და ტუბერკულოზი. ბევრ ადამიანს უვლინდება გადატანილი ტრავმების შედეგები, განსაკუთრებით თავის ტრავმების, ინფექციური დაავადებების, შიმშილის.

ავადმყოფობის სურათში დომინირებს:

–         სწრაფი დაღლა;

–         უძილობა;

–         ფობიები, თემატურად დაკავშირებული დევნის დროინდელ განცდებთან;

–         აკვიატებული მოგონებები;

–         დეპრესიის მდგომარეობა;

–         აპათიის მდგომარეობა.

ერთ-ერთ სიმპტომს (ზემოთაღნიშნულების გარდა) წარმოადგენს ნაადრევი დაბერება, რომელიც ვითარდება რამოდენიმე ათწლეულით ადრე, ვიდრე სხვა ადამიანებში, ასევე დეპრესიის და აპათიის გახანგრძლივებული მდგომარეობა.

შესაძლებელია ვივარაუდოდ, რომ დევნაგამოცდილი ადამიანების ქცევითი მოდელების ცოდნამ შესაძლებელია აგვიხსნას ყოფილი პოლიტპატიმრების რეაქცია და ქცევა, ასევე ყველა იმათი, ვინც დაუმსარურებლად გადაიტანა კონცენტრაციული ბანაკების საშინელებები.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com
ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია
ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988