სტრიები

სტრიები

სტრიები – წარმოდგენს კანის ზედაპირზე განვითარებულ თეთრი ფერის ზოლებს, რომლებიც ძირითადად განლაგებულია მუცელზე, ზურგსა და თეძოებზე. სტრიების განვითარების მიზეზია – კანის ძლიერი დაჭიმვა, მაგალითად, ორსულობის დროს ნაყოფის ტარება ან წონაში მკვეთრი მატება. სტრიებზე ნამზეური არ ჩნდება, რის გამოც გარუჯულ კანზე ისინი კიდევ უფრო შესამჩნევია.

სტრიების განვითარებაზე ორსულობისა და წონის მატების გარდა მოქმედებს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა: ჰორმონული ბალანსის დარღვევა, როდესაც ორგანიზმში, უხშირესად ორსულობისას, იწყება დიდი რაოდენობით პროგესტერონის გამომუშავება. ეს პროცესი ნეგატიურად აღიქმება კანის მდგომარეობაზე, განსაკუთრებით კი სიმკვრივესა და ელასტიურობაზე.

მშრალი კანი კიდევ უფრო ზიანდება სტრიებისგან. თუ არ მოვუვლით სწორად მშრალ კანს, სტრიები მასზე შესაძლოა გახდეს მკვეთრი-წითელი ფერის და შესამჩნევად განსხვავდებოდეს გარშემო არსებული კანის ფერისგან.

როგორც ნებისმიერი სახეობა დანაწიბურებული კანისა, სტრიების აღდგენაც შეიძლებელია მთლიანად კანის ზედაპირიდან. თუმცა არსებობს სპეციალური საშუალებები, რომელიც სტრიების მკურნალობის დროს გვეხმარება მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს კანის მდგომარეობა და შეამციროს ნაწიბურების კონტრასტულობა.

სტრიების სამკურნალო საშუალებები უმჯობესია გამოვიყენოთ პრობლემური კანისათვის მაშინ, როდესაც სტრიები ჯერ არაა გაჩენილი, ან ახალი გაჩენილია. განსაკუთრებით რეკომენდებულია კრემების მოხმარება ორსულობის დროს მათი გაჩენის საპროფილაქტიკოდ. ასე რომ, ორსულმა ქალებმა აუცილებლად გულდასმით უნდა შეისწავლონ ასეთი საშუალებების ინსტრუქცია და უკუჩვენებები.

სტრიების სამკურნალო საშუალებები იყოფა ორ ჯგუფად. ერთი, რომელიც ხელს უშლის ნაწიბურების გაჩენას, მეორე, რომელიც ფარავს უკვე გაჩენილ სტრიებს.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988