კორონარული არტერიების დილატაცია და სტენტირება

კორონარული არტერიების დილატაცია და სტენტირება

კორონარული არტერიების დილატაციისა და სტენტირება კორონარული არტერიების სანათურის გაფართოების მცირედ ინვაზიური ენდოვასკულური მეთოდია ბალონური კათეტერისა და სისხლძარღვშიდა სტენტის გამოყენებით. კორონარული არტერიების დილატაციისა და სტენტირება თავიდან გვაცილებს ისეთი სერიოზულ პათოლოგიას, როგორიცაა მიოკარდიუმის ინფარქტი და ხშირად ტარდება სტენოკარდიული ტკივილის დროს კორონაროგრაფიის ჩატარების შემდეგ კორონარული არტერიის სტენოზისა და ოკლუზიის აღმოჩენის შემთხვევაში.

.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები
დოქტორ დავით მალიძის დანართი

TASTE      კვლევა

  TASTE, კორონარული თრომბის ასპირაცია, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი,  კორონარული სტენტირება

ავტორი :დოქტორი დავით მალიძე . საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გადასაბეჭდად მიმართეთ 

სასარგებლოა თუ არა პაციენტისთვის მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის შემთხვევაში კორონარული სტენტირების წინ თრომბის ასპირაცია (ამოწოვა)სპეციალური კორონარული ასპირაციული კათეტერით? >>>

TASTE: Does Thrombus Aspiration Before PCI Reduce 30-Day Mortality in STEMI Patients?
„Taste” კვლევა ეხებოდაST სეგმენტის ელევაციის მქონე მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს, კორონარული არტერიიდან თრომბის ასპირაციის ეფექტურობას, მასზე კანქვეშა კორონარული ინტერვენციის( PCI) განხორციელებამდე. 2008 წელს ჩატარებულმა კვლევამ “TAPAS”-მა გამოავლინა თრომბის ასპირაციის ეფექტურობა და მოიპოვა უდიდესი პოპულარობა ინტერვენციონისტებს შორის, თუმცა “TASTE” კვლევამ, რომელიც თავისი მაშტაბებით და პაციენტთა რაოდენობით მნიშვნელოვნად აღემატებოდა “TAPAS”, გააქარწყლა ეს იმედები. კვლევამ აჩვენა, რომ PCI ჩატარებიდან 30 დღის შემდეგ თრომბის წინასწარ ასპირაციას არავითარი უპირატესობა არ ჰქონდა, იმ ჯგუფის პაციენტებთან, რომლებსაც აღნიშნული პროცედურა არ ჩაუტარდათ. ეს გამოიხატებოდა, საერთო სიკვდილიანობაში, განმეორებით ჰოსპიტალიზაციაში, სტენტის თრომბიზში და პროცედურის შემდგომ განვითარებულ ინსულტების რაოდენობაში. აღნიშნულმა კვლევამ მნიშვნელოვნად შეამცირა PCI წინ თრომბის ასპირაციის პროცედურის სტანდარტულად ჩატარების მართებულობის საკითხი.

შეიძლება ითქვს, რომ საქართველოში არც ჩატარებულა კორონარული თრომბის ასპირაცია მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს და ალბათ არც არასოდეს ჩატარდება ამ კვლევის შედეგების გაცნობის შემდეგ.