გლუკოზა სისხლში

გლუკოზა სისხლში

გლუკოზა ნახშირწყლოვანი ცვლის ძირითადი მაჩვენებელია, წარმოადგენს ენერგეტიკული ცვლის ძირითად ეგზო- და ენდოგენურ სუბსტრატს. ორგანიზმში გლუკოზის მარაგი წარმოდგენილია ღვიძლში გლიკოგენის სახით.
გლუკოზის კონცენტრაცია სისხლში აღინიშნება გლიკოგენეზის, გლიკოგენოლიზის, გლუკონეოგენეზის და გლიკოლიზის პროცესების შედეგად, რაც რეგულირდება ჰორმონებით, რომელთა შორის ძირითადი ჰიპოგლიკემიური ფაქტორია ინსულინი.


საქართველოდან ბევრი მიმართავს უცხოურ კლინიკებს, დიაგნოზის გადასამოწმებლად, კონსულტირებისა და თუ აუცილებელია – სამკურნალოდაც. განსაკუთრებით ხშირია დიაგნოზის გადამოწმება. უცხო ქვეყნების სამედიცინო ინფრასტუქტურაში გარკვევა, კლინიკებისა და ექიმების არჩევა, რომლებიც ყველაზე უკეთ და მისაღებ ფასებში გადაჭრიან თქვენს პრობლემებს, საკმაოდ რთულია. ამაში დაგეხმარებიან სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული ფირმები. შეკითხვები უნდა გააგზავნოთ სპეციალური ფორმიდან. საკონტაქტო ფორმაზე გახვალთ ამ ტექსტზე დაკლიკებით. წერილს მიიღებენ სამედიცინო ტურიზმის წამყვანი ფირმები. პირველი შეკითხვაზე პასუხი უფასოა. ენა ქართული. შეეცადეთ შეკითხვა და თქვენი მდგომარეობა ჩამოაყალიბოთ ზუსტად: რა პრობლემა გაქვთ და რა მოთხოვნები გაქვთ კლინიკის მიმართ.


გლუკოზის დონის რეგულირება

ინსულინის არასაკმარისი რაოდენობისას გლუკოზის დონე სისხლში მატულობს, ასევე გლუკოზის დონის რეგულირებაში მონაწილეობას იღებს სხვა ჰორმონები: გლუკაგონი, სომატოტროპინი, თირეოტროპინი, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები, კორტიზონი და ადრენალინი, რომლებიც კონტრინსულინურ მოქმედებას ავლენენ, იწვევენ ჰიპერგლიკემიას.
გლუკოზის დონე მეტია არტერიულ სისხლში, ვიდრე ვენოზურ სისხლში, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მუდმივად ხდება გლუკოზის უტილიზაცია. გლუკოზის დონის განსაზღვრა აუცილებელი ეტაპია  შაქრიანი დიაბეტის დიაგნოსტირების პროცესში. უნდა აღინიშნოს, რომ ბიოქიმიური ძვრები  შაქრიანი დიაბეტის კლინიკური დიაგნოზის დასმამდე რამდენიმე წლით ადრე შეიძლება აღინიშნებოდეს.

გლუკოზის განსაზღვრა სისხლში

გლუკოზის განსაზღვრა სისხლში უნდა მოხდეს ინსულინდამოკიდებული და ინსულინდამოუკიდებელი  შაქრიანი დიაბეტის დიაგნოსტირებისა და მონიტორინგის პროცესში, ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელზედა ჯირკვლის და ჰიპოფიზის დაავადებების დროს, ღვიძლის პათოლოგიების შემთხვევაში, შაქრიანი დიაბეტის რისკჯგუფში შემავალი პირებში გლუკოზისადმი ტოლერანტობის განსაზღვრისათვის, გაცხიმოვნების, ორსულთა შაქრიანი დიაბეტის, გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევის დროს.
გლუკოზის დონე ნორმაში საკვების მიღებამდე მერყეობს 4 – 7 მმოლ/ლ, მუდმივად 5.5 – 7 მმოლ/ლ პრედიაბეტურ მდგომარეობაზე მიუთითებს და საჭიროებს მონიტორინგს, 7მმოლ/ლ და ზევით უკვე დიაბეტის რისკს წარმოადგენს. პოსტპრანდიული გლუკოზის დონე კი ნორმადაა მიჩნეული 10მმოლ/ლ-მდე საკვების მიღებიდან 90 წუთის განმავლობაში.

ჰიპერგლიკემია

გლუკოზის დონის მატება სისხლში, ჰიპერგლიკემია აღინიშნება შემდეგი  მდგომარეობების დროს:

  •  შაქრიანიდიაბეტი მოზრდილებსა და ბავშვებში
  • ფიზიოლოგიური ჰიპერგლიკემია (ზომიერი ფიზიკური დატვირთვა, ძლიერი ემოცია, სტრესი, თამბაქოს მოწევა, ადრენალინის გამოყოფა ინექციის დროს)
  • ენდოკრინული პათოლოგიები (ფეოქრომოციტომა, თირეოტოქსიკოზი, აკრომეგალია, გიგანტიზმი, კუშინგის სინდრომი, სომატოსტატინომა)
  • კუჭქვეშა ჯირკვლის  დაავადებები (პანკრეასისსიმსივნები, მწვავე და ქრონიკული პანკრეატიტი, პანკრეატიტი ეპიდემიურიპაროტიტის, მუკოვისციდოზის, ჰემოქრომატოზის დროს)
  • ღვიძლისა და თირკმლების ქრონიკული დაავადებები
  • თავის ტვინშისისხლჩაქცევა,  მიოკარდიუმისინფარქტი
  • ინსულინის რეცეპტორებისადმი ანტისხეულების  არსებობა
  • თიაზიდების, კოფეინის, ესტროგენების, გლუკოკორტიკოსტეროიდების მიღება

ჰიპოგლიკემია

გლუკოზის დონის დაქვეითება სისხლში, ჰიპოგლიკემია დამახასიათებელი სიმპტომია შემდეგი პათოლოგიებისათვის:

  • კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებები (ჰიპერპლაზია, ადენომა  ან კარცინომა, ინსულინომა)
  • ენდოკრინული პათოლოგიები (ადისონის დაავადება, ადრენოგენიტალური სინდრომი, ჰიპოპიტუიტარიზმი, ჰიპოთირეოზი)
  • ბავშვთა ასაკის ჰიპოგლიკემია (დღენაკლული ბავშვებში,  შაქრიანი დიაბეტით დაავადებული დედების შვილები, კეტოზური ჰიპოგლიკემია)
  • ჰიპოგლიკემიური პრეპარატების გადაჭარბებული მიღება
  • ღვიძლის მძიმე დაავადებები (ციროზი, ჰეპატიტი,  კარცინომა, ჰემოქრომატოზი)
  • ავთვისებიანი, არაპანკრეასის  სიმსივნები: თირკმელზედა ჯირკვლისა და კუჭის კიბო, ფიბროსარკომა
  • ფერმენტოპატიები (გლიკოგენოზები  – გირკეს დაავადება, გალაქტოზემია. ფრუქტოზისადმი ტოლერანტობის დაქვეითება)
  • ფუნქციური დარღვევები – რეაქტიული ჰიპოგლიკემია (გასტროენტეროსტომა, პოსტგასტრექტომიური სინდრომი, ვეგეტატიური დარღვევები, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის პერისტალტიკის დარღვევები)
  • კვების დარღევევები (ხანგრძლივი შიმშილი, მალაბსორბციის სინდრომი)
  • დარიშხანით, ქლოროფორმით, სალიცილატებით, ანტიჰისტამინური მეიდკამენტებით მოწამვლა, ალკოჰოლური ინტოქსიკაცია
  • ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა, ცხელებითი მდგომარეობა
  • ანაბოლური სტეროიდების, პროპრანოლოლის, ამფეტამინის მიღება

გლუკოზა სისხლში – ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩸 გლუკოზის კონცენტრაცია სისხლში აღინიშნება გლიკოგენეზის, გლიკოგენოლიზის, გლუკონეოგენეზის და გლიკოლიზის პროცესების შედეგად, რაც რეგულირდება ჰორმონებით
🧪 ინსულინის არასაკმარისი რაოდენობისას გლუკოზის დონე სისხლში მატულობს, ასევე გლუკოზის დონის რეგულირებაში მონაწილეობას იღებს სხვა ჰორმონები:
✔️ გლუკაგონი;
✔️ სომატოტროპინი;
✔️ თირეოტროპინი;
✔️ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები;
✔️ კორტიზონი;
✔️ ადრენალინი
🔍 გლუკოზის განსაზღვრა სისხლში უნდა მოხდეს შემდეგი მდგომარეობების დროს:
➡️ ინსულინდამოკიდებული და ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტის დიაგნოსტირებისა და მონიტორინგის პროცესში;
➡️ ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელზედა ჯირკვლის და ჰიპოფიზის დაავადებების დროს;
➡️ ღვიძლის პათოლოგიების შემთხვევაში;
➡️ შაქრიანი დიაბეტის რისკჯგუფში შემავალი პირებში გლუკოზისადმი ტოლერანტობის განსაზღვრისათვის;
➡️ გაცხიმოვნების, ორსულთა შაქრიანი დიაბეტის, გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევის დროს
👉 გაიგეთ მეტი – https://bit.ly/3PJXkV3
#გლუკოზასისხლში #ჰიპერგლიკემია #გლუკოზისდონისმომატება #ჰიპოგლიკემია #გლუკოზისდონისდაქვეითება #გლუკოზისნორმა #ინსულინი #ინსულინდამოკიდებულიდიაბეტი #ინსულინდამოუკიდებელიდიაბეტი #დიაბეტი #გლუკოზადიაბეტისდროს #შაქრიანიდიაბეტი #ღვიძლისპათლოგიები #გაცხიმოვნება #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 ,  3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

ანალიზები, დიაგნოსტიკა >>


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

 

..