ლაპარასკოპია

ლაპაროსკოპია

სტატიაში აღწერილია ლაპარასკოპიის ძირითადი პრონციპები, ლაპაროსკოპიის დადებითი მხარეები და ნაკლოვანებები >>>

არჩილ შენგელია

ლაპაროსკოპია (ბერძნ. λαπάρα — საზარდულიფაშვი + ბერძნ. σκοπέο — ვუყურებ)

ლაპაროსკოპია წარმოადგეს ქირურგიის თანამედროვე მეთოდს, რომლის დროსაც ოპერაციები შინაგან ორგანოებზე ტარდება რამოდენიმე მცირე განაკვეთის (0,5-1,5 სმ) მეშვეობით, როცა ტრადიციული ქირურგიული მიდგომის დროს საჭიროა დიდი განაკვეთების გაკეთება. ლაპაროკოპიული ოპერაციები, როგორც წესი, კეთდება მუცლის და მცირე მენჯის ღრუს ორგანოებზე.

ძირითად ინსტრუმენტს ლაპაროსკოპიული ოპერაციების დროს წარმოადგენს ლაპაროსკოპი: ტელესკოპიური მილი, რომელიც შედგება ვიდეო თვალთან შეერთებული ოპტიკური ლინზისაგან. თანამედროვე ლაპაროსკოპები წარმოდგენილია ციფრული მატრიცებით რაც განაპირობებს მაღალი ხარისხის გამოსახულების მიღებას. ლაპაროსკოპის მილთან ასევე მიერთებულია ოპტიკური კაბელი, რომელიც შეიცავს სინათლის „ცივ“ წყაროს (ჰალოგენური ან კსენონური ნათურა). ოპერაციული ველის შესაქმნელად, ლაპაროსკოპიული ოპერაციისას  , მუცლის ღრუ ივსება ნახშირორჟანგით  (წარმოიქმნება ე.წ. კარბოქსიპერიტონეუმი).  ფაქტიურად, მუცელი იბერება როგორც ჰაერის ბუშტი, მუცლის ღრუს კედელი  შინაგანი ორგანოებიდან იწევა ზევით როგორც გუმბათი. ლაპაროსკოპიული მიდგომით განხორციელებადი ქირურგიული ჩარევების სპექტრი ფართეა: ქოლეცისტექტომიიდან და ჰერნიოპლასტიკიდან გასტრექტომიამდე, პანკრეატოდუოდენო რეზექციამდე და მსხვილ და სწორ ნაწლავზე ოპერაციამდე.

ლაპაროსკოპიის უპირატესობები

მცირე ტრავმატულობა და პაციენტის სტაციონარში დაყოვნების ნაკლები დრო (6-7 დღეღამე), ოპერაციის შემდეგ სწრაფი რეაბილიტაცია, ტკივილის არ არსებობა, პოსტოპერაციული ნაწიბურების არ არსებობა.

ლაპაროსკოპიულმა ქირურგიამ წარმატებით ჩაანაცვლა ღია ქირურგია, რადგან გამოსახულება ბევრად დიდია, ვიდრე ის რასაც ხედავს ქირურგი საკუთარი თვალებით (თანამედროვე ლაპაროსკოპიული აპარატურა ადიდებს 40-ჯერ, ანუ ოპერაცია ტარდება   თითქმის როგორც მიკროსკოპის ქვეშ), გამოყენებადი ოპტიკა საშუალებას იძლევა ოპერაციის ობიექტი ინახოს სხვადასხვა კუთხიდან (სხვადასხვა მხრიდან), რაც შესაძლებელს ხდის ობიექტის  უკეთეს ვიზუალიზაციას, ვიდრე ტრადიციული ოპერაციების დროს.

ლაპაროსკოპიის  ნაკლოვანებები

მიუხედავად იმისა, რომ ლაპაროსკოპიულ ქირურგიას გააჩნია მრავალი აშკარა უპირატესობები პაციენტის მკურნალობის თვალსაზრისით, ასეთი ოპერაციების ჩატარების მექანიზმი ბევრად რთულია ქირურგის თვალსაზრისით, ტრადიციულთან (ღია) შედარებით:

-ოპერაციულ ველზე მოძრაობათა შეზღუდული  დიაპაზონი  იწვევს ქირურგის მიერ სიმარჯვის
დაკარგვას;
-სიღრმე (ოპერირების ობიექტის) აღიქმება დამახინჯებულად ;

– ქსოვილებთან სამუშაოდ გამოიყენება ინსტრუმენტები გამოყენება და არა უშუალოდ ხელები. ამის გამო შეუძლებელი ხდება იმ ძალის განსაზღვრა, რომელიც გამოიყენება ქსოვილებთან სამუშაოდ. ამან  შესაძლებელია გამოიწვიოს ტრავმების ჩამოყალიბება. ეს ასევე ამცირებს ტაქტილურ შეგრძნებებს, რაც მნიშვნელოვნად ართულებს ქირურგის მუშაობას დიაგნოსტიკის დროს (ხელები წარმოადგენენ კარგ დიაგნოსტიკურ საშუალებას, მაგალითად, სიმსივნეებთან მუშაობის დროს) და ისეთი ფაქიზი ოპერაციების ჩატარება, როგორიც არის ნაკერების დადება.
-ინსტრუმენტის მჭრელი ზედაპირები მოძრაობენ ქირურგის ხელების მოპირდაპირე მიმართულებით, ანუ ლაპაროსკოპიის საფუძველს წარმოადგენს არაინტუიციური მოძრაობითი უნარ-ჩვევები, რომლის შესწავლა რთულია.

ლაპაროსკოპიის შესაძლო გართულებები

ყველაზე მნიშვნელოვანია სისხლძარღვების და ნაწლავების დაზიანება თროაკარით. ასეთი ტრავმების ალბათობა უფრო მაღალია სხეულის არასაკმარისი მასის მქონე პაციენტებისათვის ან სხვა აბდომინალური ოპერაციებით ანამნეზში. თროაკარი თავდაპირველად, როგორც წესი, იდება ბრმად.  მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ტრავმები გვხდება საკმაოდ იშვიათად, შესაძლებელია განვითარდეს მნიშვნელოვანი გართულებები: სისხლძარღვოვანი ტრავმების შედეგი შესაძლებელია იყოს სიცოცხლისათვის საშიში სისხლისდენები, ნაწლავების დაზიანება შესაძლებელია გახდეს პერიტონიტის მიზეზი. ძალიან მნიშვნელოვანია ამდაგვარი ტრავმების მალე აღმოჩენა.

-ზოგიერთი პაციენტი იღებს მნიშვნელოვან ელექტროდამწვრობას, ელექტროდებთან მომუშავე ქირურგისათვის უხილავს. ტრავმის შედეგი შესაძლებელია გახდეს შინაგანი ორგანოების გახვრეტა და პერიტონიტი. ეს რისკი მინიმიზირდება ელექტროდის აქტიური მონიტორინგის გამოყენებისას.

-კიდევ ერთ შესაძლო გართულებად შესაძლებელია მოგვევლინოს ჰიპოთერმია და პერიტონეალური ტრავმის წარმოქმნა ცივი, მშრალი აირების ხანგრძლივი ზემოქმედებისას ინსუფულაციის დროს. ამდაგვარი რისკების შესამცირებლად გამოიყენება გამთბარი და დატენიანებული ნახშირორჟანგი.

-ფილტვის დაავადების მქონე ბევრ პაციენტს  უვლინდება პნევმოპერიტონეუმის (აირის შეყვანა მუცლის ღრუში) აუტანლობა, რაც იწვევს ლაპაროსკოპიული ოპერაციიდან ღია წესით ოპერაციაზე გადასვლის აუცილებლობას.

-შეყვანილი ნახშირორჟანგი ოპერაციის დასრულებისას  არასრულად გამოიყვანება  გაკეთებული განაკვეთებიდან.  აირს აქვს გაფართოვების უნარი და როდესაც ნახშირორჯანგი ადის მუცლის ღრუში ის აწვება დიაფრაგმას და ასევე შესაძლებელია მიაწვეს დიაფრაგმის ნერვს. ეს ქმნის ტკივილის შეგრძნებას, რომელიც  შესაძლებელია გადაეცემოდეს მხრებში. მაგალითად, აპენდიქსზე ოპერაციის დროს ტკივილი გადაეცემა მარჯვენა მხარში. ზოგიერთ შემთხვევაში ვითარდება ძლიერი ტკივილი სუნთქვისას. ყველა შემთხვევაში ტკივილი წარმოადგენს დროებით მოვლენას, რადგან სხეულის ქსოვილები შეიწოვენ  ნახშირორჟანგს და გამოიყვანენ მას ამოსუნთქვისას.

-პრობლემები სისხლის შედედებასთან, ასევე ნაწიბური წინა ოპერაციიდან შესაძლებელია წარმოადგენდეს დამატებით რისკს ლაპაროსკოპიული ოპერაციის ჩატარებისას და ითვლება შეფარდებით უკუჩვენებად ამგვარი ოპერაციის ჩასატარებლად.

_________________________

გადასვლა  ,,ენდოქირურგია”