ცილის ფრაქციები

ცილის ფრაქციები

სისხლის შრატის ელექტროფორეზისას ცილოვანი ფრაქციები 5 ნაწილად იყოფა: ალბუმინი, α1 – გლობულინები, α2 – გლობულინები, β – გლობულინები, γ – გლობულინები. ალბუმინი – წარმოადგენს სისხლის შრატის ძირითად ცილოვან ფრაქციას – 53-66%.

ცილის ფრაქციების განსაზღვრის ჩვენებები:

ცილის ფრაქციები – მომზადება ანალიზისათვის

ცილის ფრაქციების განსაზღვრისათვის ანალიზი აღება უნდა მოხდეს დილით უზმოზე, შესაძლებელია მხოლოდ წყლის დალევა, საკვების მიღებიდან გასული უნდა იყოს არანაკლებ 8 საათისა, წინა დღით თავი უნდა ავარიდოთ ალკოჰოლის, ცხიმიანი და შემწვარი საკვების მიღებას, ფიზიკურ დატვირთვას. გარდა ამისა სისხლის აღება უნდა მოხდეს მედიკამენტების მიღების დაწყებამდე (თუ ეს შესაძლებელია) ან მათი შეწყვეტიდან არანაკლებ 1-2 კვირის შემდეგ.  გარკვეული მედიკამენტების მიღება (ალოპურინოლი, ასპარაგინაზა, აზათიოპრინი, ქლორპროპამიდი, დექსტრანი, ესტროგენები, იბუპროფენი, იზონიაზიდი, პერორალური კონტრაცეპტივები, ფენიტოინი, პრედნიზოლონი, ვალპროის მჟავა) ცვლის რეალურ შედეგებს.

ცილის ფრაქციები – შედეგების ინტერპრეტაცია

ცილოვან ფრაქციების ანალიზის დროს შედეგების ინტერპრეტაცია უნდა მოხდეს ყველა მაჩვენებლის კომპლექსში განხილვით. შესაძლებელია ცილოვანი ცვლის  დარღვევის სამი ძირითადი ტიპის გამოყოფა:

  • დისპროტეინემია (ცილოვანი ფრაქციების ურთიერთდამოკიდებულების ცვლილება)
  • ცილის სინთეზის გენეტიკური დეფექტები
  • პარაპროტეინემია   (სისხლში ანომალური ცილების გამოჩენა)

სხვადასხვა მდგომარეობების დროს შესაძლებელია აღინიშოს ცილის ფრაქციების შემდეგი ცვლილებები:

  1. მწვავე ანთება (მწვავე პნევმონია, ბრონქიტი, ვირუსული ინფექციები, პიელონეფრიტი, მიოკარდიუმის ინფარქტი, ტრავმები, ახალწარმონაქმნები) – α1 და α2 – გლობულინების მატება
  2. ქრონიკული ანთება (რევმატოიდული ართრიტი, ქრონიკული ჰეპატიტი) – γ – გლობულინების მომატება
  3. ნეფროზული სინდრომი დაკავშირებულია α2 – მაკროგლობულინის დაგროვებასთან ალბუმინისა და სხვა ცილების დაკარგვის ფონზე თირკმლის მილაკებში ფილტრაციისას.
  4. ღვიძლის ციროზისას აღინიშნება γ – გლობულინების მნიშვნელოვანი მომატება

საერთო ცილა

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988