ცილოვანი ცვლის მაჩვენებლები

ცხიმებისა და ნახშირწყლებისაგან განსხვავებით ცილები ორგანიზმში არ ინახება მარაგის სახით. ცილოვანი ცვლა საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს, რის გამოც ცილების დეფიციტის დროს ცილოვან ცვლაში ძალზედ სწრაფად ერთვება ჩონჩხის კუნთების, კანისა და შინაგანი ორგანოების ცილები.


საქართველოდან ბევრი მიმართავს უცხოურ კლინიკებს, დიაგნოზის გადასამოწმებლად, კონსულტირებისა და თუ აუცილებელია – სამკურნალოდაც. განსაკუთრებით ხშირია დიაგნოზის გადამოწმება. უცხო ქვეყნების სამედიცინო ინფრასტუქტურაში გარკვევა, კლინიკებისა და ექიმების არჩევა, რომლებიც ყველაზე უკეთ და მისაღებ ფასებში გადაჭრიან თქვენს პრობლემებს, საკმაოდ რთულია. ამაში დაგეხმარებიან სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული ფირმები. შეკითხვები უნდა გააგზავნოთ სპეციალური ფორმიდან. საკონტაქტო ფორმაზე გახვალთ ამ ტექსტზე დაკლიკებით. წერილს მიიღებენ სამედიცინო ტურიზმის წამყვანი ფირმები. პირველი შეკითხვაზე პასუხი უფასოა. ენა ქართული. შეეცადეთ შეკითხვა და თქვენი მდგომარეობა ჩამოაყალიბოთ ზუსტად: რა პრობლემა გაქვთ და რა მოთხოვნები გაქვთ კლინიკის მიმართ.


ცილოვანი ცვლის დარღვევა შეიძლება იყოს პირველადი (ეგზოგენური) და მეორადი (ენდოგენური). პირველადი ცილოვანი უკმარისობა განპირობებულია ეგზოგენური ცილების არასაკმარისი ან დაბალი ბიოლოგიური ღირებულების ცილების მიღებით, შეუცვლელი ამინომჟავების დეფიციტით.

ცილოვანი ცვლის დარღვევა მეორადად შეიძლება განვითარდეს ცილოვანი პროდუქტების მონელებისა და შეწოვის დარღვევის შედეგად (გასტროენტერიტი, წყლულოვანი კოლიტი), ცილების მომატებული დაშლის გამო  (სტრესი, ინფექციური დაავადებები), ენდოგენური ცილების გაძლიერებული დაკარგვისა (სისხლდენა, ნეფროზული სინდრომი, ტრავმა) და  ცილის სინთეზის დარღვევის მიზეზით (ჰეპატიტები).

ლაბორატორიულად ცილოვანი ცვლის დარღვევა შესაძლებელია გამოვლინდეს სხვადასხვანაირად, შესაძლებელია აღინიშნებოდეს ჰიპერ- და ჰიპოპროტეინემია, დისპროტეინემია, როდესაც აღინიშნება პლაზმის ცილოვან ფრაქციებს შორის ურთიერთდამოკიდებულების დარღვევა, პარაპროტეინემია – სისხლში ანომალური ცილების გამოჩენა

ცილოვანი ცვლის მაჩვენებლების გამოკვლევისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საერთო ცილისა და ალბუმინის დონეს, რაც წარმოდგენას იძლევა ღვიძლისა და თირკმლების მდგომარეობაზე. გარდა ამისა მნიშვნელოვანია ცილის ფრაქციების შესწავლა, მათი თანაფარდობის განსაზღვრა, რაც შეიძლება შეიცვალოს სხვადასხვა დაავადებების დროს.

ანალიზები, დიაგნოსტიკა >>


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.