ტრიქომონადული კოლპიტი

ტრიქომონადული კოლპიტი ეწოდება საშოს ანთებას, რომლის გამომწვევიცაა ტრიქომონა.

ეტიოლოგია, პათოგენეზი

ტრიქომონების გადაცემა ხდება სქესობრივი აქტის დროს, ხოლო დასნებოვნების სხვა ვარიანტები ნაკლებადსავარაუდოა. დაავადების განვითარებას განაპირობებს იმუნიტეტის დაქვეითება, საკვერცხეების ფუნქციის დარღვევა ან საშოს ლორწოვანი გარსის სხვა ცვლილებები.

სიმპტომები, მიმდინარეობა

ტრიქომონებით დაავადების დროს ყველაზე ხშირად ვითარდება საშოს ანთება, რომელსაც შესაძლოა თან ახლდეს ურეთრიტი ან ცერვიციტი. დაავადების სიმპტომები გამოვლინდება ქავილის, წვის, ტკივილის და სიმძიმის შეგრძნებით მუცლის ქვემო ნაწილში. გამონადენი არის უხვი, ქაფისებური და უსიამოვნო თევზის სუნის მქონე. შესაძლებელია გარეთა სასქესო ორგანოების სიწითლე და შეშუპება.


♥  ქალის ჯანმრთელობის ,,ამაზონის” განყოფილება >>
ოჯახის დაგეგმვის ტესტები
ქალის მოვლის საშუალებები
ტრიქომონიაზის სადიაგნოსტიკო  ტესტები ,,ამაზონზე”
საფუარის სოკოთი გამოწვეული ინფექციების დროს გამოსაყენებელი საშუალებები

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>


ტრიქომონადულ კოლპიტს ქრონიკული მიმდინარეობისას შეუძლია გამოიწვიოს საშვილოსნოს ყელის ცირკულარული ეროზია თეთრად შლის გახანგრძლივების გამო. ურეთრიტის თანდართვის დროს აღინიშნება წვისა და ჭრის შეგრძნება შარდვის დროს.

ტრიქომონადული კოლპიტი ქალებში უხშირესად ატარებს გახანგრძლივებულ ხასიათს დაავადების პერიოდული რეციდივებით. ორივე პარტნიორის მკურნალობის გარეშე დატოვების შემთხვევაში ადგილი აქვს ინფექციის გავრცელებას. დაავადების ქრონიკული ფორმებისას სიმპტომები ძირითადად წარმოდგენილია გამონადენით, ხოლო წვა და ქავილი შედარებით იშვათად გვხვდება.

გართულებები

ორსულობის პერიოდში ტრიქომონადული კოლპიტი წარმოადგენს საშიშროებას ნაყოფის ტრიქომონული დაბინძურების თვალსაზრისით. ასევე ინფექციურ პროცესს შეუძლია გამოიწვიოს თვითნებური აბორტი. ინფექცია განსაკუთრებით საშიშია ორსულობის ადრეულ სტადიებზე.
აქედან გამომდინარე, ორსულობის პერიოდში აუცილებელია გაკეთდეს ანალიზები ინფექციის გამოვლინების თვალსაზრისით და ტრიქომონის არსებობის შემთხვევაში ჩატარდეს შესაბამისი მკურნალობა. სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების ნებისმიერი სიმპტომი არ უნდა დარჩეს ყურადღების მიღმა და სათანადო გამოკვლევების გარეშე.

მკურნალობა

ტრიქომონიის მკურნალობის დროს აუცილებელია ორივე პარტნიორის გამოკვლევა და შესაბამისი სამკურნალო ღონისძიებების გატარება. მხოლოდ ერთი პარტნიორის მკურნალობა არაფერის მომცემი არაა, რადგანაც მეორადი ინფიცირება ასევე იწვევს დაავადების განვითარებას. ხშირად ტარდება კომპლექსური მკურნალობა თანდართული ვენერიული დაავადებების გამო.
მკურნალობის პერიოდში სქესობრივი კონტაქტი დაუშვებელია. ტრიქომონადული კოლპიტის მკურნალობის სქემა მოიცავს ანტიბაქტერიულ თერაპიას, ორგანიზმის ზოგადი გამაჯანსაღებელი პრეპარატების მიღებასა და ფიზიოპროცედურებს ანტიბიოტიკების ეფექტის გასაძლიერებლად.
ასევე ტარდება ადგილობრივი მკურნალობა ანტიმიკრობული მალამოების, სანთლების და საშოში აბაზანებისა და შესხურებების საშუალებებით.
ორსულობის პერიოდში სამკურნალო პრეპაარტების გამოყენება სიფრთხილით ხდება – ზოგიერთი მედიკამენტის მიღება ორსულობის დროს დაშვებული არაა. აქედან გამომდინარე, დაუშვებელია თვითნებური მკურნალობა. ხშირად თვითმკურნალობა იწვევს დაავადების გამომწვევის რეზისტენტობას პრეპარატების მიმართ, რაც მომავალში კიდევ უფრო ართულებს მდგომარეობას. 


ტრიქომონადული კოლპიტილალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 ტრიქომონადული კოლპიტი – საშოს ანთება, რომლის გამომწვევიცაა ტრიქომონა.
🦠 ტრიქომონების გადაცემა ხდება სქესობრივი აქტის დროს, ხოლო დასნებოვნების სხვა ვარიანტები ნაკლებადსავარაუდოა.
🔎 დაავადების განვითარებას განაპირობებს:
➡️ იმუნიტეტის დაქვეითება;
➡️ საკვერცხეების ფუნქციის დარღვევა;
➡️ საშოს ლორწოვანი გარსის სხვა ცვლილებები;
💢 ტრიქომონებით დაავადების დროს ყველაზე ხშირად ვითარდება საშოს ანთება, რომელსაც შესაძლოა თან ახლდეს ურეთრიტი ან ცერვიციტი.
🖇 დაავადების სიმპტომები გამოვლინდება ქავილის, წვის, ტკივილის და სიმძიმის შეგრძნებით მუცლის ქვემო ნაწილში.
⭕️ გამონადენი არის უხვი, ქაფისებური და უსიამოვნო თევზის სუნის მქონე. შესაძლებელია გარეთა სასქესო ორგანოების სიწითლე და შეშუპება.
🤰 ორსულობის პერიოდში ტრიქომონადული კოლპიტი წარმოადგენს საშიშროებას ნაყოფის ტრიქომონული დაბინძურების თვალსაზრისით.
🆘 ასევე ინფექციურ პროცესს შეუძლია გამოიწვიოს თვითნებური აბორტი.
👉 გაიგეთ მეტი ტრიქომონადული კოლპიტის შესახებ სტატიიდან – https://bit.ly/3ZYNfrT
#კოლპიტი #ტრიქომონადულიკოლპიტი #ვაგინიტი #კოლპიტისნიშნები #კოლპიტისსიმპტომები #კოლპიდისმკურნალობა #კოლპიტისდიაგნოსტიკა #ტრიქომონა #დერმატიტი #ბაქტერიულიდისბალანსი #ჰორმონალურიცვლილებები #ორსულობა #ვაგინალურისისხლდენა #ვაგინალურიგამონადენი #ვაგინალურიშეშუპება #იმუნიტეტისდაქვეითება #საკვერცხეებისდისფუნქცია #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

გადასვლა >> გინეკოლოგიური დაავადებები


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.