უროგენიტალური ქლამიდიოზი

 სექსოლოგიურ საქონელს, უმეტესად ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” იწერენ
 ,,ამაზონი” კი უზარმაზარ არჩევანს იძლევა.  გარდა ამისა, ამაზონიდან გამოწერისას დაცულია ანონიმურობა.
 შეგახსენებთ თქვენ იმყოფებით სამედიცინო სექსოლოგიის ყველაზე დიდ ქართულ საიტზე   > 
✧ წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან ამაზონზე გადასვლის შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის ინფორმაცია  რეგიონალური და აქციური ფასდაკლებების გათვალისწინებით. ზოგჯერ ფასდაკლებები 60 %-ს აღწევს.
✧ საქონელზე ფასდაკლებული ფასების მისაღებად ამაზონზე გადადით წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან, სადაც არის ამაზონზე გადამავალი  ლინკები >
 ამაზონის შესაბამის რუბრიკაზე გადასასვლელად დააკლიკეთ ჟოლოსფერ ტექსტებს

უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე” 
პრეზერვატივები

ლუბრიკანტები
სპერმიციდები
სექსუალობის გამაძლიერებლები 
სექსის გამახანგრძლივებელი კრემები
სექსის გამახანგრძლივებელი სპრეი  

შარდსასქესო (უროგენიტალური) ქლამიდიოზი – გავრცელებული დაავადებაა, რომელიც ასნებოვნებს ყველას, მამაკაცებსაც და ქალებსაც.
დაავადების გამომწვევია უნიკალური ტიპის ბაქტერია – ქლამიდია ტრაქომატისი (სეროვარები D – К).
მისი უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ მას აქვს ორი ფორმა, მაგრამ ვენერიული დაავადების ამ გამომწვევის ერთ ფორმას შეუძლია იცხოვროს და აქტიურად გამრავლდეს ადამიანსი ორგანიზმში და მეორე – გარშემო არსებულ სივრცეში ეწეოდეს თავისუფალ ცხოვრებას.
არსებობს ასევე გარდამავალი ფორმები, რაც მნიშვნელოვნად ართულებს დაავადების მკურნალობას.
უნდა გვახსოვდეს, რომ შემთხვევათა 50%-ში ქლამიდიოზი მიმდინარეობს სხვა ინფექციებთან ერთად, რომლებიც ასევე გადაეცემა სქესობრივი გზით, მაგალითად, გონორეა და ტრიქომონიაზი. სამედიცინო სტატისტიკის მიხედვით ეროგენიტალური ქლამიდიოზით დაავადებულია ზრდასრული მოსახლეობის 6-8%.

დაავადების გადაცემის გზებია:

  1. სქესობრივი კონტაქტით გადაცემის გზა;
  2. ორალური სქესობრივი კონტაქტი;
  3. იშვიათად (1% შემთხვევებში) შესაძლებელია საყოფაცხოვრებო გადაცემის გზა: დაბინძურებული ხელებით, თეთრეულით, პირადი ჰიგიენის საგნებით.

ქლამიდიოზით დაავადებულმა ავადმყოფმა შესაძლებელია სასქესო ორგანოებზე ხელის მოკიდების შემდეგ ინფექცია გადაიტანოს თვალზე, რაც იწვევს კონიუნქტივიტის პროვოცირებას.
დაავადება ყველგანაა გავრცელებული. ძირითადად ავადობენ ის პირები, რომლებიც იმყოფებიან სქესობრივი ცხოვრების აქტივობის პიკში – ახალგაზრდა პირები 19-28 წლის ასაკში და ქალები 26-40 წლის ასაკში.
უნდა აღინიშნოს, რომ უხშირესად ავადობენ ადამიანები, რომლებიც არ იცავენ ჰიგიენის წესებს სათანადოდ, აქვთ შემთხვევითი სქესობრივი კონტაქტები.
ქალები, რომელთაც უხშირესად ერთი სქესობრივი პარტნიორი ყავთ და იყენებენ კონტრაცეფციის კომბინირებულ საშუალებებს, ქლამიდიური ინფექციით დაავადების რისკი ნაკლებია, რადგანაც ორალური კონტრაცეპტვები იწვევნ საშვილოსნოს ლორწოს გასქელებას და ამცირებენ ინფექციის გადაცემის რისკს.

დაავადების მიმდინარეობა:

2-3 კვირიანი საინკუბაციო პერიოდის გავლის შემდეგ ქალებს საშოდან ეწყებათ ჩირქოვან-ლორწოვანი გამონადენი, საშვილოსნოს ყელის ლორწოვანზე შესაძლებელია გაჩნდეს ეროზიები.
დამახასიათებელია მქაჩავი ხასიათის ტკივილები მუცლის ქვემო ნაწილში, შარდის გამომყოფი მილის ანთება უსიამოვნო შეგრძნებით შარდვის დროს, საშვილოსნოს ყელისა და საკვერცხეების ანთება.
ტკივილის შემთხვევაში შესაძლოა გაქრეს სიამოვნების შეგრძნება სქესობრივი ცხოვრების დროს (ორგაზმი). ზოგიერთ შემთხვევაში ქლამიდიოზი მიმდინარეობს სრულიად უსიმპტომოდ, ან მას თან ახლავს სასქესო ორგანოებიდან უმნიშვნელო ლორწოვანი გამონადენი.

ქალთა უნაყოფობის მიზეზების კვლევისას ექიმები მივიდნენ დასკვნამდე, რომ აღნიშნული პათოლოგიისას 70% შემთხვევაში დამნაშავეა ქლამიდია. ცნობილია, რომ ქლამიდია იწვევს ანთებით პროცესებს საშვილოსნოს მილებში და მუცლის მიდამოში, სადაც წარმოიქმნება შეხორცებები და ხდება მილების გადაკეტვა, რის გამოც კვერცხუჯრედი ვერ აღწევს საშვილოსნოს და ვერ ხდება დაორსულება.
მამაკაცებში დაავადება მიმდინარეობს შარდგამომყოფი მილების გამოხატული ანთებით (ურეთრიტი), რომლისთვისაც დამახასიათებელია დლით მოშარდვისას მუქი ფერის სითხის წვეთები ან ჩირქოვანი გამონადენი. შესაძლებელია უსიამოვნო შეგრძნებები მოშარდვისას, ქავილი ურეთრის მიდამოში, შარდვის ბოლოს ან ეაკულაციის დროს სისხლიანი გამონადენი.

ქლამიდიოზი და ორსულობა

თუ დედა ავადაა შარდსასქესო სისტემის ქლამიდიოზით, მაშნ შესაძლებელია, რომ ბავშვიც დაავადდეს ამ დაავადებით მშობიარობის დროს. სტატისტიკის მიხედვით ყოველ 1000 მშობიარეზე გვხვდება 20 შემთხვევა. ახალშობილებს თანდაყოლილი ქლამიდიოზი გამოუვლინდებათ თვალის ანთების სახით – კონიუნქტივიტი, რომელიც იწყება დაბადებიდან 7-14 დღეში. იშვიათად, 2 თვიდან ნახევარ წლამდე ასაკის ბავშვების 10-20%-ს, რომელთა დედებიც დაავადებულები არიან ქლამიდიოზით, უვითარდებათ ქლამიდიური ბუნების პნევმონია, სახსრების დაზიანება. უროგენიტალური ქლამიდიოზი არ იწვევს ნაყოფის თანდაყოლილ სიმახინჯეებს.

ლაბორატორიული დიაგნოსტიკა

ქლამიდიოზის დიაგნოზი სარწმუნოდ ითვლება, თუ ხდება მისი დადასტურება მინიმუმ ორი ლაბორატორიული მეთოდის საშუალებით: პირდაპირი იმუნოფლუორესცენციის მეთოდი და პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია. კვლევის კულტურალური მეთოდი იძლევა ბევრ ცრუ დადებით პასუხს.

მკურნალობა

მკურნალობის მეთოდები დაფუძნებულია დაავადების ხანგრძლივობაზე. აუცილებელია მოხდეს ორივე სქესობრივი პარტნიორის მკურნალობა.  მკურნალობის კურსი, პრეპარატი და მისი დოზირება შეირჩევა ექიმის მიერ ინდივიდუალურად კონსულტაციისა და ანალიზების საფუძველზე.
მკურნალობის შემდეგ ქლამიდიამ შესაძლოა დატოვოს ორგანიზმი (მოხდეს განკურნება), ან დაიმალოს, გადავიდეს ე.წ. უჯრედულ ფორმაში, ან მიიძინოს, როგორც ანაბიოზისას, როდესაც ის პრაქტიკულად „არ სვამს“, „არ ჭამს“, „არ სუნთქავს“;
შესაბამისად წამლით ასეთი ფორმის ბაქტერიის მოკვლა დიდ სიძნელეებთანაა დაკავშირებული. გარდა ამისა, უჯრედულ ფორმაში გადასვლისას ის იცვლის უჯრედის კედელს, რომელზეც უნდა იმოქმედოს წამალმა და შესაბამისად წამლის მოქმედების ეფექტი ნულს უტოლდება.
როდესაც იმუნიტეტი ქვეითდება, ან წამალი მთლიანად ტოვებს ორგანიზმს, ქლამიდია ისევ გამოდის უჯრედიდან და აგრძელებს ადამიანის დასნებოვნებას.
უროგენიტალური ქლამიდიოზის განკურნების შემოწმება ხდება მკურნალობიდან 21 დღეში, რომელიც წარმოადგენს ქლამიდიის გამრავლების ციკლს.
ორსულების მკურნალობისათვის მხოლოდ ექიმის დანიშნულებით გამოიყენება აზიტრომიცინი 1 გრ ერთჯერადად. აზიტრომიცინი არ გამოიყენება ორსულობის 4-8 კვირების განმავლობაში.

პროფილაქტიკა


  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილю  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილю “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით

მსგავსი სტატიები:

  1. ქლამიდიოზი
  2. უროგენიტალური ქლამიდიოზი
  3. ქლამიდიოზი უროგენიტალური
  4. ქლამიდიოზები

web
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦  სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
ინტიმური საქონლის მაღაზია
FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“

☀ გაფრთხილება!