ფოლიკულიტი

ფოლიკულიტი (folliculitis; ლათ. folliculus ტომარა + itis) – თმის ფოლიკულის ანთება.

ეტიოლოგია, პათოგენეზი

ფოლიკულიტის გაჩენის ფონს ქმნის:

  • დერმატოზი
  • ვირუსები
  • იმუნური სისტემის დაქვეითება
  • კანის დაზიანებები
  • კანის სოკოვანი დაავადებები
  • პარაზიტები
  • ჭარბი ოფლიანობა

ფოლიკულიტი გამოწვეულია ოქროსფერი, იშვიათად კი თეთრი სტაფილოკოკით. ფოლიკულიტის პათოგენეზში მნიშვნელობა ენიჭება მიკროტრავმებს, კანის დაბინძურებას, ასევე ორგანიზმის რეზისტენტობის დაქვეითებას, რომელიც განპირობებულია სხვადახვა ეგზოგენური (მაგალითად, გადაცივება) და ენდოგენური (შაქრიანი დიაბეტი, ანემია, ღვიძლის დაავადებები, არასრულფასოვანი კვება და სხვ.) ფაქტორებით.
ჰისტოლოგიური სურათი ფოლიკულიტის დროს ხასიათდება თმის გვირგვინის ეპითელალური შრის შიგნითა ნაწილების ჩირქოვანი ანთებით, რომელსაც თან ახლავს სივრცეების, სხვადასხვა ინტენსივობისა და სიღრმის პერივასკულური ანთებითი ინფილტრატის განვითარება.

სიმპტომები, მიმდინარეობა

  • გამონაყარის ქავილი და ტკივილი.
  • გარკვეული დროის შემდეგ დაზიანებულ ადგილებში პიგმენტაციის დატოვება;
  • თმის ფოლიკულის ადგილებში ინფილტრაცია, სიწითლე;
  • პუსტულების გაჩენა ჩირქოვანი კერებით;

ფოლიკულიტის ტიპები

განარჩებენ ზედაპირულ (ოსტიოფოლიკულიტი) და ღრმა ფოლიკულიტს. ზედაპირული ფოლიკულიტის დროს ვხვდებით ჩირქგროვებს (პუსტულები) ზომით 2-5 მმ დიამეტრისა, კონუსისებური ან ნახევარმთვარისებური ფორმის, რომლის შუა ნაწილიც დაკავშირებულია თმის გვირგვინთან.
ჩირქგროვები შემოსაზღვრულია მოვარდისფრო-მოწითალო, მცირე ზომის ანთებადი არშიით. ტკივილის შეგრძნება, როგორც წესი, არ გვაქვს. ზედაპირული ფოლიკულიტი გრძელდება რამოდენიმე დღე.
მეორე-მესამე დღეს ჩირქგროვის შიგთავსი ხმება და წარმოიქმნება მოყავისფრო ქერქი, რომლის მოცილების შემდეგაც რჩება მცირედი პიგმენტაცია და აქერცვლა.

ღრმა ფოლიკულიტი

ღრმა ფოლიკულიტი ხასიათდება კანზე მკვრივი მტკივნეული კვანძების გაჩენით, რომელიც წითელი ფერისაა და ზომით 10 მმ-ს აღწევს, ზედაპირზე აქვს პუცტულა ცენტრში თმის ბოლქვით. რამოდენიმე დღეშ პუსტულა იხსნება ან ხმება მოყვითალო ქერქის განვითარებით.
ასეთი ფოლიკულიტი შესაძლოა განვითარდეს დამოუკიდებლად, ან მას წინ უსწრებდეს ოსტიოფოლიკულიტი. ხშირად ერთდროულად ან მიყოლებით ჩნდება რამოდენიმე ფოლიკული და თითოეული გრძელდება 4-7 დღე.
მრავლობითი ფოლიკულიტები ხშირად აღენიშნებათ მამაკაცებს, უპირატესად კანის იმ უბნებში, რომელიც განიცდის ზეწოლას და გახეხვას, მაგალითად ტანსაცმლით, სახვევით და თავის თმიანი ნაწილითაც კი.

პროფესიონალური ფოლიკულიტი

განსაკუთრებულ კლინიკურ ფორმას წარმოადგენს პროფესიონალური ფოლიკულიტი, რომელთა განვითარებაც დაკავშირებულია მუშაობის დროს კანის დაბინძურებასთან საზეთი საშუალებებით. პროფესიული ფოლიკულიტის დასაწყისისთვის დამახასიათებელია ფოლიკულების ძირში გარქოვანებული საცობის წარმოქმნა, რომლის გარშემოც ვითარდება ანთება.
დაავადება ძირითადად ვითარდება მხრებზე, მაჯების ზურგზე. ფურუნკულისაგან ფოლიკულიტი განსხვავდება მცირე ზომითა და დანეკროზების არარსებობით, თუმა ფოლიკულიტი შესაძლოა გარდაიქმნას ფურუნკულში, გართულდეს ლიმფანგიტითა და ლიმფადენიტით.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა

ფოლიკულიტის დიგნოსტირებასა და მკურნალობას ახდენს დერმატოლოგი, როგორც წესი-ამბულატორიულად.  დიაგნოსტირებისათვის საჭიროა:

  • დერმატოსკოპია
  • მიკროსკოპია, გამონადენის ბაქტ-დათესვა
  • პჯრ-დიაგნოსტიკა
  • სოკოზე გამოკვლევა


პროგნოზი 

პროგნოზი კეთილსაიმედოა. ფოლიკულიტის პირველადი პროფილაქტიკა მდგომარეობს კანისა და თმის სწორ, დროულ მოვლაში, დაავადებისა და ფოლიკულიტის განვითარების თავიდან აცილებაში.

გართულებები

ფოლიკულიტის გართულება შეიძლება იყოს:

  • აბსცესი;
  • კარბუნკულის გაჩენა;
  • ფლეგმონა;
  • ჰიდრადენიტი   

ფოლიკულიტილალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 ფოლიკულიტი – თმის ფოლიკულის ანთება
📌 ფოლიკულიტის გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს:
➡️ დერმატოზი;
➡️ ვირუსები;
➡️ იმუნური სისტემის დაქვეითება;
➡️ კანის დაზიანებები;
➡️ კანის სოკოვანი დაავადებები;
➡️ პარაზიტები;
➡️ ჭარბი ოფლიანობა;
🔎 განარჩევენ ფოლიკულიტის შემდეგ ტიპებს:
☑️ ზედაპირული ფოლიკულიტი (ოსტიოფოლიკულიტი) – ამ დროს ვხვდებით კონუსისებური ან ნახევარმთვარისებური ფორმის ჩირქგროვებს , რომლის შუა ნაწილიც დაკავშირებულია თმის გვირგვინთან;
☑️ღრმა ფოლიკულიტი
👉 შეიტყვეთ მეტი ფოლიკულიტის შესახებ ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან – https://bit.ly/3zGlDO6
#ფოლიკულიტი #თმისფოლიკულისანთება #ფოლიკულიტისსიმპტომები #ფოლიკულიტისნიშნები #ფოლიკულიტისდიაგნოსტიკა #ფოლიკულიტისმკურნალობა #გამონაყარი #ინფილტრაცია #სიწითლე #პუსტულები #ზედაპირულიფოლიკულითი #ღრმაფოლიკულიტი #ოსტიოფოლიკულიტი #დერმატოზი #იმუნურისისტემისდაქვეითება #კანისსოკოვანიდაავადებები #ჭარბიოფლიანობა #პროფესიონალურიფოლიკულიტი #ჩირქგროვა #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 ,  3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

კანისა და ვენერიული დაავადებები


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

    აკნე

.

Share this...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter
English English Georgian Georgian