სტრეს ექოკარდიოგრაფია

სტრეს ექოკარდიოგრაფია

სტრეს ექოკარდიოგრაფია საშუალებას იძლევა რეგისტრირდეს სხვადასხვა სტრეს აგენტებით ინდუცირებული მიოკარდიუმის  იშემია. >>>>

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია

გულის იშემიური დაავადებისა და სარქვლოვანი აპარატის პათოლოგიების დიაგნოსტიკაში მნიშვნელოვანია გულის ულტრაბგერითი გამოკვლევა დატვირთვის ტესტებთან კომბინაციაში – სტრეს ექოკარდიოგრაფია. სტრეს ექოკარდიოგრაფია შესაძლებელია ჩატარდეს როგორც ფიზიკური დატვირთვით (ტრედმილტესტი, ველოერგომეტრია), ისე ფარმაკოლოგიური საშუალებებით (სტრეს ექოკარდიოგრაფია დობუტამინით). სტრეს ექოკარდიოგრაფია საშუალებას იძლევა რეგისტრირდეს სხვადასხვა სტრეს აგენტებით ინდუცირებული მიოკარდიუმის  იშემია.

სტრეს ექოკარდიოგრაფია ფიზიკური დატვირთვით ფარმაკოლოგიური საშუალებებთან შედარებით ახლოსაა ფიზიოლოგიურ ცვლილებებთან, თუმცა გააჩნია ნაკლოვანებებიც:  პაციენტთა დაახლოებით 1/3-ში შეუძლებელია დატვირთვის სტრეს ექოკარდიოგრაფიის გამოყენება პერიფერიული სისხლძარღვების, ფილტვების, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებების გამო, გარდა ამისა ფილტვების ჭარბი ჰიპერვენტილაცია ავიწროებს ულტრაბგერით ფანჯარას და ამცირებს გამოსახულების ხარისხს. ფარმაკოლოგიური საშუალებების გამოყენებისას აღნიშნული ფაქტორები ნიველირდება, თუმცა თვითონ ტესტის ჩატარების პროცედურა გართულებულია, საჭიროა ინფუზომატის გამოყენება და გარდა ამისა გააჩნია უკუჩვენებები.

სტრეს ექოკარდიოგრაფიისას ტარდება ელექტროკარდიოგრამისა და არტერიული წნევის უწყვეტი რეგისტრაცია და გამოკვლევამდე და გამოკვლევის შემდეგ ტარდება ექოკარდიოგრაფია. გამოკვლევისას ექიმი აფასებს პაცინეტის მდგომარეობას, ექოკარდიოგრაფიულ ცვლილებებს, მარცხენა პარკუჭის კედლის კუმშვადობა, გულშიდა სისხლის მიმოქცევა.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988