ტრედმილტესტი

ტრედმილტესტი სტრეს ექოკარდიოგრაფიულ გამოკვლევას წარმოადგენს და ტარდება სპეციალურ სარბენ ბილიკზე, რომლის მოძრაობის სიჩქარეც განისაზღვრება ექიმის მიერ. ტესტის პერიოდში ხდება სიარულის ან სირბილის იმიტაცია. ტრედმილტესტი აუცილებელია გულის ფარული დაავადების გამოსავლენად, გულის იშემიური დაავადების დიაგნოსტირებისათვის, გულის კუმშვადობის შესაფასებლად. ტრედმილტესტი იწყება ჩვეულებრივი სიარულით, რაც ხანშიშესული პირებისათვისაც იოლად შესასრულებელია. ყოველ სამ წუთში დატვირთვა იზრდება სარბენი ბილიკის სიჩქარის გაზრდით.


საქართველოდან ბევრი მიმართავს უცხოურ კლინიკებს, დიაგნოზის გადასამოწმებლად, კონსულტირებისა და თუ აუცილებელია – სამკურნალოდაც. განსაკუთრებით ხშირია დიაგნოზის გადამოწმება. უცხო ქვეყნების სამედიცინო ინფრასტუქტურაში გარკვევა, კლინიკებისა და ექიმების არჩევა, რომლებიც ყველაზე უკეთ და მისაღებ ფასებში გადაჭრიან თქვენს პრობლემებს, საკმაოდ რთულია. ამაში დაგეხმარებიან სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული ფირმები. შეკითხვები უნდა გააგზავნოთ სპეციალური ფორმიდან. საკონტაქტო ფორმაზე გახვალთ ამ ტექსტზე დაკლიკებით. წერილს მიიღებენ სამედიცინო ტურიზმის წამყვანი ფირმები. პირველი შეკითხვაზე პასუხი უფასოა. ენა ქართული. შეეცადეთ შეკითხვა და თქვენი მდგომარეობა ჩამოაყალიბოთ ზუსტად: რა პრობლემა გაქვთ და რა მოთხოვნები გაქვთ კლინიკის მიმართ.


ტრედმილტესტის შეწყვეტის კრიტერიუმებია:

  • თავბრუსხვევა
  • თავის ტკივილი
  • ქოშინის  გაძლიერება
  • ტკივილი გულმკერდის არეში
  • სისუსტე, დაღლილობა
  • ეკგ -ზე იშემიური ცლილებების გამოვლინება
  • არითმიისა და გულის ბლოკადის  ნიშნები
  • არტერიული წნევის დაქვეითება ან მატება დატვირთვის გაზრდისას

ტრედმილტესტის შედეგების მიხედვით ტესტი შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი, რაც შესაბამისად მიუთითებს გულის იშემიური დაავადების არსებობა-არარსებობაზე. ასევე შესაძლებელია ტესტი იყოს საეჭვო ან არაინფორმატიული იმ შემთხვევაში თუ პაციენტი შეწყვეტს ტესტს სხვადასხვა მიზეზით და ვერ მოხდება ტესტის შეფასებისათვის საჭირო გულის შეკუმშვების სიხშირის მიღწევა.  ანალიზები, დიაგნოსტიკა >>


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.