ფოტოდერმატოზები

ფოტოდერმატოზები

ფოტოდერმატოზები კანის დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია მასზე მზის სხივების ზემოქმედებით.

ფოტოდერმატოზები  – ეტიოპათოგენეზი. მზის სხივების გამოსხივების სპექტრში შედის ულტრაიისფერი (А, В, С) და ხილული სხივები, რომელიც შეადგენს 92%-ს. ულტრაიისფერ გამოსხივების C სპექტრს აქვს ტალღის სიგრძე 200-290 ნმ, რომელის ბლოკირებაც ხდება ოზონის შრით და ვერ აღწევს დედამიწას. UVB (290—320 ნმ ვერ გადის მინაში, აქვს კანცეროგენული მოქმედება, აღწევს დვრილოვან დერმას და იწვევს ერითემას; UVA სიგრძე შეადგენს 320-400 ნმ, ის აღწევს შუშაში, აქვს უმნიშვნელო კანცეროგენული მოქმედება, აღწევს რეტიკულურ დერმას და იწვევს საგრძნობ ფოტოალერგიულ რეაქციას. ხილული სპექრტის ტალღის სიგრძეა 400-800 ნმ, მათ არ აქვთ კანცეროგენული მოქმედება. კანი შეიცავს მრავლობით ქრომოფორებს, რომელიც შთანთქავს ულტრაიისფერ რადიაციას: კერატინული ცილები, ჰემოგლობინი, პორფირინი, მელანინი, ნუკლეინის მჟავები, ლიპოპროტეინები, არომატული ამინომჟავები (თიროზინი, ტრიფტოფანი, ჰისტიდინი). აღნიშნულთან ერთად ინტენსიურ მზის გამოსხივებასა და ასევე ხელოვნურ ულტრაიისფერ გამოსხივებას (ვერცხლისწყალ-კვარცის ლამფას, ელექტროსვარკას) შეუძლია გამოიწვიოს კანის დაზიანება ყველა ადამიანში რევმატიული რეაქციის ტიპით მწვავე ან ქრონიკული დერმატიტის ფორმით. გამოყოფენ ასევე ფოტოდინამიურ რეაქციებს, რომელიც ვითარდება კანზე ფოტოსენსიბილიზატორების ზემოქმედების შედეგად – ეს არის ნივთიერებები, რომელიც აძლიერებს მის მგრძნობელობას მზის სხივების მიმართ. დღესდღეობით დადგენილია 50 ნივთიერება, რომელსაც აქვს ფოტომასენსიბილიზებელი თვისება.

განარჩევენ ობლიგატურ და ფაკულტატურ ფოტოსენსიბილიზატორებს. პირველებს აქვთ უნარი გაზარდონ კანის მგრძნობელობა ყოველთვის და გამოიწვიონ ფოტოტოქსიური რეაქციები უჯრედების პირდაპირი დაზიანებით ფოტოქიმიური რეაქციის საფუძველზე. მეორენი ზემოქმედებას ახორციელებენ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში და იწვევნ ფოტოალერგიული რეაქციების განვითარებას.

ობლიგატური ფოტოსენსიბილიზატორები შესაძლოა იყვნენ ეგზოგენურები, რომლებიც კანზე მოქმედებენ უშუალოდ, ან ენდოგენურები, რომლებსაც თავად ორგანიზმი გამოიმუშავებს და კანზე ზემოქმედებას იწვევს ჰემატოგენური გზით.

ფოტოალერგიული რეაქცია ძირითადად ვიტარდება ეგზოგენური ფაკულტატური ფოტოსენსიბილიზატორების ხარჯზე, იშვიათად კი – ეგზოგენურების (ცილოვანი შიმშილის დროს).

ეგზოგენური ფოტოსენსიბილიზატორები ამაღლებენ კანის მგრძნობელობას როგორც უშუალო კონტაქტისას, ასევე ჰემატოგენური ზემოქმედების გზით, რომლის დროსაც ზოგიერთ შემთხვევაში ხდება პორფირინული ცვლის დარღვევა.

პირველ ჯგუფს განეკუთვნება ქრომის მარილები, სარეცხი საშუალებები, კორტიკოსტეროიდები ხანგრძლივი გარეგანი გამოყენებისას, მეორეს მხრივ – ტეტრაეთილმჟავები, რომელიც შედის ეთილირებული ბენზინის და ზოგიერთი მედიკამენტის შემადგენლობაში (ტეტრაციკლინები, ბარბიტურატები, სულფანილამიდები).

ფოტოდერმატოზები  – კლინიკა. ფოტოტრავმული რეაქცია ვითარდება მწვავე ერითემატოზული ან ბულოზური დერმატიტის დროს, ასევე ქრონიკული მზის სხივების ზემოქმედებისას განვითარებული დერმატიტისას, რომელიც ხასიათდება სახეზე და კისრის უკანა ზედაპირზე პიგმენტაციის, ლიქენიფიკაციის განვითარებით, მოგვიანებით კი – ტელანგიექტაზიებით, ნახეთქებით, ჰიპერკერატოზის ნიშნებით, პაპილომატოზური წანაზარდებით. ხელოვნური ულტრაიისფერი ზემოქმედების შემთხვევაში კანზე შესაძლოა განვითარდეს დერმატიტის ნეკროზული ფორმა.

ფოტოდინამიური რეაქციების კლინიკური გამოვლინებები, რომლებიც განსხვავდება მზის სხივებისგან გამოწვეული დერმატიტისაგან, იწოდება ფოტოდერმატიტებად.

ფოტოდერმატიტები გნპირობულია ფოტოტოქსიური რეაქციებით და ჩნდება სხეულის ღია ზედაპირებზე მდგრადი ერითემის ან ერითემატოზულ-ბულოზური გამონაყარის სახით. ფოტოდერმატიტები, რომელიც დაკავშირებულია მცენარეების წვენის ფოტომასენსიბილიზირებელი მოქმედებით, გამოვლინდება ერითემატოზულ-ბულოზური ელემენტებით, რომელსაც აქვს მცენარის მოხაზულობა.

კანის გვიანი პორფირია ხასიათდება სახესა და მტევნებზე ბუშტების განვითარებით მზის სხივებისა და უმნიშვნელო ტრავმების ზემოქმედების შედეგად. ბუშტები იხსნება და რჩება ეროზიები ან ზედაპირული წყლულები, რომელიც შეხორცების შემდეგ ტოვებს ტროფიკულ ნაწიბურს. კანის დაზიანება თანდათანობით ჰიპერპიგმენტირდება, კისრის, შუბლისა და თვალბუდის რბილი ქსოვილები ჩაცვენილია, რის გამოც პაციენტი გამოიყურება იმაზე უფრო ასაკიანად, ვიდრე არის. შარდში უროპორფირინების მატების შედეგად შარდი ხდება მოვარდისფრო-მოწითალო ფერის.

ფოტოალერგიული რეაქციები გამოვლინდება მიკროვეზიკულებით (მზის ეგზემა), დიდი ზომის ბუშტებით (მზის ციება) და პრურიგოსმაგვარი ელემენტებით (მზის პრურიგო).

ფოტოდერმატოზები  – დიაგნოსტიკა. მზის სხივებით გამოწვეული დერმატიტების დიფერენცირება აუცილებელია მარტივი დერმატიტებისგან, ფოტოდერმატიტებისა – მრავალფორმიანი ექსუდაციური ერითემისაგან, ეგზემის, ჭინჭრის ციებისა და პრურიგოსგან. უნდა მივუთითოთ ანამნეზში მზის სხივების ან ხელოვნური ულტრაიისფერი სხივების შესაძლო მოქმედების შესახებ, პროცესის უკუგანვითარებაზე ზამთრისა და შემოდგომის პერიოდებში, ღია ადგილების უპირატეს დაზიანებაზე და ფოტოსენსიბილიზატორების ზემოქმედება მეტყველებს ფოტოდერმატოზების დიაგნოზის სასარგებლოდ.

ფოტოდერმატოზები  – მკურნალობა. მზისმიერი დერმატიტების მწვავე ფორმის მკურნალობის პრინციპები არ განსხვავდება სხვა მწვავე ხასიათის დერმატიტების მკურნალობისაგან. ქრონიკული ფორმის დერმატიტის დროს ნაჩვენებია კორტიკოსტეროიდების შემცველი მალამოების გამოყენება სალიცილის მჟავით. პროფილაქტიკის მიზნით კი რეკომენდებულია სხვადასხვა ხარისხის მზისგან დამცავი კრემების გამოყენება.

ფოტოდერმატოზების მკურნალობა პირველ რიგში მოიცავს  ფოტოსენსიბილიზატორების მოქმედების გამორიცხვას. კანის გვიანი პორფირიის დროს აუცილებელია გამოირიცხოს პირველ რიგში ისეთი ფაქტორები, რომელიც იწვევს პორფირინული ნივთიერებების ცვლის დარღვევას, ასევე კანის დაცვა მზის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებისაგან. ეფექტურია სისხლის გამოშვება (500 მლ 1-ჯერ დღეში კვირაში), თუმცა მისი მოქმედების მექანიზმი საბოლოოდ უცნობია. ნაჩვენებია ასევე დელაგილი მცირე დოზებით. ფოტოდერმატიტების ყველა ფორმის მკურნალობა და გარეგანი საშუალებების გამოყენება არ განსხვავდენა მზისგან გამოწვეული დერმატიტისაგან.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988