სტრეს ექოკარდიოგრაფია

სტრეს ექოკარდიოგრაფია საშუალებას იძლევა რეგისტრირდეს სხვადასხვა სტრეს აგენტებით ინდუცირებული მიოკარდიუმის  იშემია.


საქართველოდან ბევრი მიმართავს უცხოურ კლინიკებს, დიაგნოზის გადასამოწმებლად, კონსულტირებისა და თუ აუცილებელია – სამკურნალოდაც. განსაკუთრებით ხშირია დიაგნოზის გადამოწმება. უცხო ქვეყნების სამედიცინო ინფრასტუქტურაში გარკვევა, კლინიკებისა და ექიმების არჩევა, რომლებიც ყველაზე უკეთ და მისაღებ ფასებში გადაჭრიან თქვენს პრობლემებს, საკმაოდ რთულია. ამაში დაგეხმარებიან სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული ფირმები. შეკითხვები უნდა გააგზავნოთ სპეციალური ფორმიდან. საკონტაქტო ფორმაზე გახვალთ ამ ტექსტზე დაკლიკებით. წერილს მიიღებენ სამედიცინო ტურიზმის წამყვანი ფირმები. პირველი შეკითხვაზე პასუხი უფასოა. ენა ქართული. შეეცადეთ შეკითხვა და თქვენი მდგომარეობა ჩამოაყალიბოთ ზუსტად: რა პრობლემა გაქვთ და რა მოთხოვნები გაქვთ კლინიკის მიმართ.


გულის იშემიური დაავადებისა და სარქვლოვანი აპარატის პათოლოგიების დიაგნოსტიკაში მნიშვნელოვანია გულის ულტრაბგერითი გამოკვლევა დატვირთვის ტესტებთან კომბინაციაში – სტრეს ექოკარდიოგრაფია. სტრეს ექოკარდიოგრაფია შესაძლებელია ჩატარდეს როგორც ფიზიკური დატვირთვით (ტრედმილტესტი, ველოერგომეტრია), ისე ფარმაკოლოგიური საშუალებებით (სტრეს ექოკარდიოგრაფია დობუტამინით). სტრეს ექოკარდიოგრაფია საშუალებას იძლევა რეგისტრირდეს სხვადასხვა სტრეს აგენტებით ინდუცირებული მიოკარდიუმის  იშემია.

სტრეს ექოკარდიოგრაფია ფიზიკური დატვირთვით ფარმაკოლოგიური საშუალებებთან შედარებით ახლოსაა ფიზიოლოგიურ ცვლილებებთან, თუმცა გააჩნია ნაკლოვანებებიც:  პაციენტთა დაახლოებით 1/3-ში შეუძლებელია დატვირთვის სტრეს ექოკარდიოგრაფიის გამოყენება პერიფერიული სისხლძარღვების, ფილტვების, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებების გამო, გარდა ამისა ფილტვების ჭარბი ჰიპერვენტილაცია ავიწროებს ულტრაბგერით ფანჯარას და ამცირებს გამოსახულების ხარისხს. ფარმაკოლოგიური საშუალებების გამოყენებისას აღნიშნული ფაქტორები ნიველირდება, თუმცა თვითონ ტესტის ჩატარების პროცედურა გართულებულია, საჭიროა ინფუზომატის გამოყენება და გარდა ამისა გააჩნია უკუჩვენებები.

სტრეს ექოკარდიოგრაფიისას ტარდება ელექტროკარდიოგრამისა და არტერიული წნევის უწყვეტი რეგისტრაცია და გამოკვლევამდე და გამოკვლევის შემდეგ ტარდება ექოკარდიოგრაფია. გამოკვლევისას ექიმი აფასებს პაცინეტის მდგომარეობას, ექოკარდიოგრაფიულ ცვლილებებს, მარცხენა პარკუჭის კედლის კუმშვადობა, გულშიდა სისხლის მიმოქცევა.    ანალიზები, დიაგნოსტიკა >>


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.