ფრამბეზია

რას წარმოადგენს ფრამბეზია?

ფრამბეზია არის ინფექციური ხასიათის დაავადება, რომელიც ხასიათდება კანის, ლორწოვანნი გარსებისა და ძვალ-სახსროვანი სისტემის სხვადასხვა ხასიათის დაზიანებებისაგან.

რა იწვევს ფრამბეზიის პროვოცირებას?

დაავადებას იწვევს ბაქტერიები, ნებისმიერი წარმოშობის, რომელიც ახლოსაა თვისებებით სიფილისის გამომწვევთან, თუმცა დაავადება არ მიეკუთვნება ვენერიული ხასიათის პათოლოგიას. მისი მიმდინარეობა ყოველთვის გახანგრძლივებულია, ციკლურია და ხასიათდება გამწვავებებისა და სიმშვიდის პერიოდების მონაცვლეობით. ფრამბეზიის გამომწვევი მიკროორგანიზმები კარგად გამოვლინდებიან ავადმყოფის კანიდან აღებულ ნიმუშში მიკროსკოპირების წესით. გარემო პირობებში საკმაოდ არამდგრადნი არიან და ყველაზე კარგად ძლებენ ისეთ კლიმატში, სადაც არის თბილი, ტენიანი ჰაერი. ასეთ დროს გამომწვევი შესაძლოა ცხოველუნარიანობას ინარჩუნებდეს რამოდენიმე საათი და მეტიც კი.

პათოგენეზი. რა ხდება ფრამბეზიის დროს?

დაავადების უშუალო გამავრცელებელის მეორე დასნებოვნებული ადამიანი. განსაკუთრებით დამასნებოვნებელი მოქმედება აქვს მას დაავადების ადრეულ ეტაპებზე. ავადმყოფის კანზე აღინიშნება მრავლობითი, საკმაოდ დიდი ზომის წყლულოვანი დეფექტები. სწორედ მათი საშუალებით ხდება დაავადების გავრცელება გამომწვევით, რომელიც იჭრება კანში ნაკაწრების, ნახეთქებისა და სხვა მცირე ზომის დეფექტების გავლით.

მიკროორგანიზმის გადაცემა ხდება დასნებოვნებულ და ჯანმრთელ ადამიანს შორის უშუალო მჭიდრო კონტაქტის შედეგად.

თუმცა ასევე შესაძლებალია დაავადების გავრცელება ე.წ. არაპირდაპირი გზით საერთო მოხმარების საგნების საშუალებით. ძირითადად ესაა ჰიგიენის საგნები, საერთო თეთრეული და სხვ. ძალძედ მნიშვნელოვანია თავად დაავადებულის მიერ ჰიგიენის ელემენტარული წესების დაუცველობა. მაღალი ალბათობით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დააავდების გამავრცელებლები არიან ოთახის ბუზები, რომლებიც ხშირად არიან სხვადსხვა ინფექციური დაავადებების გადამტანები. სრულებით შესაძლებელია სქესობრივი გზით გადაცემის შესაძლებლობაც, თუმცა დაკვირვებებმა აჩვენა, რომ მასზე არ მოდის პროცენტულად დიდი წილი.

დასნებოვნების ალბათობა საკმაოდ მაღალია. ყველაზე ხშირად ფრამბეზია აავადებს მცირე ასაკის ბავშვებს; პროცენტულად ასეთ ასაკზე მოდის შემთხვევათა 90% და მეტი. როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, დაავადების გავრცელების დროს ყველაზე დიდი საშიშროებას წარმოადგენს პაციენტი დაავადების ადრეულ სტადიაზე. ეს ფაქტორი კი კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს დაავადების გავრცელებას ბავშვებსა და მოზარდებში. ყველაზე დიდი რაოდენობით ავადობა ფიქსირდება სოფლის მცხოვრებლებში, უპირატესად მამრობითი სქესის ადამიანებში, იქ, სადაც ყველაზე მჭიდროა დასახლება და შრომის პირობები ანტისანიტარიულია. ავადმყოფს იმუნიტეტი გამოუმუშავდება მხოლოდ უშუალოდ დაავადების გადატანის შედეგად და ნარჩუნდება მხოლოდ გამომწვევის ორგანიზმში არსებობის პირობებში. გამოჯანმრთელების შემდეგ ის ქრება და რისკი ხელმეორედ დაავადებისა ისევ რჩება.

დაავადებული პაციენტების ყველაზე დიდი რიცხვი ფიქსირდება წლის წვიმიანი პერიოდებისას. დაავადება ყველაზე გავრცელებულია აფრიკის ეკვატორზე, ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაში, წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილის კუნძულებზე, სამხრეთ და ცენტრალური ამერიკის ქვეყნებში, ავსტრალიის ჩრდილოეთ ნაწილში, თუმცა ბოლო წლებში აღინიშნება მკვეთრი კლება ფრამბეზიით ავადობისა.

გამომწვევის ორგანიზმში შეჭრის შემდეგ დაავადების განვითარება და მიმდინარეობა გვაგონებს სიფილისს. ამ უკანასკნელისაგან განმასხვავებელი ნიშანია ის, რომ ფრამბეზია არასოდეს არ აზიანებს შინაგან ორგანოებს. ფარული პერიოდი ფრამბეზიის დროს უფრო ხანგრძლივია, ვიდრე სიფილისისას.

ფრამბეზიის სიმპტომები:

ფარული პერიოდი ფრამბეზიის დროს მოიცავს გამომწვევის ორგანიზმში შეჭრიდან დაახლოებით 2-6 კვირას. პაციენტების უმრავლესობას ამ დროს არ აწუხებს არანაირი დარღვევა კანის მხრივ ან ზოგადი თვითშეგრძნებისა, რის გამოც აღნიშნულ პერიოდში თითქმის შეუძლებელია დაავადების დიაგნოსტირება. სხვა დაავადებულები კი აღნიშნავენ სისუსტეს, მტვრევას, ადვილად დაღლილობას, თავის ტკივილს, შეუძლოდ ყოფნას. სხეულის ტემპერატურა იმატებს. ღამის პერიოდში ავადმყოფი შესაძლოა უჩიოდეს ტკივილის სიმპტომს სახსრებსა და კუნთებში.

დაზიანების კერა, რომელიც გამოვლინდება უშუალოდ გამომწვევის შეჭრის ადგილას კანში, მიღებულია კლინიკურ პრაქტიკაში იწოდებოდეს პირველად ფრამბეზომად. ის წარმოადგენს მცირე ზომის კვანძს ან მათ ჯგუფს. ეს წარმონაქმნდები ხასიათდება მუდმივი ქავილით და პაციენტისთვის საკმაოდ შემაწუხებელია. რამოდენიმე ხანში აღნიშნული წარმონაქმნის ადგილზე ვითარდება თმიანი გამონაზარდი, რომელიც მსუბუქი ტრავმირების შემდეგაც კი სისხლმდენია ან წყლულდება. წყლულის განვითარების შემთხვევაში ეს უკანასკნელი იღებს კარტერის ფორმას, კანის მის ზემოთ მნიშვნელოვნად გამკვრივებულია, ხოლო ძირი დაფარულია თავისებური წანაზარდით, რომელიც ასევე უხვად სისხლმდენია ტრავმირების შედეგად. ორივე ზემოთ აღწერილ კერას, რომელიც ვითარდება ფრამბეზიის დროს, აქვს ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება – შეხებისას ისინი სრულებით უმტკივნეულოა. პირველადი ფრამბეზიის კერიდან უხვად გამოიყოფა დიდი რაოდენობით სითხე, რომელსაც აქვს მომწვანო-მოყვითალო ფერი. მისი გამოკვლევისას შესაძლოა თავისუფლად აღმოვაჩინოთ გამომწვევი, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს დიაგნოსტიკას. მოგვიანებით სითხე შრება, რის საფუძველზეც წარმოიქმნება ქერქი. მისი პინცეტით ფრთხილად მოცილების შემთხვევაში შესაძლოა აღმოვაჩინოთ კანის განახლებადი ზედაპირი, რომელიც ადვილად ზიანდება და გამუდმებით სველდება.

პირველადი ფრამბეზია, იშვიათი გამონაკლისის გარდა, კანზე ვითარდება ერთეული სახით. მისი დიამეტრი საკმარისად დიდია და საშუალოდ შეადგენს 1-10 სმ-ს. დაზიანების კერა შესაძლოა იყოს განთავსებული სხეულის ნებისმიერ ადგილას. ყველაზე ხშირად მას ვხვდებით ხელისა და ფეხის კანზე. მისი არსებობის ხანგრძლივობა მერყეობს 2-დან 4 თვემდე. შეხორცება მიმდინარეობს სრულიად უკვალოდ და კანზე არასოდეს ტოვებს ნაწიბურს ან სხვა სახის ცვლილებას. ნაწიბური ჩნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დაავადებას თან ერთვის ინფექციური ხასიათის გართულება, ან ხდება კანის მნიშვნელოვანი ხარისხის ტრავმატიზაცია. დაახლოებით 1-4 თვის შემდეგ, პირველადი ფრამბეზიის გაქრობის შემდეგ ხდება გამომწვევის გავრცელება მთელს ორგანიზმში, რაც გამოვლინდება დამახასიათებელი კლინიკური სურათით. კანზე ჩნდება დიდი რაოდენობით სრულიად სხვადასხვანაირი ტიპის გამონაყარი, რასაც თან ახლავს ლორწოვანი გარსებისა და ძვალ-სახსროვანი სისტემისმხრივი დაზიანებები. ყველა ამ სახის გამოვლინებამ მიიღო ადრეული ფრამბეზიდების დასახელება. გამონაყარის გამოვლინებამდე რამოდენიმე ხნით ადრე შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობის და გუნება-განწყობილების მნიშვნელოვან ცვლილებებს, რომელიც ღამის პერიოდში უფრო მკვეთრად გამოხატული ხდება.

ფრამბეზიის მეორე პერიოდისას  კანზე გამონაყარის ყველაზე გავრცელებული სახეა კვანძები და წვეტიანი წანაზარდები, რომელიც შეხებისას სრულებით უმტკივნეულოა, გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევებისა, როდესაც გამონაყარი ელემენტები განთავსებულია ფეხის ტერფზე; ასეთ დროს ავადმყოფი მუდმივად განიცდის ქავილს. გარეგნულად გამონაყარი მოგავგონებს ზემოთაღწერილ პირველად ფრამბეზომებს. განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ მეორადი პროცესისას დაზიანების კერები გაცილებით მცირე ზომისაა, თუმცა მათი რაოდენობა ბევრად დიდია. ერთეული ელემენტები კანზე პრაქტიკულად არ გვხვდება. დაზიანების კერაში კანზე აღინიშნება დიდი რაოდენობით სითხის შემცველობა. მასში შესაძლებელია აღმოვაჩინოთ დაავადების გამომწვევი, რომელიც საკმაოდ მარტივად გამოვლინდება ლაბორატორიული ან მიკროსკოპული კვლევებით. ფრამბეზიდების აღნიშნული სახეობები, ისევე როგორც ზემოთ აღწერილი ვარიანტები, ხორცდება ყოველგვარი კვალის დატოვების გარეშე, ნაწიბუროვანი ცვლილებები არ რჩება არასოდეს. მომავალში კანზე რჩება ლაქა, რომელიც შეიცავს პიგმენტის მოჭარბებულ რაოდენობას, ან სრულებით არ შეიცავს მას. მოგვაინებით ხდება სრული შეხორცება და კანი იბრუნებს ნორმალურ ფერს და სტრუქტურას. პათოლოგიური წარმონაქმნების სრულ შეხორცებას სჭირდება 3-დან 12 თვემდე. შემდეგში დგება სრული გამოჯანმრთელების პერიოდი, რომლის შემდეგაც გამონაყარი კვლავ იჩენს თავს. იშვიათად ადგილი აქვს ლორწოვანი გარსების დაზიანებას, განსაკუთრებით პირის ღრუს მიდამოში. ამ ადგილებში გამოვლინდება უხშირესად წითელი ლაწოვანი ელემენტები, კვანძები, თმიანი წანაზარდები.

დაავადების დამახასიათებელი ნიშნები, განსაკუთრებით მის ადრეულ სტადიაზე არის ხელისა და ფეხის გულების უეჭველი დაზიანება. ნახევარზე მეტ პაციენტებს ამ უბნებში ეწყებათ კანის რქოვანა შრის მკვეთრი გათხელება. მოგვიანებით ეს განაპირობებს კანის ღრმა ნახეთქებისა და ზედაპირული დეფექტების განვითარებას, რომელსათ თან ახლავს ინტენსიური ტკივილი. გამონაყარი ელემეტების ტერფზე განვითარების დროს მნიშვნელვნად ექმნება პაციენტს სიარულის პრობლემა.

დაავადების ადრეულ ეტაპზე იშვიათად გვხვდება პათოლოგიური ცვლილებები ძვალ-სახსროვანი სისტემის მხრივ. ძირითადად ანთებითი ხასიათის ცვლილებები მიმდინარეობს ძვლისაზრდელასა და საკუთვრივ ძვლის ნივთიერებაში. აღნიშნული პათოლოგიისას ყველაზე ხშირად ზიანდება სხივისა და იდაყვის ძვლები. ასევე ხშირი გამოვლინებაა ხელის ფალანგების, ცხვირისა და ზედა ყბის ძვლების დაზიანებანი. ამ მოვლენამ მიიღო გუნდუს სახელწოდება. რიგ შემთხვევებში ვითარდება ანთებითი ცვლილებები სახსრებში, იოგებსა და სასახსრე ჩანთებში.

უფრო ხანგრძლივი პერიოდის გასვლის შემდეგ, დაავადების დაწყებიდან 5 და მეტი წლის შემდეგ დგება მისი გვიანი პერიოდი, რომლისთვისაც დამახასიათებელია თავისებური გამოვლინებები. ავადმყოფის კანზე ჩნდება სიფილისური გუმები და წყლულები. ასეთივე ცვლილებები ჩნდება ძვლებზე სხვადასხვა ადგილებში. ისინი ჩნდება ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, მუდმივად და აქედან გამომდინარე პაციენტს დიდი ხნის განმავლობაში არ აქვს არანაირი ჩივილი და გასინჯვისასაც არ გამოვლინდება არანაირი პათოლოგიური ნიშანი. პათოლოგიური კერების შეხორცების შემდეგ კანზე რჩება საკმაოდ უხეში ნაწიბუროვანი ცვლილებები. საბოლოო ჯამში კი წყლულები იწვევს კანის უხეშ ცვლილებებს, სახსრების დაზიანებებს მისი ფუნქციონირების სრული მოშლით, პათოლოგიურ მოტეხილობებს. განსაკუთრებით მძიმე ცვლილებები ხდება მაშინ, როდესაც დაზიანების კერები განთავსებულიაცხვირის ხრტილოვანი და ძვლოვანი ნაწილის საზღვარზე. მას მივყავართ ცხვირის უხეშ დეფორმაციამდე, რომელსაც ეწოდება კლინიკაში განგოზი და იწვევს ავადმყოფის სახის გამომეტყველების შეუქცევად ცვლილებებს. მიუხედავად ამისა, ამ დროს შინაგანი ორგანოების მხრივ დაზიანებებს ადგილი არ აქვს.

ფრამბეზიის დიაგნოზის დასმისას ექიმი პირველ რიგში უნდა იყოს ორიენტირებული პაციენტის გამოკითხვასა და გამოკვლევაზე. ასევე გვეხმარება დიაგნოზის დასმაში მონაცემები, პაციენტის დაავადებულ პირებთან კონტაქტის შესახებ. ლაბორატორიული დიაგნოსტიკის მეთოდს რაც შეეხება, ის ისეთივეა, როგორიც სიფილისის დროს – ვასერმანის რეაქცია.

კანისა და ვენერიული დაავადებები

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.