ენდოსკოპიური ულტრაბგერითი გამოკვლევა

ენდოსკოპიური ულტრაბგერითი გამოკვლევა კვლევის მეთოდია, რომელიც წარმოადგენს ენდოსკოპიური და ულტრაბგერითი გამოკვლევების ერთობლიობას და გამოიყენება საჭმლის მომნელებელი ტრაქტისა და მის ირგვლივ მდებარე ქსოვილების ვიზუალიზაციისათვის. ტრადიციული ულტრაბგერითი გამოკვლევის დროს ულტრაბგერითი გაადმცემი თავსდება სხეულის ზედაპირზე, ხოლო ენდოსკოპიური ულტრაბგერითი გამოკვლევის დროს კი გადამცემი დამაგრებულია ენდოსკოპის ზონდის ბოლოზე და თავსდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ზემო ან ქვემო ნაწილში, რის შედეგადაც უფრო ახლოსაა გამოსაკვლევ ორგანოსთან და მიიღება დეტალური და მაღალი ხარისხის გამოსახულება.


საქართველოდან ბევრი მიმართავს უცხოურ კლინიკებს, დიაგნოზის გადასამოწმებლად, კონსულტირებისა და თუ აუცილებელია – სამკურნალოდაც. განსაკუთრებით ხშირია დიაგნოზის გადამოწმება. უცხო ქვეყნების სამედიცინო ინფრასტუქტურაში გარკვევა, კლინიკებისა და ექიმების არჩევა, რომლებიც ყველაზე უკეთ და მისაღებ ფასებში გადაჭრიან თქვენს პრობლემებს, საკმაოდ რთულია. ამაში დაგეხმარებიან სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული ფირმები. შეკითხვები უნდა გააგზავნოთ სპეციალური ფორმიდან. საკონტაქტო ფორმაზე გახვალთ ამ ტექსტზე დაკლიკებით. წერილს მიიღებენ სამედიცინო ტურიზმის წამყვანი ფირმები. პირველი შეკითხვაზე პასუხი უფასოა. ენა ქართული. შეეცადეთ შეკითხვა და თქვენი მდგომარეობა ჩამოაყალიბოთ ზუსტად: რა პრობლემა გაქვთ და რა მოთხოვნები გაქვთ კლინიკის მიმართ.


ენდოსკოპიური ულტრაბგერითი გამოკვლევა საშუალებას იძლევა მოხდეს:

  • საყლაპავის, კუჭის, სწორი ნაწლავისა და პანკრეასის კიბოს  სტადიის განსაზღვრა
  • საყლაპავის ვარიკოზის გამოვლენა ღვიძლის  დაავადებების მქონე პაციენტებში
  • ფილტვის კიბოს  სტადიის განსაზღვრა
  • ქრონიკული პანკრეატიტისა და პანკრეასის ცისტებისა და წარმონაქმნების შეფასება
  • სანაღვლე გზების ანომალიების, მასში ქვების არსებობის დიაგნოსტირება
  • ნაღვლის ბუშტისა და ღვიძლის კიბოს  დიაგნოსტირება და სტადიის განსაზღვრა და ა.შ

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ენდოსკოპიური ულტრაბგერითი გამოკვლევა სიმსივნეების დიაგნოსტირებისათვის. ავთვისებიანი სიმსივნეების ადრეულ სტადიაზე აღმოჩენა მის ირგვლივ მდებარე ქსოვილებში გავრცელებამდე  იძლევა რადიკალური ოპერაციის ჩატარების საშუალებას, რაც აუმჯობესებს პაციენტის ზოგად მდგომარეობას და ზრდის მის სიცოცხლის ხანგრძლივობას. ენდოსკოპიური ულტრაბგერითი გამოკვლევის მეშვეობით შესაძლებელია მოვახდინოთ გადიდებული შუასაყრის ლიმფური კვანძების, პანკრეასის, ღვიძლის ბიოპსია ქსოვილების შემდგომი ციტოლოგიური კვლევისათვის.

გარდა დიაგნოსტიკისა, ენდოსკოპიური ულტრაბგერის მეთოდი სამკურნალო მიზნითაც გამოიყენება, მაგალითად პანკრეასის ფსევდოცისტების დრენირება.

ენდოსკოპიური ულტრაბგერითი გამოკვლევამდე აუცილებელია მოხდეს პაციენტის გამოკვლევა, ხომ არ აქვს სხვა თანმხლები პათოლოგიები, როგორიცაა გულ – სისხლძარღვთა და რესპირატორული სისტემის მძიმე დაავადებები,  შაქრიანი დიაბეტი და სხვა. თუ გამოკვლევის დროს საჭიროა პუნქცია და ბიოპსია, აუცილებლად უნდა განისაზღვროს სისხლის ჯგუფი და ჩატარდეს კოაგულოგრამა.

ენდოსკოპიური ულტრაბგერითი გამოკვლევის უკუჩვენებები იგივეა, რაც ჩვეულებრივი ენდოსკოპიური გამოკვლევისათვის.

ენდოსკოპიური ულტრაბგერითი გამოკვლევის გართულებები

ენდოსკოპიური ულტრაბგერითი გამოკვლევა უსაფრთხო მეთოდია და მინიმალური გართულებებით ხასიათდება, რომელთა შორისაა  ალერგიული რეაქცია იოდზე, თუ საჭირო ხდება საკონტრასტო ნივთიერების  გამოყენება. შესაძლებელია განვითარდეს მცირე სისხლდენა საჭმლის მომნელებელი ტრაქტის კედლის დაზიანების შემთხვევაში და ძალზედ იშვიათად აღინიშნება ინფექციის გავრცელება და პერფორაცია პანკრეასის კისტიდან სითხის ასპირაციის შედეგად.

ენდოსკოპიური ულტრაბგერითი გამოკვლევა სულ უფრო წარმატებით გამოიყენება მისი მაღალი შესაძლებლობებისა და მინიმალური გართულებების გამო.    ანალიზები, დიაგნოსტიკა >>


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

..