ენდოსკოპიური გამოკვლევა

ენდოსკოპია (endon – შიგნით, skopeo – ვხედავ)  შინაგანი ორგანოების გამოკვლევის მეთოდია სპეციალური ხელსაწყოს – ენდოსკოპის მეშვეობით. ენდოსკოპია ფართოდ გამოიყენება დიაგნოსტიკური და სამკურნალო მიზნით ქირურგიაში, პულმონოლოგიაში, უროლოგიაში, გინეკოლოგიაში და ა.შ. განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს თამაშობს ენდოსკოპიური გამოკვლევა ონკოლოგიური დაავადებების ადრეულ დიაგნოსტიკაში. ენდოსკოპია ხშირად გამოიყენება დამიზნებით ბიოპსიასთან ერთად.


საქართველოდან ბევრი მიმართავს უცხოურ კლინიკებს, დიაგნოზის გადასამოწმებლად, კონსულტირებისა და თუ აუცილებელია – სამკურნალოდაც. განსაკუთრებით ხშირია დიაგნოზის გადამოწმება. უცხო ქვეყნების სამედიცინო ინფრასტუქტურაში გარკვევა, კლინიკებისა და ექიმების არჩევა, რომლებიც ყველაზე უკეთ და მისაღებ ფასებში გადაჭრიან თქვენს პრობლემებს, საკმაოდ რთულია. ამაში დაგეხმარებიან სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული ფირმები. შეკითხვები უნდა გააგზავნოთ სპეციალური ფორმიდან. საკონტაქტო ფორმაზე გახვალთ ამ ტექსტზე დაკლიკებით. წერილს მიიღებენ სამედიცინო ტურიზმის წამყვანი ფირმები. პირველი შეკითხვაზე პასუხი უფასოა. ენა ქართული. შეეცადეთ შეკითხვა და თქვენი მდგომარეობა ჩამოაყალიბოთ ზუსტად: რა პრობლემა გაქვთ და რა მოთხოვნები გაქვთ კლინიკის მიმართ.


ენდოსკოპიური გამოკვლევის სახეებია:

  • ბრონქოსკოპია  – ბრონქების  ენდოსკოპიური გამოკვლევა
  • გასტროსკოპია  – კუჭის  ენდოსკოპიური გამოკვლევა
  • ჰისტეროსკოპია  – საშვილოსნოს ღრუს ენდოსკოპიური გამოკვლევა
  • კოლონოსკოპია  – მსხვილის ნაწლავის ენდოსკოპიური გამოკვლევა
  • ლაპარასკოპია  – მუცლის ღრუს ენდოკოპიური გამოკვლევა
  • ოტოსკოპია – გარეთა სასმენი მილის და დაფის აპკის ენდოსკოპიური გამოკვლევა
  • რექტორომანოსკოპია – სწორი ნაწლავისა და სიგმოიდური ნაწლავის ქვედა ნაწილსი ენდოსკოპიური გამოკვლევა
  • ურეთეროსკოპია – შარდსაწვეთის ენდოსკოპიური გამოკვლევა
  • ქოლანგიოსკოპია – სანაღვლე გზების ენდოსკოპიური გამოკვლევა
  • ცისტოსკოპია  – შარდის ბუშტის ენდოსკოპიური გამოკვლევა
  • ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია – საყლაპავის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ენდოსკოპიური გამოკვლევა
  • თორაკოსკოპია  – გულმკერდის ღრუს ენდოსკოპიური გამოკვლევა
  • ართროსკოპია – სახსრების ენდოსკოპიური გამოკვლევა
  • ვენტრიკულოსკოპია – თავის ტვინის პარკუჭების ენდოსკოპიური გამოკვლევა

ენდოსკოპიური აპარატურის განვითარებასთან ერთად გამოჩნდა ოპერაციული ტექნიკის ახალი სახე – ენდოსკოპიური ქირურგია. ღრუ ორგანოებში ან მუცლის ღრუში ასეთი ოპერაციების დროს ენდოსკოპის მეშვეობით ხდება სპეციალური ინსტრუმენტების შეტანა, ქირურგი კი მონიტორის მეშვეობით ადევნებს თვალს თავის სამუშაოს.

ენდოსკოპიური ქირურგია საშუალებას იძლევა თავიდან ავიცილოთ ღია ოპერაციები ქოლეცისტიტის, აპენდიციტის და სხვა მსგავსი პათოლოგიების დროს. ენდოსკოპიური ოპერაციები შედარებით დამზოგავი, მცირედ ტრავმული, უსისხლო ქირურგიული მეთოდია, რომლის დროსაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოსტოპერაციული გართულებების რისკის შემცირება.  >>ანალიზები, დიაგნოსტიკა


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

..

Share this...Share on Facebook
Facebook