ქვედა ტუჩის ნახეთქი

ქვედა ტუჩის ნახეთქი

ქვედა ტუჩის ნახეთქი – ეს არის ქრონიკული დაავადება, რომელმაც შეიძლება დააავადოს როგორც ქალები, ასევე მამაკაცები. დაავადების განვითარება არაა დაკავშირებული ასაკთან. ნახეთქის განვითარება უპირატესად ქვედა ტუჩზე განპირობებულია მისი ანატომიური თავისებურებიდან გამომდიანარე და მისი გამუდმებული დაზიანებით. გარედან ტუჩის მუდმივი გაღზიანებისგან ჩნდება წვრილი ნახეთქი, რომელიც ტუჩს ყოფს ორ ნაწილად. ზოგიერთ შემთხვევაში ნახეთქი იმდენად დიდდება, რომ შესაძლოა მიაღწიოს ლორწოვან გარსამდე, თუმცა არასოდეს არ აზიანებს კანს ტუჩის გარშემო.

ქვედა ტუჩზე ნახეთქის პროვოცირებას იწვევს ამინდი, ასევე თავად ადამიანი, რომელსაც აქვს ნევროლოგიური ტიკები. ასეთ მოქმედებებს მიეკუთვნება ტუჩის გამუდმებული, უკონტროლო ლოკვა, კვნეტა, მოწევა, ტუჩის კანის სიმშრალე, ავიტამინოზი. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზებისა, ქვედა ტუჩის ნახეთქის პროვიცირება შეიძლება  გამოიწვიოს ნივთიერებათა ცვლის დარღვევებმა. ტუჩის ნახეთქი უხშირესად ვითარდება ზამთრის თვეებში, ხოლო ზაფხულში დგება შემსუბუქების პერიოდი.

ქვედა ტუჩის ნახეთქი – ეს არაა მხოლოდ კოსმეტიკური ნაკლი. ტუჩის ნახეთქი შესაძლოა გახდეს ნორმალური კვების, ურთიერთობის, პირის ღრუს ჰიგიენის დარღვევის მიზეზი და კიდევ უფრო მეტი მცდელობა უფრო მეტად გაილოკოს პაციენტმა ტუჩები, იწვევს ნახეთქის გაღრმავებას. ძილის ან ხანგრძლოვი მოსვენების პერიოდში შესაძლებელია ნახეთქის მცირედი შეხორცება, თუმცა პირის მცირე მოძრაობისასაც კი ის კვლავაც ხდება სისხლმდენი.

თუ პაციენტს აქვს ტუჩის ნაეთქი უკვე დიდი ხნის განმავლობაში, შესაძლებელია, რომ ნახეთქის კიდეები დაიფაროს გარქოვანებადი ქერცლით, რომელიც წარმოდგენილია მონაცრისფრო-მოთეთრო ფერის ეპითელიალური უჯრედების შრით. თუ ნახეთქის კიდეებზე ვითარდება მუქი-წითელი ფერის გასქელებები და მისი ფსკერი კი დაფარულია მცირე ზომის პაპილომებით, მაშინ აუცილებელია პაციენტის სასწრაფო გაგზავნა ონკოლოგთან.

ქვედა ტუჩის ნახეთქი შესაძლოა განვითარდეს ტუჩის კუთხეებში, სადაც ერთდება ზედა და ქვედა ტუჩი. ასეთი ნახეთქები ხშირად ჩნდება ტუჩებზე მაშინ, როდესაც ორგანიზმს აკლია ვიტამინები, უხშირესად კი В ვიტამინი. ასეთი წარმოშობის ქვედა ტუჩის ნახეთქის დროს საკმარისია მხოლოდ ვიტამინების კურსის ჩატარება და სამკურნალო მალამოების გამოყენება.

ზოგჯერ ქვედა ტუჩის ნახეთქი შუაში და ასევე კუთხეებში განპირობებულია არასწორი თანკბილვით. ასეთ დროს რეკომენდებულია ორთოდონტის კონსულტაცია.

ნახეთქის გადასვლა კეთილთვისებიანი პროცესიდან არაკეთილთვისებიან პროცესში საკმაოდ იშვიათია და აუცილებელი ხდება ლაბორატორიული გამოკვლევების ჩატარება.

ქვედა ტუჩის ნახეთქის მკურნალობა უნდა დაიწყოს მისი გამომწვევი მიზეზის გამორიცხვით. როგორც წესი, დასაწყისში ინიშნება მედიკამენტური თერაპია – ეს არის В ჯგუფის ვიტამინები, გაუტკივარება ლიდოკაინის დახმარებით, ანთების საწინააღმდეგო მოქმედების მალამოები და კრემები. იმ შემთხვევაში, როდესაც კონსერვატიული მკურნალობა არ იძლევა შედეგს, ან ადგილი აქვს დაავადების ხშირ გამწვავებებს, ინიშნება ოპერაციული მკურნალობა. იმ შემთხვევაში თუ ტუჩზე ერთდროულად რამოდენიმე ნახეთქია, მაშინ ოპერაციული ჩარევაც კი სირთულეებთანაა დაკავშირებული და ზოგჯერ არც ხერხდება. მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს შორის დღესდღეობით ყველაზე მეტად მიღებულია ლაზერული მკურნალობა. ლაზერული დასხივების შედეგად ნახეთქები სწრაფად ხორცდება, ხოლო რეციდივებს ან საერთოდ არ აქვს ადგილი, ან ძალზედ იშვიათად ხდება.

იმისათვის, რომ არ მოხდეს ნახეთქების გამწვავება სამომავლოდ ქვედა ტუჩზე, ინიშნება სამკურნალო პრეპარატები და სპეციალური კოსმეტიკური საშუალებები მოვლისათვის, რომლევიც ეფექტურად ატენიანებენ ტუჩის კანს. აუცილებელია სწრაფი შეხორცების მიზნით პაციენტმა უარი თქვას მოწევაზე და ტუჩების გამოდმებულ ლოკვაზე.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..