ქლოაზმა

ქლოაზმაკანის ჰიპერპიგმენტაციაა, რომელიც გამოვლინდება უპირატესად ტუჩის, შუბლის, ხელების მიდამოში, იშვიათად კი ტანზე. უხშირესად გვხვდება ქალებში ორსულობის დროს, ასევე გინეკოლოგიური დაავადებებისას, ჰორმონალური დარღვევებისას, ზოგიერთი მედიკამენტისა და კოსმეტიკური საშუალებების გამოყენების დროს. ლაქებს აქვთ ღია ან მუქი ყავისფერი შეფერილობა, განსხვავებული ფორმა და სიდიდე. მზეზე ყოფნისას პიგმენტაცია ძლიერდება. პირგენტური ლაქები, როგორც წესი თავისთავად ქრება ორსულობის დასრულების შემდეგ ან მისი გამომწვევი სხვა მიზეზის შეწყვეტისას.

ზოგიერთ შემთხვევაში ლაქები ქრება მცენარეული პრეპარატების, გამათეთრებელი მალამოების, კვარცის ლამფით დასხივების ან მზის აბაზანების მიღების შედეგად დამცავი მალამოებით. მკურნალობა პაციენტების მხრიდან მოითხოვს მოთმინებასა და გარკვეულ სიფრთხილეს.

კანისა და ვენერიული დაავადებები

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ქლოაზმა – (ბერძ. chloazo – გამწვანება)  კანის ჰიპერპიგმენტაცია მოყვითალო – მოყავისფრო ლაქების სახით. აღინიშნება ქალებში. მიზეზები შესაძლოა იყოს ორსულობა, გინეკოლოგიური დაავადებები, ჭიით ინვაზია, ღვიძლის დაავადებები და სხვ.