თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია

თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია წარმოადგენს  კვლევის არაინვაზიურ მეთოდს თავის ტვინის, თავის ტვინის სისხლძარღვების და ასევე ქალას ძვლების  სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობების დიაგნოსტირებისათვის. თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია  ხშირად გამოიყენება ისეთი სიმპტომების მიზეზის აღმოსაჩენად, როგორიცაა თავის ტკივილი, ზოგადი სისუსტე, კრუნჩხვები, თავბრუსხვევა, ცნობიერების არევა.


საქართველოდან ბევრი მიმართავს უცხოურ კლინიკებს, დიაგნოზის გადასამოწმებლად, კონსულტირებისა და თუ აუცილებელია – სამკურნალოდაც. განსაკუთრებით ხშირია დიაგნოზის გადამოწმება. უცხო ქვეყნების სამედიცინო ინფრასტუქტურაში გარკვევა, კლინიკებისა და ექიმების არჩევა, რომლებიც ყველაზე უკეთ და მისაღებ ფასებში გადაჭრიან თქვენს პრობლემებს, საკმაოდ რთულია. ამაში დაგეხმარებიან სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული ფირმები. შეკითხვები უნდა გააგზავნოთ სპეციალური ფორმიდან. საკონტაქტო ფორმაზე გახვალთ ამ ტექსტზე დაკლიკებით. წერილს მიიღებენ სამედიცინო ტურიზმის წამყვანი ფირმები. პირველი შეკითხვაზე პასუხი უფასოა. ენა ქართული. შეეცადეთ შეკითხვა და თქვენი მდგომარეობა ჩამოაყალიბოთ ზუსტად: რა პრობლემა გაქვთ და რა მოთხოვნები გაქვთ კლინიკის მიმართ.


თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია ტარდება შემდეგი მდგომარეობების დიაგნოსტირებისათვის:

  • ინტრაკრანიალური სისხლჩაქცევა  ქალა-ტვინის ტრავმის ან  ანევრიზმის გასკდომის შედეგად
  • თავის ტვინის ანევრიზმა
  • ინსულტის მწვავე ფაზაში ჰემატომის არსებობა. მოცემული პათოლოგია განსაკუთრებით მკაფიოდ  ვლინდება ე.წ. მულტისპირალური კტ პერფუზიის დროს
  • თავის ტვინის პირველადი სიმსივნეები ან მეორადი დაზიანება მეტასტაზებით
  • თავის ტვინის პარკუჭების  გადიდება, ჰიდროცეფალია, ინტრაკრანიალური წნევის მატება
  • ქალას განვითარების მანკები

თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია ასევე ტარდება შემდეგ შემთხვევებში:

  • სახის ტრავმის დროს, როდესაც იგეგმება ქირურგიული რეკონსტრუქცია, რათა შეფასდეს ძვლოვანი და რბილი ქსოვილების დაზიანების ხარისხი
  • საფეთქლის ძვლის დაავადებების დიაგნოსტირება, რაც შესაძლოა სმენის პრობლემების მიზეზი იყოს
  • ცხვირის დანამატი წიაღების ანთებითი პროცესებისა და სხვა ცლილებების დიაგნოსტიკის მიზნით
  • თავის ტვინის სიმსივნეების  სხივური თერაპიის დაგეგმვის მიზნით
  • თავის ტვინის პუნქციური ბიოფსიის ჩატარების მიზნით შემდგომი მორფოლოგიური გამოკვლევისათვის

თავის ტვინის სისხლძარღვების კტ ანგიოგრაფია

თავის ტვინის სისხლძარღვების  კომპიუტერული ტომოგრაფია კონტრასტირებით ტარდება თავის ტვინის  არტერიული და ვენური სისხლის მიმოქცევის ვიზუალიზაციისათვის და ინფორმაციას იძლევა ვილიზიის წრის, თავის ტვინის ქერქში რეგიონარული არტერიული განშტოებების, ვენების და სინუსების მდგომარეობის შესახებ.

თავის ტვინის სისხლძარღვების კტ ანგიოგრაფიის შედეგების მიხედვით შესაძლებელია ვიმსჯელოთ სხვადასხვა პათოლოგიური პროცესის  გავრცელებისა და  სიმძიმის შესახებ, როგორიცაა ათეროსკლეროზი, ანთებითი პროცესები, თრომბი, სისხლძარღვის დაზიანება და სხვა.

გაურკვეველი დიაგნოზის შემთხვევაში (მაგალითად, უცნობი ეტიოლოგიის თავის ტკივილი) პროცედურას ატარებენ კისრის სისხლძარღვების  გამოკვლევასთან ერთად, რადგან აღნიშნული უბნის პათოლოგიური ცვლილებები იწვევს მსგავს კლინიკურ სურათს.

თავის ტვინის კტ ანგიოგრაფია განსაკუთრებით გამოსადეგია შემდეგ შემთხვევებში:

  • ქალა-ტვინის ტრავმა, სისხლძარღვების  შესაძლო დაზიანებით და ქალას ღრუში სისხლჩაქცევით
  • სისხლძარღვების  განვითარების ანომალიები (არტერიო-ვენური მალფორმაციები, ანევრიზმები)
  • სისხლძარღვების  ანთებითი პროცესები (საფეთქლის არტერიის ვასკულიტი გიგანტურ უჯრედოვანი არტერიტის დროს
  • თავის ტვინის არტერიების ათეროსკლეროზი, თავის ტვინის მეორადი იშემიით
  • ბადურას სისხლძარღვების  პათოლოგია
  • უცნობი ეტიოლოგიის თავის ტკივილი
  • გამოკვლევის სხვა მეთოდების საეჭვო მონაცემები
  • დიაბეტური ანგიოპათია
  • არტერიების, ვენებისა და ვენური სინუსების თრომბოზზე ეჭვი
  • თავის ტვინის სისხლძარღვებზე  ოპერაციების წინ
  • ოპერაციული მკურნალობის შემდგომი პერიოდის კონტროლი
  • თავის ტვინის კეთილთვისებიანი წარმონაქმნების სისხლძარღვებზე ზეწოლის დროს
  • პირველადი სისხლძარღვოვანი  სიმსივნეები
  • მდგომარეობები, რომელთა დროსაც მრ-ანგიოგრაფია უკუნაჩვენებია.  დიაგნოსტიკა >>

პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

..