თავის ტვინის მაგნიტურ – რეზონანსული ტომოგრაფია

თავის ტვინის მაგნიტურ – რეზონანსული ტომოგრაფია ტარდება თავის ტკივილის ისეთი სახიფათო მიზეზის აღმოსაჩენად, როგორიცაა თავის ტვინის სიმსივნეები, კეროვანი წარმონაქმნები, ლიქვორული სისტემის მდგომარეობის დარღვევები, ანთებითი და დემიელინიზირებადი  ცვლილებები. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება თავის ტვინის მაგნიტურ – რეზონანსული ტომოგრაფიას  ონკოლოგიაში, თავის ტვინის პირველადი სიმსივნეები  და მეტასტაზების გამოვლენისათვის.


საქართველოდან ბევრი მიმართავს უცხოურ კლინიკებს, დიაგნოზის გადასამოწმებლად, კონსულტირებისა და თუ აუცილებელია – სამკურნალოდაც. განსაკუთრებით ხშირია დიაგნოზის გადამოწმება. უცხო ქვეყნების სამედიცინო ინფრასტუქტურაში გარკვევა, კლინიკებისა და ექიმების არჩევა, რომლებიც ყველაზე უკეთ და მისაღებ ფასებში გადაჭრიან თქვენს პრობლემებს, საკმაოდ რთულია. ამაში დაგეხმარებიან სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული ფირმები. შეკითხვები უნდა გააგზავნოთ სპეციალური ფორმიდან. საკონტაქტო ფორმაზე გახვალთ ამ ტექსტზე დაკლიკებით. წერილს მიიღებენ სამედიცინო ტურიზმის წამყვანი ფირმები. პირველი შეკითხვაზე პასუხი უფასოა. ენა ქართული. შეეცადეთ შეკითხვა და თქვენი მდგომარეობა ჩამოაყალიბოთ ზუსტად: რა პრობლემა გაქვთ და რა მოთხოვნები გაქვთ კლინიკის მიმართ.


ასევე მრტ კვლევა საშუალებას იძლევა გამოვლინდეს  და დეტალურად შეფასდეს თავის ტვინის განვითარების ანომალიები, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის  სხვადასხვა დარღვევები, ტრავმული დაზიანებები, დეგენერაციული პროცესები. აქტიურად გამოიყენება თავის ტვინის მანგიტურ – რეზონანსული ტომოგრაფია გაფანტული სკლეროზისა და სხვა დემიელინიზირებადი დაავადებების დიაგნოსტირებისათვის.

სპეციალური რეჟიმების (მრ-ანგიოგრაფია – საკონტრასტო ნივთიერების გამოყენების გარეშე) მეშვეობით ფასდება თავის ტვინის  არტერიების მდგომარეობა და გამოირიცხება სიცოცხლისათვის საშიში დაავადებები, როგორიცაა ანევრიზმები და არტერიოვენური მალფორმაციები.

ასევე ტარდება თავის ტვინის მაგნიტურ – რეზონანსული ტომოგრაფია საკონტრასტო ნივთიერების გამოყენებით, რაც შესაძლებლობას გვაძლევს  არა მხოლოდ დაზუსტდეს და დეტალურად შევისწავლოთ არამედ რიგ შემთხვევაში გამოვავლინოთ პათოლოგიური ცვლილებები, რომელიც არ ჩანს სხვა სტანდარტული გამოკვლევისას.    ანალიზები, დიაგნოსტიკა >>


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..