რადიონუკლიდური გამოკვლევა

გამოკვლევის რადიონუკლიდური (რადიოიზოტოპური) მეთოდი დაფუძნებულია რადიოაქტიური იზოტოპების და მონიშნული შენაერთების გამოსხივების რეგისტრაციის მეთოდზე. აღნიშნული ნაერთები შეყავთ ავადმყოფის ორგანზმში, რის შემდეგაც მონიშნული ნივთიერება ნაწილდება მთელ სხეულში ორგანოებისა და სისტემების ფუნქციონირების მიხედვით. რეგისტრირდება რა ორგანიზმში გადანაწილება. გადადგილება, გარდაქმნა და  გამოყოფა რადიოაქტიური ინდიკატორების მეშვეობით, ექიმს საშუალება ეძლევა შეაფასოს შესაბამისი უბნები და ბიოქიმიური და ფიზიოლოგიურ პროცესების მიმდინარეობა.


საქართველოდან ბევრი მიმართავს უცხოურ კლინიკებს, დიაგნოზის გადასამოწმებლად, კონსულტირებისა და თუ აუცილებელია – სამკურნალოდაც. განსაკუთრებით ხშირია დიაგნოზის გადამოწმება. უცხო ქვეყნების სამედიცინო ინფრასტუქტურაში გარკვევა, კლინიკებისა და ექიმების არჩევა, რომლებიც ყველაზე უკეთ და მისაღებ ფასებში გადაჭრიან თქვენს პრობლემებს, საკმაოდ რთულია. ამაში დაგეხმარებიან სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული ფირმები. შეკითხვები უნდა გააგზავნოთ სპეციალური ფორმიდან. საკონტაქტო ფორმაზე გახვალთ ამ ტექსტზე დაკლიკებით. წერილს მიიღებენ სამედიცინო ტურიზმის წამყვანი ფირმები. პირველი შეკითხვაზე პასუხი უფასოა. ენა ქართული. შეეცადეთ შეკითხვა და თქვენი მდგომარეობა ჩამოაყალიბოთ ზუსტად: რა პრობლემა გაქვთ და რა მოთხოვნები გაქვთ კლინიკის მიმართ.


თანამედოვე აპარატურა საშუალება იძლევა რეგისტრირდეს  უკიდურესად მცირე რაოდენობის რადიოაქტიური ნივთირებების  მაიონიზირებელი გამოსხივება, რაც პრაქტიკულად უსაფრთხოა ორგანიზმისთვის. გამოსხივებას აღრიცხავს სპეციალური გამა კამერა, რომელიც გარდაქმნის გამოსხივების იმპულსებს  ელექტრულ იმპულსებად, რაც თავის მხრივ ფიქსირდება მონიტორზე ან სპეციალურ ქაღალდზე.  დღეისათვის შემუშავებული ფერადი სკანირების მეთოდი, რომელზეც ინდიკატორის სხვადასხვა ხარისხით დაგროვება აისახება სხვადასხვა ფერით, იძლევა უფრო მკაფიო გამოსახულების მიღების შესაძლებლობას.

რადიონუკლიდური გამოკვლევის მეთოდები გამოიყენება ძირითადად სხვადასხვა შინაგანი ორგანოების ფუნქციური მდგომარეობის შესასწავლად, რაც ეფუძნება ქსოვილების თვისებას,  მოხდეს მათში განსაზღვრული რადიოაქტიური პრეპარატის დაგროვება. მაგალითად ტეტრაიოდქლორფლუოროსცეინის კალიუმის მარილი, მონიშნული 133I, მიიტაცება ღვიძლის  უჯრედების, ჰეპატოციტების მიერ, 131I გროვდება ფარისებრი ჯირკვალში, 198Au – ღვიძლში, ელენთაში, ძვლის ტვინში.

გამოკვლევის კონკრეტული  სახეზე დამოკიდებულებით დღეისათვის განასხვავებენ ლაბორატორიულ და კლინიკურ რადიოიზოტოპურ სკანირებას. პირველ შემთხვევაში შეისწავლება განსაზღვრული ორგანოს მიერ რადიოიზოტოპის დაგროვების ან გამოყოფის სიჩქარე, რაც ასახავს მოცემული ორგანოს ფუნქციონირებას მთლიანობაში.

რადიოიზოტოპური სკანირება საშუალება იძლევა მკვეთრად განისაზღვროს ორგანოთა საზღვრები, ზომები, ფორმა, მდებარეობა, ასევე შეფასდეს ნივთიერების გადანაწილება ქსოვილსა თუ ორგანოში, გამოვლინდეს ჰიპერფუნქციური „თბილი“ და „ცივი“ კვანძები, სიმსივნური წარმონაქმნები და სხვა.     ანალიზები, დიაგნოსტიკა >>


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.