სუროგაცია – დონაცია

ვისთვის არის აუცილებელი კვერცხუჯრედის დონორი

ქალი კვერცხუჯრედის 2 მილიონიანი მარაგით იბადება. ასაკის მატებასთან ერთად მათი რაოდენობა კლებულობს.

ბოლო წლებში კვერცხუჯრედის დონაციისადმი მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ადრე ამ მეთოდს მიმართავდნენ ის ქალბატონები, რომლებსაც საკვერცხეების ფუნქციის ნაადრევი მენოფიტვა (მენოპაუზა) აღენიშნებოდათ. ნაადრევი მენოფიტვის მიზეზი შეიძლება იყოს გენეტიკური ფაქტორი, ქირურგიული ჩარევა, აუხსნელი მიზეზები. 

დონაციის მსურველი ქალბატონების ასაკი 30-40 წელია, რომლებსაც უკვე ჰქონდათ ექსტრაკორპორალური განაყოფიერების რამოდენიმე უშედეგო ცდა, სამწუხაროდ მათ მიერ გამოყოფილი კვერცხუჯრედები ჯამრთელი ემბრიონის განვითარებისთვის უვარგისი აღმოჩნდა. ამ კატეგორიის ქალების ერთადერთი არჩევანი არის ორსულობა კვერცხუჯრედის დონორის დახმარებით.

გაქვთ სურვილი გახდეთ კვერცხუჯრედის დონორი?

კვერცხუჯრედის დონორი შეიძლება გახდეს ქალი 21-დან 35 წლის ჩათვლით, რომელთა გამოკვლევების შედეგად დადგინდება, რომ ის სრულიად ჯამრთელია როგორც რეპროდუქტოლოგიური, ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. კვერცხუჯრედის დონაცია განუყოფელია ექსტრაკორპორაციული განაყოფიერებისგან.

როდესაც პოტენციური დედის კვერცხუჯრედი არ იძლევა განაყოფიერების საშუალებას, ის შეიძლება შეიცვალოს დონორის კვერცხუჯრედით. ზოგადად ქალი ყოველ თვე წარმოქმნის ლიდერ ფოლიკულს, რომელიც შეცავს ერთ კვერცხუჯრედს და კარგავს დანარჩენ არა ლიდერ ფოლიკულებს. შესაბამისი მედიკამენტოზური ჩარევა შესაძლებელს იძლევა ისე მომწიფდეს ყველა ფოლიკული, რომ მივიღოთ კვერცხუჯრედები.

კვერცხუჯრედის დონორთა შემოწმება

თუ თქვენ გაქვთ სურვილი და აკმაყოფილებთ რამოდენიმე სამედიცინო-ფსიქოლოგიურ სტანდარტს, შეგიძლიათ გაიაროთ შემოწმება და ჩაერთოთ  კვერცხუჯრედის დონაციის პროგრამაში.

პროგრამის ძირითადი მოთხოვნები:

  •  – ასაკი 21-დან-35 წლამდე;
  •  – ჯანმრთელი ჰორმონალური მდგომარეობა;
  •  – სიმაღლე და წონა ნორმის ფარგლებში;
  •  – არ უნდა იყოს მწეველი და ნარკოტიკების მომხმარებელი;
  •  – ჰყავდეს მინიმუმ ერთი შვილი

წინასწარი გამოკვლევების მიხედვით, ივსება სამედიცინო ისტორია, რომელშიც აისახება ინფორმაცია ჯამრთელობის მდგომარეობის შესახებ. დონორი ამასთან გადის პირველად გასაუბრებას კოორდინატორთან დაიტარებს სრულ გინეკოლოგიურ გამოკვლევას რეპროდუქტოლოგთან. აუცილებელია ფსიქოლოგიური და გენეტიკური გამოკვლევა;

  დონორად მომზადება

პირველ გამოკვლევები ტარდება მენსტრუალური ციკლის მე-2 დღეს. შემდეგ ერთი თვის განმავლობაში ხდება პოტენციური დედის და დონორის ციკლის თანხვედრა. რის შემდეგაც  10-21 დღის განმავლობაში ტარდება ინექციებით მომზადების კურსი.

 საკვერცხეების პუნქცია

საკვერცხეების პუნქცია შედარებით იოლი პროცესია. მას ხელოვნური განაყოფიერების კლინიკაში მარჯვენა დამარცხენა საკვერცხიდან ფოლიკულების ამოღება-ასპირაციის საშუალებით ატარებენ. იმისთვის, რომნემსი  დანიშნულების ადგილზე შევიდეს, დონორს ტრანსვაგინალური ულტრა სონოგრაფია უტარდება. ეს პროცესი მიმდინარეობს გაუტკივარებით. რეპროდუქტოლოგი ნემსით აწარმოებს ფოლიკულის საკვერცხიდან ასპირაციას და დაუყოვნებლივ ამოწმებს მიკროსკოპით, რათა დარწმუნდეს რომ კვერცხუჯრედი სიცოცხლის უნარიანია. შემდეგ ფოლიკულები თავსდება ინკუბატორში. აღნიშნული პროცესი 15-დან-30 წუთამდე გრძელდება.

როგორ იგრძნობთ თავს პუნქციის შემდეგ?

კვერცხუჯრედის ამოღების შემდეგ, დონორს შესაძლოა მუცლის არეში უმნიშვნელო დაჭიმულობის შეგრძნება ჰქონდეს. კლინიკაში ერთსაათიანი დაკვირვების შემდეგ დონორი სახლში მიდის. მას შესაძლოა ჰქონდეს ვარდისფერი ან ყავისფერი გამონადენი საშოდან – ეს სრულიად ნორმალურია, სანერვიულო არაფერია. ექიმი ინფექცირებისგან თავის დასაცავად ანტიბიოტიკებს ნიშნავს.

 კომპენსაცია

გადაწყვეტილება კვერცხუჯრედის დონორად გახდომის შესახებ  უდიდესი საჩუქარია! დონორს ეკუთვნის ფულადი კომპენსაცია არა მარტო დახარჯული დროისა და პროგრამაში მონაწილეობისათვის, არამედ დონაციის შემდგომი განვითარების ხელშეწყობისათვის.

_____________________________

აღებულია საიტიდან : http : // surrogationcenter.com

გადასვლა >>> ,,რეპროდუქციული ჯანმრთელობა, ორსულობა”